პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"
 "შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

ერთ ჩემს ახ­ლო­ბელს პა­ნი­კუ­რად ეში­ნო­და შავი კა­ტე­ბის. ერთხე­ლაც, მან­ქა­ნით მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში და წინ კა­ტამ გა­და­ურ­ბი­ნა. სხვა გზით გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მან­ქა­ნა მკვეთ­რად დაძ­რა უკუს­ვლით და... უკან მომ­დგა­რი სხვა მან­ქა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ამ­ტვრია, თა­ვი­სიც და სე­რი­ო­ზულ ხარ­ჯებ­შიც გა­ეხ­ვა. ეს ამ­ბა­ვი მის სა­ახ­ლობ­ლო­ში ანეკ­დო­ტად და­დის და ნე­ბის­მი­ე­რი თავ­ყრი­ლო­ბა ისე არ ჩა­ივ­ლის, ერთი სამ­ჯერ მა­ინც არ შე­ახ­სე­ნონ ხოლ­მე. თუმ­ცა თვი­თონ ქირ­ქილს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ორი მან­ქა­ნა იმი­ტომ და­ამ­ტვრია, რომ წინ შავ­მა კა­ტამ გა­და­ურ­ბი­ნა.

ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით, ასეთ დღე­შია "მაგ­თი­კო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. თუ კომ­პა­ნი­ა­ზე რო­მე­ლი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, "მაგ­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია - ამის უკან დგას "პა­ლიტ­რა­მე­დია" და არ აღელ­ვებთ, რომ მათი ასე­თი პო­ზი­ცია, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად და სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ეს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და. კერ­ძოდ, გა­ზეთ­მა "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით: "მაგ­თი 90-იან წლებ­ში გვაბ­რუ­ნებს". სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, 27 აპ­რი­ლი­დან კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტე­ბი წუთ­ში 24 თეთ­რად ისა­უბ­რე­ბენ, რო­გორც შიდა ქსელ­ში - "ბა­ნის", "მაგ­თის" და "ბა­ლის" აბო­ნენ­ტებ­თან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტა­ტია წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­და­ბეჭ­და რო­გორც "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ, ისე სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა (მა­გა­ლი­თად, "გუ­რი­ა­ნი­უს­მა", ეს თემა გა­იხ­სნა ფო­რუმ­ზეც, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო "ფე­ის­ბუკ­ზეც"), რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ "პა­ლიტ­რას­თან".

წა­ი­კი­თხეთ "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სებ­ში" და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტია: "მაგ­თი" 90-იან წლებ­ში გვაბ­რუ­ნებს

"მაგ­თი" წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რა გან­ცხა­დე­ბით, რომ­ლის პირ­ვე­ლი აბ­ზა­ცი უკვე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "შავი კა­ტის სინ­დრო­მის" არ იყოს: "გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გა­ზეთ "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბის" მიერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ, შეც­დო­მა­ში შემყვან სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც აი­ტა­ცა და ფარ­თოდ გა­ავ­რცე­ლა "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ".

თუმ­ცა "მაგ­თის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბის ბოლო აბ­ზა­ცი უნდა იყოს, რო­მელ­შიც გან­ცხა­დე­ბის შემ­დგენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პი­რონ... დე­და­მი­წი­დან ხე­ლოვ­ნურ თა­ნამ­გზავ­რამ­დე მან­ძი­ლი და "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­რეკ­ლა­მო ტა­რი­ფე­ბი. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბის ამ ეპი­ზოდს გთა­ვა­ზობთ სრუ­ლად: "მას მერე, რაც "მაგ­თი­კომ­მა" უარი გა­ნუ­ცხა­და "პა­ლიტ­რა ტვ"-ის მისი სიგ­ნა­ლის თა­ნამ­გზავ­რამ­დე უფა­სოდ ატ­ვირ­თვა­ზე, "პა­ლიტ­რამ" "მაგ­თი­კო­მის" დის­კრე­დი­ტა­ცია მთა­ვარ მიზ­ნად და­ი­სა­ხა. გე­ოს­ტა­ცი­ო­ნა­რულ ორ­ბი­ტა­ზე მყო­ფი "მაგ­თი­კო­მის" თა­ნამ­გზავ­რი დე­და­მი­წას 36 ათა­სი (დიახ, 36 000) კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. მისი გან­თავ­სე­ბა, შე­ნახ­ვა და მომ­სა­ხუ­რე­ბა სე­რი­ო­ზულ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა თქვას უარი "მაგ­თი­კომ­მა" სიგ­ნა­ლის ატ­ვირ­თვის სა­ფა­სუ­რის მი­ღე­ბა­ზე, რო­დე­საც თით­ქმის იმა­ვე თან­ხას მო­ი­თხოვს "პა­ლიტ­რა მე­დია" თა­ვის ინ­ტერ­ნეტ გვერ­დებ­ზე სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რის გან­თავ­სე­ბა­ში, ხოლო გა­ზეთ­ში გან­თავ­სე­ბულ რეკ­ლა­მის ფასს კვად­რა­ტუ­ლი სან­ტი­მეტ­რო­ბით ით­ვლის".

"რაც "შე­ღა­ვა­თით" გვა­ლა­პა­რა­კა, ორ­მა­გად იღებს უკან!" - "მაგ­თის" გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფე­ბი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი

ასე­თი უც­ნა­უ­რი აკ­ვი­ა­ტე­ბა "მაგ­თის" მხრი­დან პირ­ვე­ლი არ არის. წინა წელს, კომ­პა­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის ში­ნა­არ­სი იყო: "მაგ­თი" არ ჩას­ვამს "პა­ლიტ­რა ტვ"-ს "მაგ­თი­სა­ტის" სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში, რა სტა­ტი­ე­ბიც არ უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­მო". მა­შინ ჩვენ ეს გან­ცხა­დე­ბა იმ უც­ნა­ურ ფო­ბი­ას შე­ვა­და­რეთ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ იხვი უთ­ვალ­თვა­ლებს. როცა ერთი შემ­თხვე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე მე­ორ­დე­ბა, ეს უკვე კლი­ნი­კაა. ამი­ტო­მაც, დრო­ე­ბით შე­ვი­თავ­სებთ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სო­ბას და შე­ვეც­დე­ბით, ჩავ­წვდეთ "მაგ­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ფა­რულ თუ აშ­კა­რა ში­შებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

 "შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

ერთ ჩემს ახლობელს პანიკურად ეშინოდა შავი კატების. ერთხელაც, მანქანით მიდიოდა სამსახურში და წინ კატამ გადაურბინა. სხვა გზით გადაწყვიტა სამსახურში წასვლა, გაღიზიანებულმა მანქანა მკვეთრად დაძრა უკუსვლით და... უკან მომდგარი სხვა მანქანაც სერიოზულად დაამტვრია, თავისიც და სერიოზულ ხარჯებშიც გაეხვა. ეს ამბავი მის საახლობლოში ანეკდოტად დადის და ნებისმიერი თავყრილობა ისე არ ჩაივლის, ერთი სამჯერ მაინც არ შეახსენონ ხოლმე. თუმცა თვითონ ქირქილს ყურადღებას არ აქცევს - დარწმუნებულია, ორი მანქანა იმიტომ დაამტვრია, რომ წინ შავმა კატამ გადაურბინა.

ალბათ, დაახლოებით, ასეთ დღეშია "მაგთიკომის" ხელმძღვანელობა. თუ კომპანიაზე რომელიმე მედიასაშუალებაში კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, "მაგთის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია - ამის უკან დგას "პალიტრამედია" და არ აღელვებთ, რომ მათი ასეთი პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად და სასაცილოდ გამოიყურება.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ, გაზეთმა "ბანკები და ფინანსები" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "მაგთი 90-იან წლებში გვაბრუნებს". სტატიის მიხედვით, 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სტატია წყაროზე დაყრდნობით, გადაბეჭდა როგორც "პალიტრამედიის" რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ, ისე სხვა მედიასაშუალებებმა (მაგალითად, "გურიანიუსმა", ეს თემა გაიხსნა ფორუმზეც, დიდი გამოხმაურება იყო "ფეისბუკზეც"), რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ "პალიტრასთან".

წაიკითხეთ "ბანკები და ფინანსებში" დაბეჭდილი სტატია: "მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს

"მაგთი" წერილს გამოეხმაურა განცხადებით, რომლის პირველი აბზაცი უკვე მრავლისმეტყველია, ზემოხსენებული "შავი კატის სინდრომის" არ იყოს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა "პალიტრა მედიამ".

თუმცა "მაგთის" გულშემატკივრებისთვის უფრო შემაშფოთებელი განცხადების ბოლო აბზაცი უნდა იყოს, რომელშიც განცხადების შემდგენლები ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ... დედამიწიდან ხელოვნურ თანამგზავრამდე მანძილი და "პალიტრა მედიის" სარეკლამო ტარიფები. თვალსაჩინოებისთვის განცხადების ამ ეპიზოდს გთავაზობთ სრულად: "მას მერე, რაც "მაგთიკომმა" უარი განუცხადა "პალიტრა ტვ"-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, "პალიტრამ" "მაგთიკომის" დისკრედიტაცია მთავარ მიზნად დაისახა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი "მაგთიკომის" თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი "მაგთიკომმა" სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს "პალიტრა მედია" თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის".

"რაც "შეღავათით" გვალაპარაკა, ორმაგად იღებს უკან!" - "მაგთის" გაზრდილი ტარიფები და აღშფოთებული აბონენტების კომენტარები

ასეთი უცნაური აკვიატება "მაგთის" მხრიდან პირველი არ არის. წინა წელს, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლის შინაარსი იყო: "მაგთი" არ ჩასვამს "პალიტრა ტვ"-ს "მაგთისატის" სამაუწყებლო ბადეში, რა სტატიებიც არ უნდა გამოაქვეყნოს "პალიტრა მედიამო". მაშინ ჩვენ ეს განცხადება იმ უცნაურ ფობიას შევადარეთ, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ იხვი უთვალთვალებს. როცა ერთი შემთხვევა რამდენჯერმე მეორდება, ეს უკვე კლინიკაა. ამიტომაც, დროებით შევითავსებთ ფსიქოანალიტიკოსობას და შევეცდებით, ჩავწვდეთ "მაგთის" ხელმძღვანელობის ფარულ თუ აშკარა შიშებს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია