პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დეტალი რაც უნდა იცოდეთ, მეორადი ავტომობილის შეძენისას რომ არ მოტყუვდეთ
ყველა დეტალი რაც უნდა იცოდეთ, მეორადი ავტომობილის შეძენისას რომ არ მოტყუვდეთ

მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ბევ­რად რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­სია, ვიდ­რე ახ­ლის, მაგ­რამ თუ ყვე­ლა პუნ­ქტს ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლებთ, მი­ი­ღებთ გა­მარ­თულ მე­გო­ბარს მი­სა­ღებ ფა­სად.

- არ­ჩე­ვი­სას, პირ­ველ რიგ­ში და­აკ­ვირ­დით გამ­ყიდ­ველს, მო­უს­მი­ნეთ მის მო­ნა­თხრობს ავ­ტო­მან­ქა­ნის მოხ­მა­რე­ბის და მოვ­ლის შე­სა­ხებ, და­ი­მახ­სოვ­რეთ ყვე­ლა­ფე­რი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა მოხ­დე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის ავ­ტო­სერ­ვის­ში შე­მოწ­მე­ბა, შე­ა­და­რეთ მფლო­ბე­ლის მო­ნა­ყო­ლი რე­ა­ლო­ბას. თუ შე­ა­ტყეთ, რომ თქვენს მო­ტყუ­ე­ბას შე­ე­ცად­ნენ - უმ­ჯო­ბე­სია თავი შე­ი­კა­ვოთ მსგავ­სი სა­ეჭ­ვო შე­ნა­ძე­ნის­გან.

- და­ინ­ტე­რეს­დით, მწყობ­რშია თუ არა ავ­ტო­მან­ქა­ნის და მფლო­ბე­ლის სა­ბუ­თე­ბი, ხომ არ ირი­ცხე­ბა ყა­და­ღა, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, ჯა­რი­მა (ლომ­ბარ­დი, ავტო სეს­ხი და ა.შ.). მო­ის­მი­ნეთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გამ­ყიდ­ვე­ლის­გან და გა­და­ა­მოწ­მეთ.

- ამე­რი­კი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნის ის­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა იო­ლად შე­გიძ­ლი­ათ სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­ტებ­ზე. მცი­რე სა­ფა­სუ­რის სა­ნაც­ვლოდ შე­ი­ტყობთ, თუ რა გა­დახ­და თქვენს მო­მა­ვალ ავ­ტოს წინა ცხოვ­რე­ბა­ში. "ჩა­მოყ­რი­ლი" მან­ძი­ლის მთვლე­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე საგ­ზაო შემ­თხვე­ვა საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია მსგავ­სი მან­ქა­ნის ყიდ­ვა­ზე უა­რის სათ­ქმე­ლად.

იხი­ლეთ ვი­დეო: 7 რამ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნის გამ­ყიდ­ვე­ლებს არ უნ­დათ, რომ თქვენ იცო­დეთ

- ევ­რო­პუ­ლი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ჟან­გი და მა­ღა­ლი გარ­ბე­ნია. შე­და­რე­ბით მოვ­ლი­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ხოლო ნაკ­ლე­ბად იტა­ლი­ა­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

- ნუ შე­ი­ძენთ ავ­ტო­მან­ქა­ნას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად, ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე თუ კერ­ძო პი­რის­გან - როცა გვერ­დით უამ­რა­ვი "მრჩე­ვე­ლი" გყავთ, ხოლო ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი ხოტ­ბას ას­ხამს მისი სა­ქონ­ლის გა­მორ­ჩე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას და თვი­სე­ბებს - სერ­ვის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუნ­დაც მცი­რე დე­ფექ­ტე­ბი სულ ცოტა ნერ­ვებს და­გი­ზო­გავთ, ამას­თან ერ­თად შე­გეძ­ლე­ბათ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვროთ ბი­უ­ჯე­ტი მან­ქა­ნის მწყობ­რში მო­საყ­ვა­ნად.

- ია­პო­ნი­ი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რო­გორც წესი უფრო კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან და გარ­ბე­ნიც ნაკ­ლე­ბი აქვთ, ვიდ­რე ევ­რო­პა-ამე­რი­კუ­ლებს. თუმ­ცა ილუ­ზი­ებს ნუ აყ­ვე­ბით - მე­ო­რა­დი მან­ქა­ნა მე­ო­რა­დია ია­პო­ნი­ა­შიც - იქაც იყ­რე­ბა ზამ­თარ­ში გზებ­ზე მა­რი­ლი, ხდე­ბა საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი და არ­სე­ბო­ბენ და­უ­დე­ვა­რი მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არც თუ ისე დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ ( გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ყიდ­ვის წინ ) მოძ­ვე­ლე­ბულ მან­ქა­ნებს.

- ია­პო­ნუ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას მო­ი­თხო­ვეთ ე.წ. შე­ფა­სე­ბის ფურ­ცე­ლი და იქ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რით გა­და­მოწ­მეთ მისი ნამ­დვი­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით , სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში აუქ­ცი­ო­ნებ­ზე გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კის ნახ­ვა. გა­და­ა­მოწ­მეთ ფურ­ცელ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე ( ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხდე­ბა ფურ­ცელ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­კე­თე­ბა, რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის ქუ­ლის შეც­ვლა და ა.შ.).

- შე­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­მან­ქა­ნა დღის შუქ­ზე

- თხო­ვეთ გამ­ყიდ­ველს, რომ თქვენს მის­ვლამ­დე არ და­ქო­ქოს მან­ქა­ნა ( ცივი ძრა­ვი მეტს გე­ტყვით მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ).

- გამ­ყიდ­ველ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას და­ა­ზუს­ტეთ:

  • გა­მოშ­ვე­ბის წელი
  • გარ­ბე­ნი
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დრო ( რო­დი­დან არის სა­ქარ­თვე­ლო­ში )
  • მი­ღე­ბუ­ლი აქვს თუ არა რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა
  • გა­მოც­ვლი­ლი აქვს თუ არა ძა­რის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი
  • არის თუ არა შე­ნა­ღე­ბი
  • სა­ლო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • სა­ბუ­რა­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • ძრა­ვის მიერ ზე­თის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა
  • გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • აკუ­მუ­ლა­ტო­რის მდგო­მა­რე­ო­ბა
  • ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სი
  • შეც­ვლი­ლი სა­ხარ­ჯი სი­თხე­ე­ბი და სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბი
  • წინა მფლო­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა
  • მის­თვის ცნო­ბი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი დე­ფექ­ტი
  • გათ­ბო­ბა - კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლო­ბა
მე­ო­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყოს ორ კა­ტე­გო­რი­ად

1. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ექ­სპლუ­ა­ტი­რე­ბუ­ლი, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე გარ­ბე­ნის მქო­ნე

2. სა­ქარ­თვე­ლო­ში 4-6 თვე­ზე მეტ ხანს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ნამ­ყო­ფი.

რა თქმა უნდა მე-2 კა­ტე­გო­რი­ა­ში გვხვდე­ბი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც გულ­დას­მით უვ­ლი­ან თა­ვი­ანთ ავ­ტო­მან­ქა­ნებს და გა­ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზრუ­ნა­ვენ მო­მა­ვალ პატ­რონ­ზე, არ ტო­ვე­ბენ რა არც ერთ აუ­ცი­ლე­ბელ სერ­ვისს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ ეს ძალ­ზედ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია. მე-2 კა­ტე­გო­რი­ა­ში ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა შე­მოწ­მდეს - უხა­რის­ხო საწ­ვა­ვი, დიდი სერ­ვის-ინ­ტერ­ვა­ლე­ბი, და ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი (რაც ხელს უშ­ლის მფლო­ბელს დრო­უ­ლად მო­უ­ა­როს მან­ქა­ნას და ჩა­უ­ტა­როს ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სი ) დაღს ას­ვამს ავ­ტო­მო­ბილს და უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის ნაკ­რე­ბი თით­ქმის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ.

- მო­ე­რი­დეთ შიდა და გარე "ტუ­ნინ­გით" და­ხუნძლულ ეგ­ზემპლა­რებს - მათ მფლო­ბელ­თა ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, ასე­ვე ხში­რად ისი­ნი უარს არ ამ­ბო­ბენ მარ­თვის აგ­რე­სი­ულ სტილ­ზე, რაც ისე­დაც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბის უფრო მეტ ცვე­თას იწ­ვევს.

- გახ­სოვ­დეთ , რომ "იაფი ყვე­ლი მხო­ლოდ ხა­ფან­გშია" ! სა­ბაზ­რო ფას­თან შე­და­რე­ბით იაფი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­დან ცოტა ხან­ში, მსგავ­სი ავ­ტო­მან­ქა­ნის ახა­ლი პატ­რო­ნის ხარ­ჯე­ბი, გა­დახ­დილ სა­ფა­სურ­თან ჯამ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ჩა­უქ­რო­ლებს და გა­და­ას­წრებს ხსე­ნე­ბულ "სა­ბაზ­რო ფასს". რა თქმა უნდა არის გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, მაგ­რამ იაფი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას არ და­კარ­გოთ რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და ყო­ველ­მხრივ შე­ა­მოწ­მეთ იგი. ხში­რია გარ­ბე­ნის მა­ნი­პუ­ლა­ცია, მაგ­რამ მხო­ლოდ შეც­ვლი­ლი ციფ­რე­ბით გა­მო­უც­დე­ლი მყიდ­ვე­ლი თუ მო­ტყუვ­დე­ბა. გარ­ბე­ნის გარ­და უნდა და­აკ­ვირ­დეთ:

1. საჭე - ცვე­თა­ზე.

2. სა­ტერ­ფუ­ლე­ბი ("პედ­ლე­ბი") ცვე­თა­ზე.

3. მძღო­ლის სკა­მი - ცვე­თა­ზე, მოშ­ვე­ბუ­ლი, ჩა­ვარ­დნი­ლი.

4. გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რი - ცვე­თა­ზე.

5. სა­ქა­რე მინა - მცი­რე კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წინწკლე­ბი.

6. ავ­ტო­მან­ქა­ნის წინა ნა­წი­ლი - "ცხვი­რი" და გარე სარ­კე­ე­ბის წინა მხა­რე - მცი­რე კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წინწკლე­ბი.

7. სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა წინ და უკან - ცვე­თა­ზე. თუ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი­დან სამი ან ოთხი და­დას­ტურ­და, ე.ი. გარ­ბე­ნი "ჩა­მოყ­რი­ლია".

- აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხო­ვეთ ავ­ტო­მან­ქა­ნით საც­დე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა. აწი­ეთ ფან­ჯრე­ბი ბო­ლომ­დე, გა­მორ­თეთ რა­დიო, მო­ი­თხო­ვეთ თა­ნამ­გზავ­რე­ბის­გან სი­ჩუ­მე და და­აკ­ვირ­დით სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი­დან თუ ძრა­ვა-ტრან­სმი­სი­ი­დან მო­მა­ვალ ყვე­ლა უჩ­ვე­უ­ლო, უად­გი­ლო ხმა­ურს ( ხში­რად დე­ფექ­ტის აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ გზით და შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­წე­ზე და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მეშ­ვე­ო­ბით ). სერ­ვი­სი ბევრ პუნ­ქტს მო­ი­ცავს, მაგ­რამ მზრუნ­ვე­ლი პატ­რო­ნის ცნო­ბა იო­ლად შე­იძ­ლე­ბა :

1. რა­დი­ა­ტორ­ში ას­ხია სუფ­თა " ან­ტიფ­რი­ზი" და არა წყა­ლი

2. ძრავ­ში და კო­ლოფ­ში ზეთი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქარ­ხნულ მო­თხოვ­ნებს და შეც­ვლის პე­რი­ო­დი არ არის დარ­ღვე­უ­ლი

3. ნა­თუ­რე­ბი მწყობ­რშია

4. გათ­ბო­ბა-კონ­დი­ცი­რე­ბა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს ( ფრა­ზა - "ფრე­ო­ნის და­მა­ტე­ბა უნდა" ნუ მო­გა­ტყუ­ებთ, პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის რა­დი­ა­ტორ­ში ან კლი­მატ­კომ­პრე­სორ­შია - მათი შე­კე­თე­ბა კი ბევ­რად ძვი­რი ჯდე­ბა, ვიდ­რე "ფრე­ო­ნის" და­მა­ტე­ბა )

5. გა­მოც­ვლი­ლია კბი­ლა­ნა ღვე­დი

6. კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ად­გილ­ზეა

7. არ ან­თებს "Check engine" ნა­თუ­რა

8. სა­ბუ­რა­ვე­ბი ერ­თნა­ი­რია და ერ­თგვა­რად არის გაც­ვე­თი­ლი ( და­ცუ­ლია სე­ზო­ნუ­რო­ბა )

9. არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მა­ყუ­ჩი

10. სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი­დან არ ის­მის "ორ­კესტრის" ხმა

11. სა­ლო­ნი არ არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი - უბ­რა­ლოდ და­ემ­შვი­დო­ბეთ, თუ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ - ავ­ტო­მან­ქა­ნა მას არ ეკუთ­ვნის და ვე­რა­ფერს იტყვის მის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა:

გა­რე­დან

1. ჟან­გის არ­სე­ბო­ბა

2. ღრი­ჭო­ე­ბი ძა­რის თუ­ნუ­ქის დე­ტა­ლებს შო­რის - არა­თა­ნა­ბა­რი ზო­მე­ბი შე­საძ­ლოა საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ბრა­ლი იყოს.

3. მა­შუ­ქე­ბი - თუ ერთ-ერთი ( ან ორი­ვე ) ახა­ლია, შე­საძ­ლოა ავ­ტო­მან­ქა­ნას ახა­ლი მა­შუ­ქის მხა­რეს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ორი­ვე ახა­ლი მა­შუ­ქის შემ­თხვე­ვა­ში კი შე­საძ­ლოა და­ზი­ა­ნე­ბა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი იყო.

4. და­აკ­ვირ­დით ძა­რის თუ­ნუ­ქის დე­ტა­ლებს - სა­ღე­ბა­ვი უნდა იყოს ერთი ფე­რის, ლაქი არ უნდა იყოს აქერცლი­ლი, არ უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ღე­ბა­ვის ჩა­მო­ნაღ­ვენ­თი.

5. თუ ერთ-ერთი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი ახა­ლია მე­ო­რე­ზე ( ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­ნას­წო­რე­ბია ), და­ინ­ტე­რეს­დით, ხომ არ გა­და­უ­ტა­ნია ავ­ტოს საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

6. ძა­რის მოძ­რა­ვი დე­ტა­ლე­ბი ( კარი, სა­ბარ­გუ­ლი, ძრა­ვის ხუფი ) თა­ნაბ­რად და ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე უნდა იღე­ბო­დეს და იკე­ტე­ბო­დეს.

7. გა­ა­ჩე­რეთ ავ­ტო­მან­ქა­ნა სწორ ზე­და­პირ­ზე. შე­ხე­დეთ ოთხი­ვე მხრი­დან. თუ გე­ო­მეტ­რია დარ­ღვე­უ­ლია, შე­საძ­ლოა ავ­ტო­მან­ქა­ნამ საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გა­და­ი­ტა­ნა.

8. და­აკ­ვირ­დით მან­ქა­ნის "ცხვი­რის" შე­ერ­თე­ბის ად­გილს - თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ახა­ლი შე­დუ­ღე­ბის კვა­ლი, შე­საძ­ლოა მას უბ­რა­ლოდ ახა­ლი "ცხვი­რი" მი­ა­კე­რეს.

9. სა­ვალ ნა­წი­ლებ­ზე მის­ხუ­რე­ბუ­ლი ახა­ლი ან­ტი­კო­რო­ზი­უ­ლი ფენა შე­საძ­ლოა მძი­მე ჟან­გის კე­რებს ფა­რავ­დეს.

10.და­აკ­ვირ­დით სა­ბუ­რა­ვებს - არა­თა­ნა­ბა­რი ცვე­თა წინ თუ უკან, სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გე­ო­მეტ­რი­ის დარ­ღვე­ვა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რაც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ თვლე­ბის შეყ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­დე­გაც ვერ გა­მოს­წორ­დეს - სა­სურ­ვე­ლია უფრო დე­ტა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

11. შე­ა­მოწ­მეთ სა­ბარ­გულ­ში სა­ფე­ნის ქვე­და სივ­რცე - ამ ად­გი­ლას ჟან­გის კერა და საგ­ზაო შემ­თხვე­ვის კვა­ლი ად­ვი­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნია.

შიდა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა:

1. დამსკდა­რი წინა პა­ნე­ლი ("ტორ­პე­დო") - ზი­ან­დე­ბა რო­გორც მზის სხი­ვე­ბის­გან, ასე­ვე ფრონ­ტა­ლუ­რი ავა­რი­ის შე­დე­გად.

2. გა­და­ატ­რი­ა­ლეთ გა­სა­ღე­ბი ე.წ. "მა­სის" პო­ზი­ცი­ა­ში( როცა აინ­თე­ბა ნა­თუ­რე­ბი, ხოლო ძრა­ვი არ მუ­შა­ობს ) და­აკ­ვირ­დით ნა­თუ­რებს - ხომ არ არის ჩამ­ქრა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­შის ( "აირ­ბა­გის" ), ძრა­ვის ელექტრო­ნი­კის შეც­დო­მის ( Check engine ), მო­ცუ­რე­ბის და თვლე­ბის ბლო­კი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის ( ABS, ESP ) და ა.შ. ნა­თუ­რე­ბი. ძრა­ვის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, რო­გორც წესი ისი­ნი ჩაქ­რე­ბა და ან­თე­ბუ­ლი უნდა დარ­ჩეს პრობ­ლე­მუ­რი კვან­ძის ნა­თუ­რა. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ხში­რად უბ­რა­ლოდ აუქ­მე­ბენ ( გა­მორ­თა­ვენ, მო­აძ­რო­ბენ ) ხოლ­მე კონ­კრე­ტულ ნა­თუ­რას, რათა მყიდ­ველ­მა ყიდ­ვი­სას ვერ შე­ი­ტყოს არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

არის ასე­ვე შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კვან­ძის ნა­თუ­რას უბ­რა­ლოდ გა­და­ა­ერ­თე­ბენ სხვა, გა­მარ­თუ­ლი კვან­ძის ნა­თუ­რა­ზე ( მაგ. Check engine - ს ნა­თუ­რას ABS-ის ნა­თუ­რა­ზე ). ამ შემ­თხვე­ვა­ში და­აკ­ვირ­დით, თუ ორი ნა­თუ­რა ერ­თად ჩაქ­რე­ბა ( უნდა არ­სე­ბობ­დეს მცი­რე სხვა­ო­ბა მათ ჩაქ­რო­ბა­ში ) - შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვას­თან გქონ­დეთ საქ­მე.

3. ჩამ­ქრალ მან­ქა­ნა­ზე ძლი­ე­რად ამოძ­რა­ვეთ საჭე მარ­ჯვნივ-მარ­ცხნივ - თა­ნამ­დე­ვი უცხო ხმა­უ­რი სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

4.შე­ა­მოწ­მეთ შიდა გა­ნა­თე­ბა.

5. ჩარ­თეთ და შე­ა­მოწ­მეთ გათ­ბო­ბა-კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა, თუ რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და­ბერ­ვის სა­ფე­ხუ­რე­ბი, ძლი­ე­რად უბე­რავს ჰა­ე­რი.

6.მძღო­ლის სა­ვარ­ძე­ლი არ უნდა იყოს მორ­ყე­უ­ლი ( მარ­თვი­სას მძღო­ლი სტა­ბი­ლუ­რად უნდა გრძნობ­დეს თავს ).

7. ზო­გი­ერთ მან­ქა­ნას, უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დე­ბის ჩამ­კე­ტებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვს საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­მა­ტე­ბი­თი დამ­ცა­ვი სის­ტე­მა - ამ სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით, დარ­ტყმის დროს ხდე­ბა ღვე­დის და­მა­ტე­ბით და­ჭიმ­ვა, რაც ზრდის მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნის შანსს. მაგ­რამ ეს სის­ტე­მა ერთჯე­რა­დია, ამი­ტომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით ჩამ­კე­ტებს - ხომ არ ჩანს ყვი­თე­ლი პლასტმა­სი ზედ გა­მო­სა­ხუ­ლი ძა­ხი­ლის ნიშ­ნით? ეს ნიშ­ნავს რომ სის­ტე­მა უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, ავ­ტო­მან­ქა­ნა კი საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­შია მო­ყო­ლი­ლი.

8.ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის შე­მოწ­მე­ბა: შე­ა­მოწ­მეთ ზე­თის დონე, ფერი და სუნი. ( მუქი ფერი და დამ­წვრის სუნი - ზეთი შე­საც­ვლე­ლია)

მო­იყ­ვა­ნეთ მოძ­რა­ო­ბა­ში ძრა­ვი, და­ად­გით მუხ­რუ­ჭის "პე­დალს" ფეხი, გა­და­ი­ტა­ნეთ კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რი D პო­ზი­ცი­ა­ში - ცივი კო­ლო­ფის შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იგ­რძნო­ბო­დეს ძლი­ე­რი დარ­ტყმა. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეთ R პო­ზი­ცი­ა­ში - შე­დე­გი იგი­ვე. დაძ­ვრის შემ­დეგ, როცა კო­ლო­ფის ზეთი გათ­ბე­ბა, შე­ა­მოწ­მეთ, თუ რამ­დე­ნად დრო­უ­ლად ირ­თვე­ბა სიჩ­ქა­რე­ე­ბი. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი გა­დარ­თვა ასე­ვე შე­საძ­ლო დე­ფექ­ტზე ან ზე­თის სიძ­ვე­ლე­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

9. ვა­რი­ა­ტო­რუ­ლი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის შე­მოწ­მე­ბა: შე­ა­მოწ­მეთ ზე­თის დონე ( მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე არის რო­გორც ცივი, ასე­ვე ცხე­ლი დო­ნის მო­ნიშ­ვნა), ფერი და სუნი. ( მუქი ფერი ან დამ­წვრის სუნი - სულ ცოტა ზეთი გექ­ნე­ბათ შე­საც­ვლე­ლია, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი - მთლი­ა­ნი კო­ლო­ფი ).

ცივი ძრა­ვის და კო­ლო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რის D პო­ზი­ცი­ა­ში მო­თავ­სე­ბი­სას არ უნდა იგ­რძნო­ბო­დეს ვიბ­რა­ცია, რო­მე­ლიც მთელ ძა­რას გა­და­ე­ცე­მა. ეს მიგ­ვა­ნიშ­ნებს ან კო­ლო­ფის დე­ფექ­ტზე, ან ზე­თის სიძ­ვე­ლე­ზე ( გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ვა­რი­ა­ტო­რუ­ლი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის ზე­თის შეც­ვლა საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ხოლო ხსე­ნე­ბუ­ლი დე­ფექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ზე­თის ორ­ჯერ გა­მოც­ვლა ).

აჩ­ქა­რე­ბას თან არ უნდა ახ­ლდეს მკვეთ­რი ბიძ­გე­ბი, გა­მარ­თუ­ლი ვა­რი­ა­ტო­რი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი - ნე­ბის­მი­ე­რი სიჩ­ქა­რი­სას თა­ნა­ბა­რი აჩ­ქა­რე­ბაა.

და­ქო­ქი­ლი ძრა­ვი და კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რი N პო­ზი­ცი­ა­ში - გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი არა­ნა­ირ ხმას არ უნდა გა­მოს­ცემ­დეს.

გა­ათ­ბეთ ძრა­ვი და კო­ლო­ფი, და­ა­ყე­ნეთ მან­ქა­ნა აღ­მარ­თზე - მცი­რე გა­ზიც საკ­მა­რი­სი უნდა იყოს ავ­ტოს და­საძ­რა­ვად.

- მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი

სა­ტერ­ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­მორ­თეთ გა­დაბ­მუ­ლო­ბა, გა­დარ­თეთ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რი სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ში - გა­დარ­თვა უნდა ხდე­ბო­დეს ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე.

ზო­გი­ერ­თი ია­პო­ნუ­რი მარ­კის ( Honda, Subaru ) მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის შემ­თხვე­ვა­ში უკუს­ვლის პო­ზი­ცი­ა­ში გა­დარ­თვა რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბას მო­ი­თხოვს, რაც არ მე­ტყვე­ლებს კო­ლო­ფის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე.

- გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას და­მა­ტე­ბით და­ინ­ტე­რეს­დით გა­ზის სის­ტე­მის სა­ი­მე­დო­ო­ბა­სა და ხა­რისხში. მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ( გა­მორ­თუ­ლი ) გა­ზის სის­ტე­მა შე­საძ­ლოა არც თუ ია­ფად მო­საგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მებს ფა­რავ­დეს.

ეს და სხვა სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი წა­ი­კი­თხეთ ბრო­შუ­რა­ში "ავ­ტომ­რჩე­ვე­ლი", ჟურ­ნალ "ავ­ტო­ბილდთან" ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყველა დეტალი რაც უნდა იცოდეთ, მეორადი ავტომობილის შეძენისას რომ არ მოტყუვდეთ

ყველა დეტალი რაც უნდა იცოდეთ, მეორადი ავტომობილის შეძენისას რომ არ მოტყუვდეთ

მეორადი ავტომობილის შეძენა ბევრად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ვიდრე ახლის, მაგრამ თუ ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებთ, მიიღებთ გამართულ მეგობარს მისაღებ ფასად.

- არჩევისას, პირველ რიგში დააკვირდით გამყიდველს, მოუსმინეთ მის მონათხრობს ავტომანქანის მოხმარების და მოვლის შესახებ, დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მოგვიანებით, როცა მოხდება ავტომანქანის ავტოსერვისში შემოწმება, შეადარეთ მფლობელის მონაყოლი რეალობას. თუ შეატყეთ, რომ თქვენს მოტყუებას შეეცადნენ - უმჯობესია თავი შეიკავოთ მსგავსი საეჭვო შენაძენისგან.

- დაინტერესდით, მწყობრშია თუ არა ავტომანქანის და მფლობელის საბუთები, ხომ არ ირიცხება ყადაღა, დავალიანება, ჯარიმა (ლომბარდი, ავტო სესხი და ა.შ.). მოისმინეთ ყველა ინფორმაცია გამყიდველისგან და გადაამოწმეთ.

- ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომანქანის ისტორიის შემოწმება იოლად შეგიძლიათ სპეციალურ საიტებზე. მცირე საფასურის სანაცვლოდ შეიტყობთ, თუ რა გადახდა თქვენს მომავალ ავტოს წინა ცხოვრებაში. "ჩამოყრილი" მანძილის მთვლელი და გადატანილი მძიმე საგზაო შემთხვევა საკმარისი მიზეზია მსგავსი მანქანის ყიდვაზე უარის სათქმელად.

იხილეთ ვიდეო: 7 რამ, რაც საქართველოში მანქანის გამყიდველებს არ უნდათ, რომ თქვენ იცოდეთ

- ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია. შედარებით მოვლილია გერმანიაში, ხოლო ნაკლებად იტალიაში და ჰოლანდიაში შეძენილი ავტომანქანები.

- ნუ შეიძენთ ავტომანქანას დაჩქარებულად, ავტობაზრობაზე თუ კერძო პირისგან - როცა გვერდით უამრავი "მრჩეველი" გყავთ, ხოლო ავტომანქანის მფლობელი ხოტბას ასხამს მისი საქონლის გამორჩეულ მდგომარეობას და თვისებებს - სერვისში აღმოჩენილი, თუნდაც მცირე დეფექტები სულ ცოტა ნერვებს დაგიზოგავთ, ამასთან ერთად შეგეძლებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი მანქანის მწყობრში მოსაყვანად.

- იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანები, როგორც წესი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან და გარბენიც ნაკლები აქვთ, ვიდრე ევროპა-ამერიკულებს. თუმცა ილუზიებს ნუ აყვებით - მეორადი მანქანა მეორადია იაპონიაშიც - იქაც იყრება ზამთარში გზებზე მარილი, ხდება საგზაო შემთხვევები და არსებობენ დაუდევარი მძღოლები, რომლებიც არც თუ ისე დიდ ყურადღებას უთმობენ ( განსაკუთრებით გაყიდვის წინ ) მოძველებულ მანქანებს.

- იაპონური ავტომანქანის შეძენისას მოითხოვეთ ე.წ. შეფასების ფურცელი და იქ მითითებული სარეგისტრაციო ნომრით გადამოწმეთ მისი ნამდვილობა შესაბამისი ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით , სადაც შესაძლებელია უკანასკნელ პერიოდში აუქციონებზე გაყიდული ავტომანქანების სტატისტიკის ნახვა. გადაამოწმეთ ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის სისწორე ( ხშირია შემთხვევები, როცა ხდება ფურცელში მოყვანილი ინფორმაციის გადაკეთება, რეალური შეფასების ქულის შეცვლა და ა.შ.).

- შეამოწმეთ ავტომანქანა დღის შუქზე

- თხოვეთ გამყიდველს, რომ თქვენს მისვლამდე არ დაქოქოს მანქანა ( ცივი ძრავი მეტს გეტყვით მის მდგომარეობაზე ).

- გამყიდველთან სატელეფონო საუბრისას დააზუსტეთ:

  • გამოშვების წელი
  • გარბენი
  • საქართველოში ექსპლუატაციის დრო ( როდიდან არის საქართველოში )
  • მიღებული აქვს თუ არა რაიმე სახის დაზიანება
  • გამოცვლილი აქვს თუ არა ძარის რომელიმე ნაწილი
  • არის თუ არა შენაღები
  • სალონის მდგომარეობა
  • საბურავების მდგომარეობა
  • ძრავის მიერ ზეთის გადამეტებული მოხმარება
  • გადაცემათა კოლოფის მდგომარეობა
  • აკუმულატორის მდგომარეობა
  • ბოლოს ჩატარებული სერვისი
  • შეცვლილი სახარჯი სითხეები და სამუხრუჭე ხუნდები
  • წინა მფლობელთა რაოდენობა
  • მისთვის ცნობილი ავტომანქანის მოუგვარებელი დეფექტი
  • გათბობა - კონდიცირების სისტემის გამართულობა
მეორადი ავტომანქანები შეიძლება გაიყოს ორ კატეგორიად

1. საქართველოში ჯერ არ ექსპლუატირებული, ან საქართველოში მცირე გარბენის მქონე

2. საქართველოში 4-6 თვეზე მეტ ხანს ექსპლუატაციაში ნამყოფი.

რა თქმა უნდა მე-2 კატეგორიაში გვხვდებიან კეთილსინდისიერი ავტომფლობელებიც, რომლებიც გულდასმით უვლიან თავიანთ ავტომანქანებს და გაყიდვის გადაწყვეტილების შემთხვევაში ზრუნავენ მომავალ პატრონზე, არ ტოვებენ რა არც ერთ აუცილებელ სერვისს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ძალზედ იშვიათი გამონაკლისია. მე-2 კატეგორიაში ხსენებული ავტომანქანები განსაკუთრებით დაკვირვებით უნდა შემოწმდეს - უხარისხო საწვავი, დიდი სერვის-ინტერვალები, და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი (რაც ხელს უშლის მფლობელს დროულად მოუაროს მანქანას და ჩაუტაროს ხარისხიანი სერვისი ) დაღს ასვამს ავტომობილს და უსიამოვნო სიურპრიზების ნაკრები თითქმის გარანტირებული გაქვთ.

- მოერიდეთ შიდა და გარე "ტუნინგით" დახუნძლულ ეგზემპლარებს - მათ მფლობელთა ძირითადი ყურადღება ვიზუალურ მხარეზეა გადატანილი, ასევე ხშირად ისინი უარს არ ამბობენ მართვის აგრესიულ სტილზე, რაც ისედაც მოძველებული აგრეგატების უფრო მეტ ცვეთას იწვევს.

- გახსოვდეთ , რომ "იაფი ყველი მხოლოდ ხაფანგშია" ! საბაზრო ფასთან შედარებით იაფი ავტომანქანის შეძენიდან ცოტა ხანში, მსგავსი ავტომანქანის ახალი პატრონის ხარჯები, გადახდილ საფასურთან ჯამში გარანტირებულად ჩაუქროლებს და გადაასწრებს ხსენებულ "საბაზრო ფასს". რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, მაგრამ იაფი ავტომანქანის შეძენისას არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება და ყოველმხრივ შეამოწმეთ იგი. ხშირია გარბენის მანიპულაცია, მაგრამ მხოლოდ შეცვლილი ციფრებით გამოუცდელი მყიდველი თუ მოტყუვდება. გარბენის გარდა უნდა დააკვირდეთ:

1. საჭე - ცვეთაზე.

2. სატერფულები ("პედლები") ცვეთაზე.

3. მძღოლის სკამი - ცვეთაზე, მოშვებული, ჩავარდნილი.

4. გადაცემათა კოლოფის სახელური - ცვეთაზე.

5. საქარე მინა - მცირე კენჭებით გამოწვეული წინწკლები.

6. ავტომანქანის წინა ნაწილი - "ცხვირი" და გარე სარკეების წინა მხარე - მცირე კენჭებით გამოწვეული წინწკლები.

7. სამუხრუჭე სისტემა წინ და უკან - ცვეთაზე. თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან სამი ან ოთხი დადასტურდა, ე.ი. გარბენი "ჩამოყრილია".

- აუცილებლად მოითხოვეთ ავტომანქანით საცდელი გასეირნება. აწიეთ ფანჯრები ბოლომდე, გამორთეთ რადიო, მოითხოვეთ თანამგზავრებისგან სიჩუმე და დააკვირდით სავალი ნაწილებიდან თუ ძრავა-ტრანსმისიიდან მომავალ ყველა უჩვეულო, უადგილო ხმაურს ( ხშირად დეფექტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ამ გზით და შეუძლებელია ამწეზე და კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეშვეობით ). სერვისი ბევრ პუნქტს მოიცავს, მაგრამ მზრუნველი პატრონის ცნობა იოლად შეიძლება :

1. რადიატორში ასხია სუფთა " ანტიფრიზი" და არა წყალი

2. ძრავში და კოლოფში ზეთი შეესაბამება ქარხნულ მოთხოვნებს და შეცვლის პერიოდი არ არის დარღვეული

3. ნათურები მწყობრშია

4. გათბობა-კონდიცირება გამართულად მუშაობს ( ფრაზა - "ფრეონის დამატება უნდა" ნუ მოგატყუებთ, პრობლემა შესაძლოა კონდიციონერის რადიატორში ან კლიმატკომპრესორშია - მათი შეკეთება კი ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე "ფრეონის" დამატება )

5. გამოცვლილია კბილანა ღვედი

6. კატალიზატორი ადგილზეა

7. არ ანთებს "Check engine" ნათურა

8. საბურავები ერთნაირია და ერთგვარად არის გაცვეთილი ( დაცულია სეზონურობა )

9. არ არის დაზიანებული მაყუჩი

10. სავალი ნაწილებიდან არ ისმის "ორკესტრის" ხმა

11. სალონი არ არის დაბინძურებული - უბრალოდ დაემშვიდობეთ, თუ გეუბნებიან, რომ - ავტომანქანა მას არ ეკუთვნის და ვერაფერს იტყვის მის მდგომარეობასა და ჩატარებული სერვისების შესახებ.

ვიზუალური დათვალიერება:

გარედან

1. ჟანგის არსებობა

2. ღრიჭოები ძარის თუნუქის დეტალებს შორის - არათანაბარი ზომები შესაძლოა საგზაო შემთხვევის ბრალი იყოს.

3. მაშუქები - თუ ერთ-ერთი ( ან ორივე ) ახალია, შესაძლოა ავტომანქანას ახალი მაშუქის მხარეს მექანიკური დაზიანება აქვს მიღებული. ორივე ახალი მაშუქის შემთხვევაში კი შესაძლოა დაზიანება მნიშნველოვანი იყო.

4. დააკვირდით ძარის თუნუქის დეტალებს - საღებავი უნდა იყოს ერთი ფერის, ლაქი არ უნდა იყოს აქერცლილი, არ უნდა არსებობდეს საღებავის ჩამონაღვენთი.

5. თუ ერთ-ერთი სანომრე ნიშანი ახალია მეორეზე ( ან დაზიანებული და განასწორებია ), დაინტერესდით, ხომ არ გადაუტანია ავტოს საგზაო შემთხვევა.

6. ძარის მოძრავი დეტალები ( კარი, საბარგული, ძრავის ხუფი ) თანაბრად და ძალისხმევის გარეშე უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს.

7. გააჩერეთ ავტომანქანა სწორ ზედაპირზე. შეხედეთ ოთხივე მხრიდან. თუ გეომეტრია დარღვეულია, შესაძლოა ავტომანქანამ საგზაო შემთხვევა გადაიტანა.

8. დააკვირდით მანქანის "ცხვირის" შეერთების ადგილს - თუ აღმოაჩინეთ ახალი შედუღების კვალი, შესაძლოა მას უბრალოდ ახალი "ცხვირი" მიაკერეს.

9. სავალ ნაწილებზე მისხურებული ახალი ანტიკოროზიული ფენა შესაძლოა მძიმე ჟანგის კერებს ფარავდეს.

10.დააკვირდით საბურავებს - არათანაბარი ცვეთა წინ თუ უკან, სავალი ნაწილის გეომეტრიის დარღვევაზე მიანიშნებს, რაც შესაძლოა მხოლოდ თვლების შეყრის დარეგულირების შემდეგაც ვერ გამოსწორდეს - სასურველია უფრო დეტალური დიაგნოსტიკა.

11. შეამოწმეთ საბარგულში საფენის ქვედა სივრცე - ამ ადგილას ჟანგის კერა და საგზაო შემთხვევის კვალი ადვილად აღმოსაჩენია.

შიდა დათვალიერება:

1. დამსკდარი წინა პანელი ("ტორპედო") - ზიანდება როგორც მზის სხივებისგან, ასევე ფრონტალური ავარიის შედეგად.

2. გადაატრიალეთ გასაღები ე.წ. "მასის" პოზიციაში( როცა აინთება ნათურები, ხოლო ძრავი არ მუშაობს ) დააკვირდით ნათურებს - ხომ არ არის ჩამქრალი უსაფრთხოების ბალიშის ( "აირბაგის" ), ძრავის ელექტრონიკის შეცდომის ( Check engine ), მოცურების და თვლების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემების ( ABS, ESP ) და ა.შ. ნათურები. ძრავის ამუშავების შემდეგ, როგორც წესი ისინი ჩაქრება და ანთებული უნდა დარჩეს პრობლემური კვანძის ნათურა. არაკეთილსინდისიერი გამყიდველები ხშირად უბრალოდ აუქმებენ ( გამორთავენ, მოაძრობენ ) ხოლმე კონკრეტულ ნათურას, რათა მყიდველმა ყიდვისას ვერ შეიტყოს არსებული დაზიანების შესახებ.

არის ასევე შემთხვევები, როცა დაზიანებული კვანძის ნათურას უბრალოდ გადააერთებენ სხვა, გამართული კვანძის ნათურაზე ( მაგ. Check engine - ს ნათურას ABS-ის ნათურაზე ). ამ შემთხვევაში დააკვირდით, თუ ორი ნათურა ერთად ჩაქრება ( უნდა არსებობდეს მცირე სხვაობა მათ ჩაქრობაში ) - შესაძლოა სწორედ ამ შემთხვევასთან გქონდეთ საქმე.

3. ჩამქრალ მანქანაზე ძლიერად ამოძრავეთ საჭე მარჯვნივ-მარცხნივ - თანამდევი უცხო ხმაური საჭის მექანიზმის გაუმართაობაზე მიუთითებს.

4.შეამოწმეთ შიდა განათება.

5. ჩართეთ და შეამოწმეთ გათბობა-კონდიცირების სისტემა, თუ რამდენად გამართულად მუშაობს დაბერვის საფეხურები, ძლიერად უბერავს ჰაერი.

6.მძღოლის სავარძელი არ უნდა იყოს მორყეული ( მართვისას მძღოლი სტაბილურად უნდა გრძნობდეს თავს ).

7. ზოგიერთ მანქანას, უსაფრთხოების ღვედების ჩამკეტებზე დამონტაჟებული აქვს საგზაო შემთხვევისას დამატებითი დამცავი სისტემა - ამ სისტემის მეშვეობით, დარტყმის დროს ხდება ღვედის დამატებით დაჭიმვა, რაც ზრდის მგზავრის გადარჩენის შანსს. მაგრამ ეს სისტემა ერთჯერადია, ამიტომ კარგად დააკვირდით ჩამკეტებს - ხომ არ ჩანს ყვითელი პლასტმასი ზედ გამოსახული ძახილის ნიშნით? ეს ნიშნავს რომ სისტემა უკვე გამოყენებულია, ავტომანქანა კი საგზაო შემთხვევაშია მოყოლილი.

8.ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემოწმება:  შეამოწმეთ ზეთის დონე, ფერი და სუნი. ( მუქი ფერი და დამწვრის სუნი - ზეთი შესაცვლელია)

მოიყვანეთ მოძრაობაში ძრავი, დაადგით მუხრუჭის "პედალს" ფეხი, გადაიტანეთ კოლოფის სახელური D პოზიციაში - ცივი კოლოფის შემთხვევაში არ უნდა იგრძნობოდეს ძლიერი დარტყმა. იგივე გაიმეორეთ R პოზიციაში - შედეგი იგივე. დაძვრის შემდეგ, როცა კოლოფის ზეთი გათბება, შეამოწმეთ, თუ რამდენად დროულად ირთვება სიჩქარეები. დაგვიანებული გადართვა ასევე შესაძლო დეფექტზე ან ზეთის სიძველეზე მიგვანიშნებს.

9. ვარიატორული გადაცემათა კოლოფის შემოწმება:  შეამოწმეთ ზეთის დონე ( მაჩვენებელზე არის როგორც ცივი, ასევე ცხელი დონის მონიშვნა), ფერი და სუნი. ( მუქი ფერი ან დამწვრის სუნი - სულ ცოტა ზეთი გექნებათ შესაცვლელია, უარეს შემთხვევაში კი - მთლიანი კოლოფი ).

ცივი ძრავის და კოლოფის შემთხვევაში, კოლოფის სახელურის D პოზიციაში მოთავსებისას არ უნდა იგრძნობოდეს ვიბრაცია, რომელიც მთელ ძარას გადაეცემა. ეს მიგვანიშნებს ან კოლოფის დეფექტზე, ან ზეთის სიძველეზე ( გაითვალისწინეთ, რომ ვარიატორული გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ხოლო ხსენებული დეფექტის შემთხვევაში, შედეგის მისაღწევად საჭირო გახდება ზეთის ორჯერ გამოცვლა ).

აჩქარებას თან არ უნდა ახლდეს მკვეთრი ბიძგები, გამართული ვარიატორი მთავარი ნიშანი - ნებისმიერი სიჩქარისას თანაბარი აჩქარებაა.

დაქოქილი ძრავი და კოლოფის სახელური N პოზიციაში - გადაცემათა კოლოფი არანაირ ხმას არ უნდა გამოსცემდეს.

გაათბეთ ძრავი და კოლოფი, დააყენეთ მანქანა აღმართზე - მცირე გაზიც საკმარისი უნდა იყოს ავტოს დასაძრავად.

- მექანიკური გადაცემათა კოლოფი

სატერფულის მეშვეობით გამორთეთ გადაბმულობა, გადართეთ გადაცემათა კოლოფის სახელური სხვადასხვა პოზიციაში - გადართვა უნდა ხდებოდეს ძალდატანების გარეშე.

ზოგიერთი იაპონური მარკის ( Honda, Subaru ) მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში უკუსვლის პოზიციაში გადართვა რამდენიმე მცდელობას მოითხოვს, რაც არ მეტყველებს კოლოფის გაუმართაობაზე.

- გაზზე მომუშავე ავტომანქანის შეძენისას დამატებით დაინტერესდით გაზის სისტემის საიმედოობასა და ხარისხში. მწყობრიდან გამოსული ( გამორთული ) გაზის სისტემა შესაძლოა არც თუ იაფად მოსაგვარებელ პრობლემებს ფარავდეს.

ეს და სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში "ავტომრჩეველი", ჟურნალ "ავტობილდთან" ერთად

პაშა ბანკის ტრადიციული საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა - 2020 წელი

ტრაგედია მტირალას პარკთან - მანქანის ხევიდან გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე