თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე "პარტიზანული მებაღეობის" აქციიდან რამდენიმე წარმომადგენელი ტრანსპარანტებით, შეძახილებით და სტვენით შევიდა სხდომაზე, რასაც ხმაური და არეულობა მოჰყვა. ამის გამო ნარმანიამ გამოსვლა შეწყვიტა.
სხდომათა დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. ვითარების დასტაბილურებას პოლიციელები ცდილობენ.