Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა
ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა

გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ბოლო დროს სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ. ახა­ლი თა­ო­ბა ცდი­ლობს, ოჯახ­ში ქალ­მა და მა­მა­კაც­მა თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლონ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ბევ­რი ამას ახერ­ხებს და სხვებს მა­გა­ლით­საც აძ­ლევს. ქარ­თველ­მა მო­დელ­მა ნა­თია ჩი­ქო­ვან­მა კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ახა­ლი პრე­ცენ­დენ­ტი შექ­მნა - მან საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, ლუკა ჭო­ჭუ­ას ხელი სთხო­ვა!

ამის შე­სა­ხებ ნა­თი­ამ თა­ვად­ვე და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "მე და ლუკა 2 წე­ლია, რაც ერ­თად ვცხოვ­რობთ. ერ­თად ცხოვ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო­საც­დე­ლად და იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მელ­საც და­ქორ­წი­ნე­ბა ჰქვია. ჩვენ ეს ეტა­პი გა­დავ­ლა­ხეთ და მივ­ხვდით, რომ მუ­დამ ერ­თად ყოფ­ნა გვინ­და. ვე­რას­დროს ვხვდე­ბო­დი, გო­გო­ე­ბი, რომ­ლებ­საც და­ქორ­წი­ნე­ბა უნ­დათ, რა­ტომ ელო­დე­ბი­ან ბი­ჭებს, რო­დის გა­და­წყვე­ტენ ისი­ნი "ხე­ლის თხოვ­ნას", რომ მათ უბ­რა­ლოდ თქვან დიახ... და­მი­ჯე­რეთ მე­ო­რე მხა­რეს ყოფ­ნა ბევ­რად უფრო ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც მე დღეს ლუ­კას და­ქორ­წი­ნე­ბა ვთხო­ვე... P.S მან თქვა - დიახ!"

ნა­თია ჩი­ქო­ვანს სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლია და ხში­რად ხვდე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებ­ზე: "ბავ­შვო­ბი­დან ვმუ­შა­ობ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში, ამ­ჯე­რად თაკო ჩხე­ი­ძის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლი ვარ. ვსწავ­ლობ ჯი­პა­ში, მა­გის­ტრა­ტუ­რას ვამ­თავ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ხრით. ვმუ­შა­ობ "აი სი არ ჯგუფ­ში", სა­დაც აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ნე­ჯე­რი.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ნა­ბი­ჯი გა­დად­გით და თქვენს რჩე­ულ მა­მა­კაცს ხელი სთხო­ვეთ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ეს?

- მე და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ფე­მი­ნის­ტე­ბი ვართ. ვცდი­ლობთ გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის თემა წა­მოვ­წი­ოთ არამ­ხო­ლოდ ჩვენს ოჯახ­ში, არა­მედ ჩვენს გარ­შე­მოც. მე და ლუკა 4 წე­ლია ერ­თად ვართ, ორი წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ. სა­ქათ­ვე­ლო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცალ­კე ცხოვ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. გვინ­დო­და დაგ­ვე­ნა­ხე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ერ­თად, გა­მოს­ცა­დონ ერ­თმა­ნე­თი და ამის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ. ლუ­კას ხელი მე რომ ვთხო­ვე, ამ ჟეს­ტი­თაც მინ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ე­ნა­ხა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან.

- თუმ­ცა ბევ­რი გოგო ამას ვერ ბე­დავს...

- ვერ ვხვდე­ბი, რას ნიშ­ნავს ვერ ვბე­დავ. უა­რის თქმის ში­შის გამო თუ ვერ ბე­და­ვენ, ბიჭი ისე­თი­ვე ცო­დოა უა­რის­თვის, რო­გორც გოგო. სხვა დაბ­რკო­ლე­ბას ვერ ვხე­დავ. გა­და­სა­რე­ვი შეგ­რძნე­ბაა მე­ო­რე მხა­რეს ყოფ­ნა, როცა რა­ღა­ცას გეგ­მავ და სა­ბო­ლოო პა­სუხს ელო­დე­ბი. ორი­ვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით და ყვე­ლას ვურ­ჩევ ეს გა­მოს­ცა­დოს. მე და ლუ­კას და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ქორ­წი­ლი, აქამ­დე ბე­ჭე­დის დამ­ზა­დე­ბას ვე­ლო­დი, ბე­ჭე­დი დამ­ზად­და და ვთხო­ვე ხელი.

- სი­ურპრი­ზი იყო ეს მის­თვის?

- კი, ნამ­დვი­ლად სურპრი­ზი იყო. მის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა არ გა­მომ­დის. იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ბოლო წუ­თამ­დე ვერ მიხ­ვდა ვე­რა­ფერს და ესეც მი­ხა­რია, კარ­გი სი­ურპრი­ზი რომ გა­მო­მი­ვი­და.

- სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, შო­რი­დან ვი­ცო­დით ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ, სა­ბო­ლო­ოდ წყნეთ­ში, ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის აგა­რაკ­ზე მო­წყო­ბილ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი ლუკა.

- ვინ არის პრო­ფე­სი­ით?

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლებთ. მუ­შა­ობ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში, შშმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბებს იცავ­და. ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარს რაგ­ბი და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან" მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა, სა­დაც სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი და კო­მენ­ტა­ტო­რია რაგ­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი ჰობი იქცა პრო­ფე­სი­ად და ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმას რომ აკე­თებს რაც უყ­ვარს.

- რო­დის აპი­რებთ ქორ­წი­ლის გა­დახ­დას?

- 13 აგ­ვის­ტოს გვაქვს და­გეგ­მი­ლი ქორ­წი­ლი. ეს იქ­ნე­ბა ღია ცის ქვეშ, წყალ­თან ახ­ლოს. დრეს-კოდი ქნე­ბა თეთ­რი სა­მო­სი. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი სტან­დარ­ტუ­ლად იქ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა

გენდერულ თანასწორობაზე ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ. ახალი თაობა ცდილობს, ოჯახში ქალმა და მამაკაცმა თანაბრად გაინაწილონ უფლება-მოვალეობები. ბევრი ამას ახერხებს და სხვებს მაგალითსაც აძლევს. ქართველმა მოდელმა ნათია ჩიქოვანმა კი, შეიძლება ითქვას, გენდერული თანასწორობის ახალი პრეცენდენტი შექმნა - მან საყვარელ მამაკაცს, ლუკა ჭოჭუას ხელი სთხოვა!

ამის შესახებ ნათიამ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში: "მე და ლუკა 2 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დაქორწინება ჰქვია. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა. ვერასდროს ვხვდებოდი, გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ, რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი "ხელის თხოვნას", რომ მათ უბრალოდ თქვან დიახ... დამიჯერეთ მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე... P.S მან თქვა - დიახ!"

ნათია ჩიქოვანს სამოდელო სფეროში კარგად იცნობენ, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია და ხშირად ხვდება ქართული და უცხოური მოდური ჟურნალების ფურცლებზე: "ბავშვობიდან ვმუშაობ სამოდელო სფეროში, ამჯერად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს მოდელი ვარ. ვსწავლობ ჯიპაში, მაგისტრატურას ვამთავრებ საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ვმუშაობ "აი სი არ ჯგუფში", სადაც აქსესუარების მიმართულებით ვარ მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერი.

- რამდენიმე დღის წინ, ქალისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგით და თქვენს რჩეულ მამაკაცს ხელი სთხოვეთ. რატომ გადაწყვიტეთ ეს?

- მე და ჩემი შეყვარებული ფემინისტები ვართ. ვცდილობთ გენდერული თანასწორობის თემა წამოვწიოთ არამხოლოდ ჩვენს ოჯახში, არამედ ჩვენს გარშემოც. მე და ლუკა 4 წელია ერთად ვართ, ორი წელია ერთად ვცხოვრობთ. საქათველოდან გამომდინარე, ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ ყველა დაგვიდგა გვერდით. გვინდოდა დაგვენახებინა საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია ადამიანები იყვნენ ერთად, გამოსცადონ ერთმანეთი და ამის შემდეგ დაქორწინდნენ. ლუკას ხელი მე რომ ვთხოვე, ამ ჟესტითაც მინდოდა საზოგადოებას დაენახა, რომ ადამიანები თანასწორუფლებიანები არიან.

- თუმცა ბევრი გოგო ამას ვერ ბედავს...

- ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ვერ ვბედავ. უარის თქმის შიშის გამო თუ ვერ ბედავენ, ბიჭი ისეთივე ცოდოა უარისთვის, როგორც გოგო. სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ. გადასარევი შეგრძნებაა მეორე მხარეს ყოფნა, როცა რაღაცას გეგმავ და საბოლოო პასუხს ელოდები. ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით და ყველას ვურჩევ ეს გამოსცადოს. მე და ლუკას დაგეგმილი გვქონდა ქორწილი, აქამდე ბეჭედის დამზადებას ველოდი, ბეჭედი დამზადდა და ვთხოვე ხელი.

- სიურპრიზი იყო ეს მისთვის?

- კი, ნამდვილად სურპრიზი იყო. მისთვის სიურპრიზების გაკეთება არ გამომდის. იმიტომ რომ ყველაფერს ხვდება, ამ შემთხვევაში კი ბოლო წუთამდე ვერ მიხვდა ვერაფერს და ესეც მიხარია, კარგი სიურპრიზი რომ გამომივიდა.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

- ბავშვობიდან ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, შორიდან ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, საბოლოოდ წყნეთში, ჩვენი საერთო მეგობრის აგარაკზე მოწყობილ წვეულებაზე გავიცანი ლუკა.

- ვინ არის პროფესიით?

- პროფესიით იურისტია, კონკურენციის სამართლის მიმართულებთ. მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში, შშმ პირების უფლებებს იცავდა. ბავშვობიდან უყვარს რაგბი და "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მიიღო შეთავაზება, სადაც სპორტული რედაქციის ჟურნალისტი და კომენტატორია რაგბის მიმართულებით. მისი ჰობი იქცა პროფესიად და ბედნიერი ვარ, იმას რომ აკეთებს რაც უყვარს.

- როდის აპირებთ ქორწილის გადახდას?

- 13 აგვისტოს გვაქვს დაგეგმილი ქორწილი. ეს იქნება ღია ცის ქვეშ, წყალთან ახლოს. დრეს-კოდი ქნება თეთრი სამოსი. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულად იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE