"საპატრიარქოს კედლებს რომ თხუპნიან, ლგბტ-ები კი არა, ეგენი არიან პიდარასტები", - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა "ვარდების მოედანზე" ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობდა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების დაკავებაზე.
"ლგბტ-ს ვის ეძახით, საპატრიარქოსთან რომ თხუპნიან კედლებს? - ლგბტ იცი ვინ არის შვილო? ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და იყენებენ როგორც უნდათ. ამას არავინ არ უშლის, მაგრამ ლგბტ-ები კი არ არიან, ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს კედლებს, ეგენი არიან პიდარასტები", - განუცხადა დეპუტატმა მედიის წარმომადგენლებს.
თამაზ მეჭიაურმა ჰომოფობიური რეპლიკით მიმართა თავად ერთ-ერთ ჟურნალისტს და სამართალდამცველებს მისი "მოშორებისკენ" მოუწოდა. "ერთი ეს მომაშორეთ, მგონი პიდარასტია. გაიყვანეთ, მომაშორეთ," - მიმართა მეჭიაურმა სამართალდამცავებს და კონკრეტულ ჟურნალისტზე მიუთითა.
პროტესტი სოდომიზმის პროპაგანდას და დაკანონებს საქართველოში და მსოფლოში ხალხო ვერ ხდებით ტქვენს ცნობიერებას როგორ მართვენ და მარიონტებივით როგორ გათამშებენ ეს ტელევიზიები
არა სოდომიზმის პროპაგანდას