წუხელ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს თურქეთში მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. ტელეწამყვანმა ოპერაციის წინ სოციალურ ქსელში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების საპასუხოდ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას თუ ადამიანს, ვინც ამ მძიმე წუთებში მას მატერიალურად დაეხმარა. პოსტს უამრავი ცნობილი ადამიანის კომენტარი აქვს, მათ შორის საქართველოს პირველი ლედის:
"შორენა!!!! საყვარელო!!! არავისთან არ გაქვს თავი სამართლებელი... შენ კარგი დედა და კარგი გოგო ხარ! მე ასეთს გიცნობ. შენს საოცად ლამაზ გოგოს კი ხალისიან, ნათელ მომავალს ვუსურვებ შენთან ერთად", - წერს მაკა ჩიჩუა შორენა ბეგაშვილის პოსტის კომენტარებში.
იხილეთ ასევე: გამამხნევებელი FB-კომენტარები შორენას - რას პასუხობენ ცნობილი ქართველები აგრესიულად განწყობილ კომენტატორებს