პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო...ყველგან ვალი გვაქვს" - გიორგი ყიფშიძე
„ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო...ყველგან ვალი გვაქვს" - გიორგი ყიფშიძე

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში აღარ ჩანს. ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­საპ­რე­მი­ე­რო ორომ­ტრი­ა­ლია. სპექ­ტაკლ "მეფე ლი­რის" მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გი­ორ­გის თე­ატ­რში ვეს­ტუმ­რეთ და მისი ცხოვ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ თუ წა­რუ­მა­ტე­ბელ პე­რი­ო­დებ­ზე, პრობ­ლე­მებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე, ოჯახ­ზე, შვი­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხევ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩან­დი ეკ­რან­ზე. ახლა რა შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ აღარ ჩან­ხარ?

- ახლა მთლი­ა­ნად "მეფე ლირ­ზე" ვარ გა­დარ­თუ­ლი. ბევრ რა­მე­ზე უარი ვთქვი, იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვი­დო­და. თუ "X ფაქ­ტორს" გუ­ლის­ხმობ, უფ­რო­სო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ აქაც და "ნი­ჭი­ერ­შიც" ერთი და იგი­ვე სა­ხეს სი­ახ­ლე ჯობ­და, რა­მაც ფი­ნან­სუ­რად მაგ­რად და­მარ­ტყა, მაგ­რამ იმე­დია, "ნი­ჭი­ერ­ში" ისევ მე და ვა­ნი­ჩკა ვიქ­ნე­ბით.

იხი­ლეთ ვი­დეო| ყიფ­ში­ძე­ე­ბი გა­უ­საძ­ლის ფი­ნან­სურ გა­სა­ჭირ­ში არი­ან - ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის თქმით, მისი ოჯა­ხი სტრეს­შია

- ბი­ნას რა ბედი ეწია, რო­მე­ლიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა" გად­მოგ­ცა?

- შარ­შან გო­ნი­ო­ში წა­მო­ვი­წყე ბიზ­ნე­სი, კაფე გა­ვა­კე­თე და ის ბინა ჩავ­დე. კარ­გი კა­ფეა, მაგ­რამ გო­ნი­ო­ში ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი იყო და ვა­ლებ­ში გა­დავ­ვარ­დით. ახლა ბი­ნის გა­ყიდ­ვა მი­წევს. რა­ღაც თან­ხა კი დამ­რჩე­ბა, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი ვა­ლებ­ში წავა.

- თქვი, ფი­ნან­სუ­რად და­მარ­ტყა ტე­ლე­ვი­ზი­ის მიღ­მა ყოფ­ნა­მო. ლე­ნუ­კაც სა­უბ­რობ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ...

- რაც თქვა, ეგაა. ამ სი­ტყვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ "პიზ­დე­ცია". ზურა ამ­ბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინ­და, მა­თხო­ვა­რი ვიყო, მაგ­რამ ვარო. იცი, რა მან­ქა­ნა ჰყავს ზუ­რას? დი­ნო­ზავ­რის ასა­კი­საა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ნო­ზავ­რი ჰყავს. არა­ვინ იცის, რო­დის მოკ­ვდე­ბა, ნე­ო­ლი­თის ხა­ნი­საა. ყველ­გან ვალი გვაქვს... კი არ ვწუ­წუ­ნებ, მაგ­რამ ასეა. ზო­გა­დად, როცა სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში ვარ ჩარ­თუ­ლი, მა­შინ პრობ­ლე­მა არ გვაქვს. თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია, მთე­ლი ოჯა­ხი შე­ვი­ნა­ხო. ტე­ლე­ვი­ზი­ას აქვს იმ­დე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რომ მე მი­ნი­მა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ მქონ­დეს და არც მქო­ნია, როცა რა­ი­მე პრო­ექ­ტში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ, ეს მაქ­სი­მუმ ოთხი თვე გრძელ­დე­ბა.

- ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­იც­ვა­ლა რამე?

- ზუ­რამ ამ სპექ­ტაკ­ლის გამო 20 000 დო­ლარ­ზე თქვა უარი. იმი­ტომ რომ, რუ­სეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო და იქ გა­და­ე­ღოთ ფილმში. დრო­ში ემ­თხვე­ო­და იმ ფილ­მი­სა და ამ სპექ­ტაკ­ლის გა­მოს­ვლა. გა­მო­დის, რომ და­თან­ხმე­ბო­და, აქ და­წყე­ბულ საქ­მე­ზე უარი უნდა ეთ­ქვა და ორი თვით წა­სუ­ლი­ყო რუ­სეთ­ში. აზ­რზე ხარ, რაზე თქვა უარი? 20 000 დო­ლა­რი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ფუ­ლია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მით უმე­ტეს, აქ რა­საც გიხ­დი­ან, იმ ფონ­ზე, უარი რომ თქვა, კი­ნა­ღამ მოვ­კა­ლი, მაგ­რამ რა? მერე სხვებ­მაც თქვეს რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს. თან, ბიზ­ნეს­შიც არ მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა. ხომ ხე­დავ, რა­ღა­ცას ხელი მოვ­კი­დე და მო­გე­ბის ნაც­ვლად, ზა­რალ­ში გა­დავ­ვარ­დი. ოჯახ­ში ფუ­ლის შე­მომ­ტა­ნი ძი­რი­თა­დად მე და ზურა ვართ. "ქერჩში" რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, იქაც კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ისიც დრო­ე­ბი­თი იყო. ამ დრო­ე­ბი­თი ფუ­ლით კი­დევ, აღარ იცი, რო­მე­ლი ერთი გა­ა­კე­თო და რა თან­ხაც არ უნდა აიღო, სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვერ აძ­ლევ (იცი­ნის). ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი რომ იყოს, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი - ეს კი­დევ კარ­გია. აბა, რვა კა­ცის ორი ათა­სი ლა­რით შე­ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ასე­ვე იხი­ლეთ: ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხი ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია: "ზოგს შერ­ცხვე­ბო­და და არ იტყო­და..."

ზურა ყიფ­ში­ძე: "პე­სი­მის­ტი ვარ, ასე­თი რა­მე­ე­ბი მჭირს, ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა კი აიღო და და­აბ­რეხ­ვა..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო...ყველგან ვალი გვაქვს" - გიორგი ყიფშიძე

„ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო...ყველგან ვალი გვაქვს" - გიორგი ყიფშიძე

მიმდინარე სეზონზე გიორგი ყიფშიძე სატელევიზიო პროექტებში აღარ ჩანს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუმანიშვილის თეატრში არსებული წინასაპრემიერო ორომტრიალია. სპექტაკლ "მეფე ლირის" მუშაობის პროცესში გიორგის თეატრში ვესტუმრეთ და მისი ცხოვრების წარმატებულ თუ წარუმატებელ პერიოდებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე, ოჯახზე, შვილებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხევზე ვესაუბრეთ.

- ცოტა ხნის წინ ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე. ახლა რა შეიცვალა, რატომ აღარ ჩანხარ?

- ახლა მთლიანად "მეფე ლირზე" ვარ გადართული. ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. თუ "X ფაქტორს" გულისხმობ, უფროსობამ გადაწყვიტა, რომ აქაც და "ნიჭიერშიც" ერთი და იგივე სახეს სიახლე ჯობდა, რამაც ფინანსურად მაგრად დამარტყა, მაგრამ იმედია, "ნიჭიერში" ისევ მე და ვანიჩკა ვიქნებით.

იხილეთ ვიდეო| ყიფშიძეები გაუსაძლის ფინანსურ გასაჭირში არიან - ლენუკა ყიფშიძის თქმით, მისი ოჯახი სტრესშია

- ბინას რა ბედი ეწია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გადმოგცა?

- შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.

- თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ...

- რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ "პიზდეცია". ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო. იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს... კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. ტელევიზიას აქვს იმდენი ანაზღაურება, რომ მე მინიმალური პრობლემები არ მქონდეს და არც მქონია, როცა რაიმე პროექტში ვყოფილვარ, მაგრამ, ეს მაქსიმუმ ოთხი თვე გრძელდება.

- ოჯახის სხვა წევრებთან მიმართულებითაც შეიცვალა რამე?

- ზურამ ამ სპექტაკლის გამო 20 000 დოლარზე თქვა უარი. იმიტომ რომ, რუსეთში უნდა წასულიყო და იქ გადაეღოთ ფილმში. დროში ემთხვეოდა იმ ფილმისა და ამ სპექტაკლის გამოსვლა. გამოდის, რომ დათანხმებოდა, აქ დაწყებულ საქმეზე უარი უნდა ეთქვა და ორი თვით წასულიყო რუსეთში. აზრზე ხარ, რაზე თქვა უარი? 20 000 დოლარი, ძალიან მაგარი ფულია ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს, აქ რასაც გიხდიან, იმ ფონზე, უარი რომ თქვა, კინაღამ მოვკალი, მაგრამ რა? მერე სხვებმაც თქვეს რაღაც შემოთავაზებებზე უარი. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. თან, ბიზნესშიც არ მაქვს გამოცდილება. ხომ ხედავ, რაღაცას ხელი მოვკიდე და მოგების ნაცვლად, ზარალში გადავვარდი. ოჯახში ფულის შემომტანი ძირითადად მე და ზურა ვართ. "ქერჩში" რომ ვმონაწილეობდით, იქაც კარგი ანაზღაურება გვქონდა, მაგრამ ისიც დროებითი იყო. ამ დროებითი ფულით კიდევ, აღარ იცი, რომელი ერთი გააკეთო და რა თანხაც არ უნდა აიღო, სწორ მიმართულებას ვერ აძლევ (იცინის). ნაკლები შემოსავალი რომ იყოს, მაგრამ სტაბილური - ეს კიდევ კარგია. აბა, რვა კაცის ორი ათასი ლარით შენახვა ძალიან რთულია.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ასევე იხილეთ: ზურა ყიფშიძის ოჯახი ფინანსურ კრიზისშია: "ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა..."

ზურა ყიფშიძე: "პესიმისტი ვარ, ასეთი რამეები მჭირს, ჩემმა ქალიშვილმა კი აიღო და დააბრეხვა..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია