სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ცენტრალური მოედანი, რომელიც ოდესღაც გარეუბანი იყო - უცნობი ფაქტები "თავისუფლების მოედნის" შესახებ
თბილისის ცენტრალური მოედანი, რომელიც ოდესღაც გარეუბანი იყო - უცნობი ფაქტები "თავისუფლების მოედნის" შესახებ

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ე­და­ნია თბი­ლის­ში, რო­მელ­საც ორი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია აქვს. მას არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი სა­ხე­ლი ჰქონ­და.

თა­ვი­დან ქა­ლა­ქის გა­ლავ­ნის გა­რეთ მოქ­ცე­უ­ლი უკაც­რი­ე­ლი ად­გი­ლი გახ­ლდათ. ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩი­სა და მო­ედ­ნის კვე­თა­ზე ქა­ლა­ქის ერთ-ერთი კა­რიბ­ჭე - "კო­ჯრის კარი" იყო, სა­ი­და­ნაც ორი გზა იწყე­ბო­და: ერთი - რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის­კენ, მე­ო­რე - ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩით კო­ჯრის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. მინ­დორს სო­ლო­ლა­კის ხევი (მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ავა­ნან­თხე­ვი") კვეთ­და. ხევს მტკვრის­კენ, სო­ლო­ლა­კის ქე­დის ფერ­დო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ნი­აღ­ვა­რი ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. ეს მდი­ნა­რე კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის, მი­ხე­ილ ვო­რონ­ცო­ვის ბრძა­ნე­ბით, 1840-იან წლებ­ში აგუ­რის კო­ლექ­ტო­რით გა­და­ხუ­რეს, ად­გი­ლი მო­ას­წო­რეს და მას­ზე, ვო­რონ­ცო­ვის­ვე მი­თი­თე­ბით, მთელს კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი ოპე­რა აა­შე­ნეს...

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 1801 წლამ­დე ეს ად­გი­ლი გა­რე­უ­ბა­ნი იყო, რო­მელ­საც გა­რე­თუ­ბანს ეძახ­დნენ. ხალ­ხი კი შე­შის მო­ედ­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რად­გა­ნაც ტფი­ლი­სის მახ­ლო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან ურ­მე­ბით მო­ზი­დულ შე­შას იქ ჰყიდ­დნენ. შემ­დეგ რუ­სულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ედ­ნის კუ­თხე­ში, კავ­კა­სი­ის არ­მი­ის შტა­ბი აა­შე­ნა და ეს ად­გი­ლი შტა­ბის მო­ედ­ნად მო­ნათ­ლეს (შე­ში­სა და შტა­ბის მო­ე­და­ნი - ორი­ვე სა­ხელ­წო­დე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი იყო, მხო­ლოდ ხალ­ხი ეძახ­და).

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა პირ­ვე­ლად 1828 წელს მი­უ­ნი­ჭე­ბი­ათ. 1829 წელს რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომში, რუ­სე­თის ჯა­რის მიერ ერევ­ნის ციხე-ქა­ლაქთან გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სარ­დალ პას­კე­ვიჩს ერევ­ნის გრა­ფის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა, ხოლო თბი­ლი­სის მთა­ვარ მო­ე­დანს მის პა­ტივ­სა­ცე­მად "პას­კე­ვიჩ-ერე­ვანსკი", შე­მოკ­ლე­ბით "ერე­ვანსკი" და­არ­ქვეს.

1851 წელს მო­ე­დან­ზე თე­ატ­რი­სა და ქარ­ვას­ლის შე­ნო­ბა დას­რულ­და, ამის გამო, ერთი პე­რი­ო­დი, მო­ე­დანს "თე­ატ­რა­ლურს" უწო­დებ­დნენ. 1917 წელს კი ნი­კო­ლოზ II-ის ჩა­მოგ­დე­ბის შემ­დეგ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ თბი­ლი­სის მთა­ვარ მო­ე­დანს "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" რქმე­ო­და. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის მერე კი "ზა­კ­ფე­დე­რა­ცია" და­ერ­ქვა. 1940 წელს მო­ე­დანს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას სა­ხე­ლი უწო­დეს. ბე­რი­ას დახ­ვრე­ტის შემ­დეგ (1953 წელი) კი ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს. 1990 წლი­დან, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით, მო­ე­დან­მა ძვე­ლი სა­ხე­ლი - "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" და­იბ­რუ­ნა.

იქა­უ­რო­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შიი და­ი­წყო. მო­ედ­ნის მა­შინ­დე­ლი შე­ნო­ბე­ბი დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი... სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, 1922 წელს მო­ე­დან­ზე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ კა­მოს ძეგლი დად­გეს, მაგ­რამ მალე აი­ღეს. 1930-იან წლებ­ში მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ტარ­და, რა­საც ქარ­ვას­ლის შე­ნო­ბა შე­ე­წი­რა. აღე­ბუ­ლი ქარ­ვას­ლის ად­გი­ლას უნდა აგე­ბუ­ლი­ყო მარ­მა­რი­ლოს ტრი­ბუ­ნა ლე­ნი­ნის ქან­და­კე­ბით. მარ­მა­რი­ლოს ტრი­ბუ­ნა აა­გეს, მაგ­რამ ძეგლი არ და­უდ­გამთ.

1950-იანი წლებ­ში ტრი­ბუ­ნაც მო­შა­ლეს და ლე­ნი­ნის ძეგლი სა­ზე­ი­მოდ გახ­სნეს, რო­მე­ლიც 1991 წელს ხალ­ხის თან­დას­წრბით მო­ან­გრი­ეს. მისი ად­გი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შად­რე­ვან­მა და­ი­კა­ვა.

  • 2006 წლის 23 ნო­ემ­ბერს, მო­დან­ზე სვეტ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის 40-მეტ­რი­ა­ნი ქან­და­კე­ბა აღი­მარ­თა (მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი). ამ ძეგლის აღ­მარ­თვა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ეს არის 27-ტო­ნი­ა­ნი 9 მეტ­რი სი­მაღ­ლის ქან­და­კე­ბა, რო­მელ­ზეც 2 კი­ლოგ­რა­მი ოქრო და­ი­ხარ­ჯა. "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა" თბი­ლი­სის­თვის ავ­ტო­რის სა­ჩუ­ქა­რი იყო. რო­დე­საც სა­ძირ­კველს თხრიდ­ნენ, მშე­ნებ­ლე­ბი ძვე­ლი თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში აღ­მოჩ­დნენ...

მო­ედ­ნის მთა­ვა­რი ნა­გე­ბო­ბა ქა­ლა­ქის თვით­მარ­თვე­ლო­ბის შე­ნო­ბაა (აგე­ბუ­ლი 1830-ია­ნებ­ში, გა­და­კე­თე­ბუ­ლი 1878-1882 და 1910-1912 წწ). ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ახალ­გაზ­რდა შე­ნო­ბა მო­ე­დან­ზე სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მე­რი­ო­ტია".მო­ე­და­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მოწ­მეა, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დრო­ინ­დე­ლი აქ­ცი­აა;

2005 წელს 10 მა­ისს მო­ე­დან­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100.000 მო­ქა­ლა­ქეს, სი­ტყვით მი­მარ­თეს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა - ჯორჯ ბუშ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მო­ედ­ნი­დან სა­თა­ვეს იღებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, პუშ­კი­ნის, ლე­ო­ნი­ძის, გა­ლა­კტი­ო­ნის, და­დი­ა­ნის და ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩე­ბი.

ალექს
0

ასი ათასი ადამიანი ჭიჭყინასავითაც რომ ჩაალაგო , ასი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი სჭირდება , ანუ 333მეტრიx333მეტრი, ჰჰოოო, ახლა აბა გავზომოთ , კი მეშინია, რომ შიგნით რამე არ ჩააშენონ ჩემს ნათქვამზე (აქამდე არ უსმენიათ და ახლა მომისმენენ, ვითომ ?) და, მაინც ვიტყვი, რომ რესპუბლიკის მოედანი, რუსთაველის პროსპექტი და თავისუფლების მოედანი ჯამში არასრული 5 ჰექტარია, 50 000 კვმეტრია ( შედარებისათვის დინამოს სტადიონიც დაახლოებით მაგდენი ფართისაა ), ეს სადაც ფეხზე დგომა ჯერ კიდევ შეიძლება და კორპუსი არა დგას, ჰოოდა, ჭიჭყინებივით თუნდაც ორმოცდაათი ათასის ერთდროულად დგომა ერთ ადგილას საეჭვოა, აი ნემსი რომ არ ვარდება იმ დროს სავარაუდოდ 20-25 ათასი დგას, რიგი შედის, რიგი გადის და ეგარი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თბილისის ცენტრალური მოედანი, რომელიც ოდესღაც გარეუბანი იყო - უცნობი ფაქტები "თავისუფლების მოედნის" შესახებ

თბილისის ცენტრალური მოედანი, რომელიც ოდესღაც გარეუბანი იყო - უცნობი ფაქტები "თავისუფლების მოედნის" შესახებ

"თავისუფლების მოედანი" ერთ-ერთი მთავარი მოედანია თბილისში, რომელსაც ორი საუკუნის ისტორია აქვს. მას არსებობის მანძილზე არაერთი სახელი ჰქონდა.

თავიდან ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეული უკაცრიელი ადგილი გახლდათ. ლესელიძის ქუჩისა და მოედნის კვეთაზე ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე - "კოჯრის კარი" იყო, საიდანაც ორი გზა იწყებოდა: ერთი - რუსთაველის გამზირისკენ, მეორე - ლეონიძის ქუჩით კოჯრისკენ მიემართებოდა. მინდორს სოლოლაკის ხევი (მოგვიანებით "ავანანთხევი") კვეთდა. ხევს მტკვრისკენ, სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩამოდიოდა ხოლმე. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს, ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისვე მითითებით, მთელს კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს...

როგორც აღვნიშნეთ, 1801 წლამდე ეს ადგილი გარეუბანი იყო, რომელსაც გარეთუბანს ეძახდნენ. ხალხი კი შეშის მოედნად მოიხსენიებდა, რადგანაც ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას იქ ჰყიდდნენ. შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში, კავკასიის არმიის შტაბი ააშენა და ეს ადგილი შტაბის მოედნად მონათლეს (შეშისა და შტაბის მოედანი - ორივე სახელწოდება არაოფიციალური იყო, მხოლოდ ხალხი ეძახდა).

ოფიციალური სახელწოდება პირველად 1828 წელს მიუნიჭებიათ. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე-ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად, სარდალ პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად "პასკევიჩ-ერევანსკი", შემოკლებით "ერევანსკი" დაარქვეს.

1851 წელს მოედანზე თეატრისა და ქარვასლის შენობა დასრულდა, ამის გამო, ერთი პერიოდი, მოედანს "თეატრალურს" უწოდებდნენ. 1917 წელს კი ნიკოლოზ II-ის ჩამოგდების შემდეგ რევოლუციური პარტიების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისის მთავარ მოედანს "თავისუფლების მოედანი" რქმეოდა. საქართველოს გასაბჭოების მერე კი "ზაკფედერაცია" დაერქვა. 1940 წელს მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. ბერიას დახვრეტის შემდეგ (1953 წელი) კი ვლადიმერ ლენინის სახელი მიანიჭეს. 1990 წლიდან, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანმა ძველი სახელი - "თავისუფლების მოედანი" დაიბრუნა.

იქაურობის განაშენიანება XIX საუკუნის პირველ ნახევარშიი დაიწყო. მოედნის მაშინდელი შენობები დღესაც არის შემორჩენილი... საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს მოედანზე რევოლუციონერ კამოს ძეგლი დადგეს, მაგრამ მალე აიღეს. 1930-იან წლებში მოედნის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რასაც ქარვასლის შენობა შეეწირა. აღებული ქარვასლის ადგილას უნდა აგებულიყო მარმარილოს ტრიბუნა ლენინის ქანდაკებით. მარმარილოს ტრიბუნა ააგეს, მაგრამ ძეგლი არ დაუდგამთ.

1950-იანი წლებში ტრიბუნაც მოშალეს და ლენინის ძეგლი საზეიმოდ გახსნეს, რომელიც 1991 წელს ხალხის თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა.

  • 2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე სვეტზე ამხედრებული წმინდა გიორგის 40-მეტრიანი ქანდაკება აღიმართა (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). ამ ძეგლის აღმართვა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო. ეს არის 27-ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც 2 კილოგრამი ოქრო დაიხარჯა. "თავისუფლების ქანდაკება" თბილისისთვის ავტორის საჩუქარი იყო. როდესაც საძირკველს თხრიდნენ, მშენებლები ძველი თეატრის დარბაზში აღმოჩდნენ...

მოედნის მთავარი ნაგებობა ქალაქის თვითმართველობის შენობაა (აგებული 1830-იანებში, გადაკეთებული 1878-1882 და 1910-1912 წწ). ყველაზე მაღალი და ახალგაზრდა შენობა მოედანზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტია".მოედანი წლების მანძილზე არაერთი საპროტესტო აქციის მოწმეა, ყველაზე მრავალრიცხოვანი 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროინდელი აქციაა;

2005 წელს 10 მაისს მოედანზე დაახლოებით 100.000 მოქალაქეს, სიტყვით მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯორჯ ბუშმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მოედნიდან სათავეს იღებს რუსთაველის გამზირი, პუშკინის, ლეონიძის, გალაკტიონის, დადიანის და ლესელიძის ქუჩები.