პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიამოვნო სიახლე კითხვის მოყვარულებს - თბილისში სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი
სასიამოვნო სიახლე კითხვის მოყვარულებს - თბილისში სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი

თბი­ლის­ში, 300 ად­გილ­ზე წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­კუ­თარ სმარ­ტფონ­ში ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მოტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში დღეს ახა­ლი პრო­ექ­ტი "ქა­ლა­ქი - ბიბ­ლი­ო­თე­კის" პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი, პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი და სხვა პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, პრო­ექ­ტის იდეა რატი ამაღ­ლო­ბელს და ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის სახლ "სა­ბას" ეკუთ­ვნის, ხოლო თა­ვად პრო­ექ­ტი ქა­ლა­ქის მე­რი­ი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­მუ­შავ­და. პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რია ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო".

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, სა­კუ­თარ სმარ­ტფონ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის ჩა­მოტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ მიზ­ნით ქუ­ჩებ­ში მი­ნიშ­ნე­ბე­ბი გან­თავ­სდე­ბა, თუ სად შე­იძ­ლე­ბა ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მოტვირ­თვა სმარ­ტფო­ნებ­ში.

რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, მე­რია დღე­ი­დან აცხა­დებს კონ­კურსს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის მა­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, კონ­კურ­სი პირ­ველ ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გა­დაც 300-მდე წერ­ტილ­ში ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი გან­თავ­სდე­ბა.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე რატი ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, სმარ­ტფონ­ში ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის კი­თხვა მსურ­ვე­ლებს უკვე შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ეძ­ლე­ბათ. "სა­ბას" ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი თბი­ლის­ში არ­სე­ბულ მწერ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩებ­ზე, სახლ-მუ­ზე­უ­მებ­თან, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან, პარ­კებ­ში, მეტ­რო­პი­ლი­ტენ­ში და პან­თე­ო­ნებ­თან და­მონ­ტაჟ­დე­ბა.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე აუ­დიო ვერ­სი­ე­ბი იქ­ნე­ბა უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თვი­საც, უცხო­ე­ლე­ბის­თვის კი ქარ­თველ მწე­რალ­თა და პო­ეტ­თა ნა­წარ­მო­ე­ბის თარ­გმნა მოხ­დე­ბა, რათა ისი­ნი ასე­ვე ჩა­იტ­ვირ­თოს სმარ­ტფო­ნებ­ში.

სასიამოვნო სიახლე კითხვის მოყვარულებს - თბილისში სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი

სასიამოვნო სიახლე კითხვის მოყვარულებს - თბილისში სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი

თბილისში, 300 ადგილზე წიგნის მოყვარულებს საკუთარ სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვის საშუალება ექნებათ.

თბილისის მერიაში დღეს ახალი პროექტი "ქალაქი - ბიბლიოთეკის" პრეზენტაცია შედგა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, პროექტის იდეა რატი ამაღლობელს და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ეკუთვნის, ხოლო თავად პროექტი ქალაქის მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამუშავდა. პროექტის პარტნიორია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

დავით ნარმანიას თქმით, დაინტერესებულ პირებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, საკუთარ სმარტფონში რამდენიმე ასეული ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვის საშუალება ექნებათ. მერის განცხადებით, ამ მიზნით ქუჩებში მინიშნებები განთავსდება, თუ სად შეიძლება ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა სმარტფონებში.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს თანამედროვე დიზაინის მანიშნებების გამოსავლენად. როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსი პირველ ივნისს დასრულდება, რის შემდეგადაც 300-მდე წერტილში ელექტრონული ბიბლიოთეკების მანიშნებლები განთავსდება.

როგორც პრეზენტაციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, სმარტფონში ელექტრონული წიგნის კითხვა მსურველებს უკვე შემოდგომაზე შეეძლებათ. "საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკის მინიშნებები თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპილიტენში და პანთეონებთან დამონტაჟდება.

რატი ამაღლობელის განცხადებით, ასევე აუდიო ვერსიები იქნება უსინათლოებისთვისაც, უცხოელებისთვის კი ქართველ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოების თარგმნა მოხდება, რათა ისინი ასევე ჩაიტვირთოს სმარტფონებში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს