პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში - კარსანის საიდუმლო თუ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი?
იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში - კარსანის საიდუმლო თუ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი?

ამ­ბო­ბენ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით, სო­ფე­ლი კარ­სა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან და­ცა­ლეს, რომ იქ ფი­ზი­კო­სებს სა­ი­დუმ­ლო ია­რაღ­ზე ემუ­შა­ვა­თო. ხალ­ხს სჯე­რო­და, რომ კარ­სან­ში მი­წის­ქვე­შა დარ­ბა­ზე­ბი იყო, სა­დაც სა­ი­დუმ­ლო ცდე­ბი ტარ­დე­ბო­და.

ცნო­ბი­ლია, რომ იქ გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის შე­ნო­ბა აიგო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტუბ­სა­ა­ვად­მყო­ფოდ გა­და­კეთ­და და 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე იარ­სე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ტუბ­დის­პან­სერ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს "მკურ­ნა­ლობ­დნენ" რო­მელ­თა თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა სურ­დათ მა­შინ­დე­ლი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს. 2002 წლის აღ­წე­რით, კარ­სან­ში მხო­ლოდ ცხრა კაცი ცხოვ­რობ­და.

მოგ­ზა­უ­რო­ბა კარ­სან­ში

მე­გობ­რებ­თან ერ­თად კარ­სან­ში გავე­მგზავ­რე, რო­მე­ლიც მცხე­თის რა­ი­ონს ეკუთ­ვნის და თრი­ა­ლე­თის ქე­დის აღ­მოს­ა­ვ­ლეთ კალ­თა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 700 მეტ­რის­ სი­მაღ­ლე­ზე­ მდე­ბა­რე­ობს. ვიწ­რო გზა მთას მი­უყ­ვე­ბა. აქა-იქ შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მა­ღალ ხე­ებ­ში ჩა­მა­ლუ­ლი გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის შე­ნო­ბა სა­ნა­ხევ­როდ დან­გრე­უ­ლია. ია­ტა­კი ზო­გან ჩაშ­ლი­ლია, ჭერი ჩა­მონ­გრე­უ­ლი. ზედა სარ­თუ­ლებ­ზე, სა­დაც ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტე­ბი იყო, ექი­მის ჩა­ნა­წე­რე­ბი, წამ­ლის ფლა­კო­ნე­ბი და შპ­რი­ცე­ბია მი­მო­ფან­ტუ­ლი. აქა-იქ ყრია ფეხ­საც­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი.

შე­ნო­ბის ახ­ლოს ორ­მოს წა­ვა­წყდით, სა­ი­და­ნაც ვიწ­რო გვი­რა­ბით პა­ტა­რა კვად­რა­ტულ ოთახ­ში მოვ­ხვდით. შე­სას­ვლე­ლი აგუ­რით იყო ამო­შე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც როგ­ორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­უნ­გრე­ვი­ათ. ოთახ­ში სა­ჰა­ე­რო მი­ლია. ცენ­ტრში კი ამ­წის მსგავ­სი უც­ნა­უ­რი და­ნად­გა­რის კარ­კა­სია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. იქა­უ­რო­ბის შემ­ხედ­ვა­რეს, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა,­ თით­ქოს შე­ნო­ბა რა­ღაც მი­ზე­ზით სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით და­ტო­ვეს.

ხე­ვის პი­რას კი­დევ ერთი ნა­გე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც ვიწ­რო და ბნე­ლი დე­რეფ­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე წრი­ულ დარ­ბაზს უკავ­შირ­დე­ბა. დარ­ბა­ზე­ბის ჭერი ზო­გან ცის­ფრად არის შე­ღე­ბი­ლი, ზო­გან კი წით­ლად. კედ­ლებ­ზე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბია - "ღამე გა­ვა­თი­ეთ და ში­შით ვკან­კა­ლებ­დით", "ვჭა­მეთ შემ­წვა­რი ძაღ­ლი"... რო­გორც ჩანს, წრი­ულ-დარ­ბა­ზე­ბი­ა­ნი შე­ნო­ბა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას ეკუთ­ვნო­და...

გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბას ხელი რომ არ შეშ­ლო­და, კარ­სა­ნის ტე­რი­ტო­რია და­ცუ­ლი იყო - 500 მეტრ რა­დი­უს­ში იკ­რძა­ლე­ბო­და ყო­ველ­გვა­რი მშე­ნებ­ლობა. ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ კარ­სან­ში 1935 წლამ­დე იმუ­შა­ვა, მას შემ­დეგ, რაც რკი­ნიგ­ზა გა­იყ­ვა­ნეს, მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას მიწა ბიძ­გებს­ იძ­ლე­ო­და და კვლე­ვებს­ ხელს უშ­ლი­და, ამი­ტომ ობ­სერ­ვა­ტო­რია დუ­შეთ­ში გა­და­ვი­და.

ამ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ ტუბ­დის­პან­სერს კი ორი გან­ყო­ფი­ლე­ბა ჰქო­ნია. ერ­თში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მე­ო­რე­ში - პა­ტი­მა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი. მათი პა­ლა­ტე­ბი რკი­ნის გი­სო­სებ­ში იყო ჩას­მუ­ლი. თვითმხილ­ველ­თა გად­მო­ცე­მით, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის არე­უ­ლო­ბის დროს, იქ რო­მე­ლი­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი შე­იჭრ­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, იცოდ­ნენ, რომ იქ იყო ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის და­ნად­გა­რე­ბი.

სა­ა­ვად­მყო­ფო გა­ძარ­ცვეს და და­არ­ბი­ეს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბი, პა­ტიმ­რე­ბის ჩათ­ვლით, გა­იქ­ცნენ. გა­ნად­გურ­და პრე­პა­რა­ტე­ბი, პა­ცი­ენ­ტთა ანა­ლი­ზის მა­სა­ლე­ბი... მომ­დევ­ნო წლებ­შიც იქა­უ­რო­ბა ჯარ­თის მო­სა­პო­ვებ­ლად იძარ­ცვე­ბო­და. სა­ხუ­რა­ვი, მი­ლე­ბი, ელექტრო, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რისი დაშ­ლა და წა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, წა­ი­ღეს...

სა­ი­დუმ­ლო თუ ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე სა­ი­დუმ­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. ვფიქ­რობ, სა­ი­დუმ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია და სა­ი­დუმ­ლო ია­რაღ­ზე მუ­შა­ო­ბა კარ­სან­ში ხალ­ხის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი უფ­როა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა­ დოქ­ტორ­მა, ბირ­თვუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა შუქ­რი აბ­რა­მი­ძემ (გახ­სნის დღი­დან 18 წელი ქი­მი­უ­რი რე­აქ­ტო­რის ამ და­ნად­გა­რის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი და შემ­დგომ­ში ობი­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ), მი­თხრა, რომ კარ­სან­ში იყო რა­დი­ო­ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, ჰქონ­დათ გამა-გა­მოს­ხი­ვე­ბის წყა­რო­ე­ბი, აკე­თებ­დნენ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას და გარ­კვე­ულ დას­ხი­ვე­ბას სხვა­დას­ხვა ნი­მუ­შე­ბი­სა, მა­გა­ლი­თად, სა­თეს­ლე მა­სა­ლის, სი­მინ­დის, თამ­ბა­ქო­სი და სხვა...

პირ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი კარ­სან­ში

კარ­სა­ნის სა­ვა­რა­უ­დო ეტი­მო­ლო­გი­აა - კა­რი­სა­ნი, ე.ი. არ­მა­ზცი­ხის სამ­ხრე­თი კა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ პირ­ვე­ლად ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოც­და­ექ­ვსი სა­უ­კუ­ნის წინ გა­მოჩ­ნდნენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­სან­ში და­სახ­ლდნენ. სი­ტყვა "კარ­სა­ნი" კი პირ­ვე­ლად "მოქ­ცე­ვა ქარ­თლი­სა­ში", ქრის­ტეს კვარ­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მობ­რძა­ნე­ბის მო­ნა­თხრობ­ში გა­მოჩ­ნდა. "ეს­მათ სი­ტყვა და წა­ვიდ­ნენ: ელი­ოზ მცხე­თე­ლი და ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლი. როცა ისი­ნი მი­ვიდ­ნენ, შე­ეს­წრნენ უფ­ლის ვნე­ბას დიდ პა­რას­კევ დღეს და მო­ი­ტა­ნეს მათ უფ­ლის კვარ­თი მცხე­თას". "ელი­ოზ მცხე­თე­ლი და მისი ამ­ხა­ნა­გი ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლი წა­ვიდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმს და იხი­ლეს ჯვარ­ცმუ­ლი ქრის­ტე" (აბი­ა­თარ მღვდე­ლი).

ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ კვარ­თის­ მცხე­თა­ში მომ­ტა­ნი ელი­ო­ზი და ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლია. ეს უკა­ნას­კნე­ლი თხრო­ბა­ში უც­ბად ჩნდე­ბა. არ ჩანს მისი ვი­ნა­ო­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბა და კვარ­თის ჩა­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე უც­ბად­ვე ქრე­ბა. მისი აზ­რით, ლონ­გი­ნო­ზის სა­ხე­ლი სა­გან­გე­ბო­დაა და­მა­ტე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი თხრო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად. ავ­ტორს სურს, მკი­თხვე­ლი და­არ­წმუ­ნოს, რომ ამ­ბა­ვი სან­დო კა­ცის და­წე­რი­ლია.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი

კარ­სნის­ხევ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, იგი გვი­ანბ­რინ­ჯაო-ად­რერ­კი­ნის ხა­ნი­დან ჩანს და­სახ­ლე­ბუ­ლი. გა­მოვ­ლე­ნი­ლია ამ პე­რი­ო­დის სა­მარ­ხე­ბი, გა­თხრი­ლია ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­სოფ­ლა­რი და სა­მა­რო­ვა­ნი. გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძეგ­ლე­ბის ანა­ლი­ზით ირ­კვე­ვა, რომ მე­თუ­ნე­თა ნა­მო­სახ­ლა­რი, სა­ხე­ლოს­ნო უბა­ნი, მარ­ნე­ბი და საწ­ნა­ხე­ლი ასა­ხავს დე­და­ქა­ლა­ქო­ბის დრო­ინ­დე­ლი მცხე­თის ერთ-ერთი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი უბ­ნის ცხოვ­რე­ბას. კერ­ძოდ, იგი წარ­მო­ად­გენს არ­მა­ზცი­ხის ეკო­ნო­მი­კურ სახ­სარს ახ. წ. პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. სა­მარ­ხებ­ში აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ან­თა ჩონ­ჩხე­ბიც, რო­მელ­თა­გან ზოგი გვერ­დუ­ლად, ზოგი პი­რაღ­მა იყო და­მარ­ხუ­ლი და პირი და­სავ­ლე­თის­კენ ეჭი­რა.

თეა ინა­სა­რი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში - კარსანის საიდუმლო თუ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი?

იდუმალებით მოცული სოფელი საქართველოში - კარსანის საიდუმლო თუ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი?

ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი კარსანი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა.

ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამ­შრომლებს. 2002 წლის აღწერით, კარსანში მხოლოდ ცხრა კაცი ცხოვრობდა.

მოგზაურობა კარსანში

მეგობრებთან ერთად კარსანში გავე­მგზავრე, რომელიც მცხეთის რაიონს ეკუთვნის და თრიალეთის ქედის აღმოს­ა­ვ­ლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრის­ სიმაღლეზე­ მდებარეობს. ვიწრო გზა მთას მიუყვება. აქა-იქ შენობების ნანგრევებია შემორჩენილი. მაღალ ხეებში ჩამალული გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა სანახევროდ დანგრეულია. იატაკი ზოგან ჩაშლილია, ჭერი ჩამონგრეული. ზედა სართულებზე, სადაც ობსერვატორიის შემდეგ საავადმყოფოს პალატები იყო, ექიმის ჩანაწერები, წამლის ფლაკონები და შპრიცებია მიმოფანტული. აქა-იქ ყრია ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები.

შენობის ახლოს ორმოს წავაწყდით, საიდანაც ვიწრო გვირაბით პატარა კვადრატულ ოთახში მოვხვდით. შესასვლელი აგურით იყო ამოშენებული, რომელიც როგ­ორც ჩანს, მოგვიანებით გამოუნგრევიათ. ოთახში საჰაერო მილია. ცენტრში კი ამწის მსგავსი უცნაური დანადგარის კარკასია შემორჩენილი. იქაურობის შემხედვარეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,­ თითქოს შენობა რაღაც მიზეზით საოცარი სისწრაფით დატოვეს.

ხევის პირას კიდევ ერთი ნაგებობაა, რომელიც ვიწრო და ბნელი დერეფნებით რამდენიმე წრიულ დარბაზს უკავშირდება. დარბაზების ჭერი ზოგან ცისფრად არის შეღებილი, ზოგან კი წითლად. კედლებზე უცნაური წარწერებია - "ღამე გავათიეთ და შიშით ვკანკალებდით", "ვჭამეთ შემწვარი ძაღლი"... როგორც ჩანს, წრიულ-დარბაზებიანი შენობა ობსერვატორიას ეკუთვნოდა...

გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობას ხელი რომ არ შეშლოდა, კარსანის ტერიტორია დაცული იყო - 500 მეტრ რადიუსში იკრძალებოდა ყოველგვარი მშენებ­ლობა. ობსერვატორიამ კარსანში 1935 წლამდე იმუშავა, მას შემდეგ, რაც რკინიგზა გაიყვანეს, მატარებლების მოძრაობისას მიწა ბიძგებს­ იძლეოდა და კვლევებს­ ხელს უშლიდა, ამიტომ ობსერვატორია დუშეთში გადავიდა.

ამ შენობაში განთავსებულ ტუბდისპანსერს კი ორი განყოფილება ჰქონია. ერთში ჩვეულებრივი პაციენტები იყვნენ, მეორეში - პატიმარი პაციენტები. მათი პალატები რკინის გისოსებში იყო ჩასმული. თვითმხილველთა გადმოცემით, გასული საუკუნის 80-იანი წლების არეულობის დროს, იქ რომელიღაც დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იქ იყო ძვირფასი ლითონის დანადგარები.

საავადმყოფო გაძარცვეს და დაარბიეს, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, პატიმრების ჩათვლით, გაიქცნენ. განადგურდა პრეპარატები, პაციენტთა ანალიზის მასალები... მომდევნო წლებშიც იქაურობა ჯართის მოსაპოვებლად იძარცვებოდა. სახურავი, მილები, ელექტრო, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობები, ყველაფერი, რისი დაშლა და წაღებაც შეიძლებოდა, წაიღეს...

საიდუმლო თუ ფანტაზიის ნაყოფი

მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე საიდუმლოდ მიიჩნეოდა. ვფიქრობ, საიდუმლო ლაბორატორია და საიდუმლო იარაღზე მუშაობა კარსანში ხალხის ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე სინამდვილე. მეცნიერებათა­ დოქტორმა, ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების სპეციალისტმა შუქრი აბრამიძემ (გახსნის დღიდან 18 წელი ქიმიური რეაქტორის ამ დანადგარის მთავარი ინჟინერი და შემდგომში ობიექტის ხელმძღვანელი გახლდათ), მითხრა, რომ კარსანში იყო რადიოქიმიური ლაბორატორია, ჰქონდათ გამა-გამოსხივების წყაროები, აკეთებდნენ სტერილიზაციას და გარკვეულ დასხივებას სხვადასხვა ნიმუშებისა, მაგალითად, სათესლე მასალის, სიმინდის, თამბაქოსი და სხვა...

პირველი ებრაელები კარსანში

კარსანის სავარაუდო ეტიმოლოგიაა - კარისანი, ე.ი. არმაზციხის სამხრეთი კარის მიმდებარე ტერიტორია. ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში", ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების მონათხრობში გამოჩნდა. "ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას". "ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე" (აბიათარ მღვდელი).

ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კვართის­ მცხეთაში მომტანი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელია. ეს უკანასკნელი თხრობაში უცბად ჩნდება. არ ჩანს მისი ვინაობა, წარმომავლობა და კვართის ჩამოტანისთანავე უცბადვე ქრება. მისი აზრით, ლონგინოზის სახელი საგანგებოდაა დამატებული ჭეშმარიტი თხრობის შთაბეჭდილების შესაქმნელად. ავტორს სურს, მკითხველი დაარწმუნოს, რომ ამბავი სანდო კაცის დაწერილია.

არქეოლოგიური გათხრები

კარსნისხევში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით, იგი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ჩანს დასახლებული. გამოვლენილია ამ პერიოდის სამარხები, გათხრილია ადრეული შუა საუკუნეების ნასოფლარი და სამაროვანი. გამოვლენილი ძეგლების ანალიზით ირკვევა, რომ მეთუნეთა ნამოსახლარი, სახელოსნო უბანი, მარნები და საწნახელი ასახავს დედაქალაქობის დროინდელი მცხეთის ერთ-ერთი მასაზრდოებელი უბნის ცხოვრებას. კერძოდ, იგი წარმოადგენს არმაზციხის ეკონომიკურ სახსარს ახ. წ. პირველ საუკუნეებში. სამარხებში აღმოჩნდა ადამიანთა ჩონჩხებიც, რომელთაგან ზოგი გვერდულად, ზოგი პირაღმა იყო დამარხული და პირი დასავლეთისკენ ეჭირა.

თეა ინასარიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა