პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება
"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება

კა­ნა­დის ქა­ლაქ მონ­რე­ალ­ში დას­რულ­და მსოფ­ლიო თა­სის გა­თა­მა­შე­ბა ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში. ხმლით მო­ფა­რი­კა­ვე­ებს შო­რის გა­მარ­თულ­მა შე­ჯიბ­რე­ბამ ქარ­თველ პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ ირმა ხე­ცუ­რი­ანს წელს პირ­ვე­ლი ოქრო მო­უ­ტა­ნა. შე­ჯიბ­რე­ბის ფი­ნალ­ში ირ­მას მე­ტო­ქე ფრან­გი სოფი საბ­ლო­ნი იყო, რო­მელ­თა­ნაც საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ხე­ცუ­რი­ან­მა მარ­ცხი გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ფი­ნა­ლუ­რი დუ­ე­ლი ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 15-13 დას­რულ­და. ეს წარ­მა­ტე­ბა, ირ­მას­თვის მსოფ­ლიო თასებ­ზე ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში რი­გით მე­ო­რე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ერ­თად ირ­მას კო­ლექ­ცი­ას ორი ვერ­ცხლის მე­და­ლიც ამ­დიდ­რებს.

ხმლით ას­პა­რე­ზო­ბა­ში ჩემ­პი­ონ­მა მონ­რე­ალ­ში ასე­ვე პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბა­ში რა­პი­რით ფა­რი­კა­ო­ბა­შიც იას­პა­რე­ზა, თუმ­ცა იქ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია. ირ­მას რე­ი­ტინ­გში კონ­კუ­რენ­ტის, ფრან­გი სე­სი­ლი დე­მო­უ­დის­თან ქუ­ლა­თა სხვა­ო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად გა­მოც­დილ სე­სი­ლი­ზე უკე­თე­სი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა მარ­თებ­და, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე ფრან­გი შე­ჯიბ­რე­ბას მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­მო­ე­თიშ­ნენ და სა­რე­ი­ტინ­გო ცხრილ­ში მათ შო­რის 10-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბა შე­ნარ­ჩუნ­და. ირ­მას რი­ო­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი საგ­ზუ­რის მო­სა­პო­ვებ­ლად კი­დევ ერთი შან­სი რჩე­ბა. მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში იტა­ლია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლებს, სა­დაც პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­ის­თვის ირ­მას საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გას­ვლა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

- ირმა, გი­ლო­ცავ მსოფ­ლიო თას­ზე წარ­მა­ტე­ბულ გა­მოს­ვლას. რო­გორ ჩა­ი­ა­რა პირ­ვე­ლო­ბამ, პა­რი­ზის შემ­დეგ მსოფ­ლიო თა­სის­ მო­გე­ბა უკვე კა­ნა­და­შიც შე­ძე­ლი, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს გა­მარ­ჯვე­ბა?

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ის ძა­ლი­ან რთულ ბრძო­ლა­ში მო­ვი­პო­ვე. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მძი­მედ და­ვი­წყე, კა­ნა­და­ში ორი დღის ჩა­სუ­ლი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ აკ­ლი­მა­ტი­ა­ზა­ცი­ის გავ­ლა გა­მი­ჭირ­და, ამას­თან, იქა­ურ­მა მი­ნუს-ტემ­პე­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მცი­რე პრობ­ლე­მაც შე­მიქ­მნა. ამი­ტო­მაც სა­წყი­სი შეხ­ვედ­რა დავ­თმე, თუმ­ცა შემ­დეგ თავს და­მარ­ცხე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ვე­ცი. სა­ბო­ლო­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე ყვე­ლა მე­ტო­ქე და ფი­ნალ­ში, საბ­ლონ­თან რე­ვან­შის აღე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე.

- ეს ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში შენ მიერ მო­გე­ბუ­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო თასი იყო, შარ­შან იგი­ვე შე­დე­გი პა­რიზ­შიც აჩ­ვე­ნე, წელს კი კა­ნა­დამ­დე უნ­გრეთ­ში გა­მოხ­ვე­დი, სა­დაც ვერ­ცხლის მე­დალს დას­ჯერ­დი

- ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში ბოლო ორი წე­ლია მედ­ლის უმ­თავ­რეს ფა­ვო­რიტ­თა შო­რის ვიბ­რძვი. წელს უნ­გრეთ­ში, კა­ნა­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პი­რი­ქით მოხ­და. იქ ჯგუ­ფი კარ­გად და­ვი­წყე და ფი­ნალ­ში იმ უკ­რა­ი­ნელ მე­ტო­ქეს­თან დავ­მარ­ცხდი, ვი­საც ჯგუფ­ში თა­ვად მო­ვუ­გე. დიდი იმე­დი მაქვს, 2020 წლის პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­საც აენ­თე­ბა მწვა­ნე შუქი და ტო­კი­ო­ში უმაღ­ლე­სი მიზ­ნე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ

- მოდი, ისიც ვუ­ამ­ბოთ მკი­თხველს, რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პა­რას­პორ­ტში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ეტ­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა. ექ­ვსი თვე ჩვე­ნი­ვე მა­ნევ­რი­რე­ბა­დი ეტ­ლე­ბით ვვარ­ჯი­შობ­დით, ფიქ­სა­ცი­ის შე­საჩ­ვე­ვად ხში­რად სკა­მებ­საც ვი­ყე­ნებ­დით. 6 თვის თავ­ზე ჩა­მოგ­ვი­ვი­და ეკი­პი­რე­ბა და მა­ლე­ვე იყო პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. სწრა­ფად ავუ­ღეთ ალღო ყვე­ლა­ფერს და წარ­მა­ტე­ბაც მო­ვი­და. ამ­ჟა­მად ყვე­ლა პი­რო­ბა გვაქვს, რომ თავი და­ცუ­ლად ვიგ­რძნოთ და მხო­ლოდ სპორ­ტულ მიღ­წე­ვებ­ზე ვი­ფიქ­როთ. თით­ქმის არ ვაკ­ლდე­ბით არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბას და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა, რაც პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის, მე­რი­ის პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი­სა და ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის BP-ს დამ­სა­ხუ­რე­ბაა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება

"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - ქართველი პარასპორტსმენი ქალის მეორე დიდი გამარჯვება

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ ქართველ პარაოლიმპიელ ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქრო მოუტანა. შეჯიბრების ფინალში ირმას მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით, ანგარიშით 15-13 დასრულდა. ეს წარმატება, ირმასთვის მსოფლიო თასებზე ხმლით ფარიკაობაში რიგით მეორე დიდი გამარჯვებაა. ჩემპიონობასთან ერთად ირმას კოლექციას ორი ვერცხლის მედალიც ამდიდრებს.

ხმლით ასპარეზობაში ჩემპიონმა მონრეალში ასევე პარაოლიმპიურ სახეობაში რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია. ირმას რეიტინგში კონკურენტის, ფრანგი სესილი დემოუდისთან ქულათა სხვაობის შესამცირებლად გამოცდილ სესილიზე უკეთესი შედეგის ჩვენება მართებდა, თუმცა როგორც ქართველი, ასევე ფრანგი შეჯიბრებას მერვედფინალში გამოეთიშნენ და სარეიტინგო ცხრილში მათ შორის 10-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. ირმას რიოში გასამგზავრებელი საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი შანსი რჩება. მაისის შუა რიცხვებში იტალია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პარაოლიმპიადის ლიცენზიისთვის ირმას საპრიზო ადგილებზე გასვლა ესაჭიროება.

- ირმა, გილოცავ მსოფლიო თასზე წარ­მატებულ გამოსვლას. როგორ ჩაიარა პირველობამ, პარიზის შემდეგ მსოფლიო თასის­ მოგება უკვე კანადაშიც შეძელი, რამდენად რთული იყო ეს გამარჯვება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი გამარჯვება, მით უმეტეს, რომ ის ძალიან რთულ ბრძოლაში მოვიპოვე. ჯგუფური ეტაპი მძიმედ დავიწყე, კანადაში ორი დღის ჩასული კი ვიყავი, მაგრამ აკლიმატიაზაციის გავლა გამიჭირდა, ამასთან, იქაურმა მინუს-ტემპერატურამ ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც შემიქმნა. ამიტომაც საწყისი შეხვედრა დავთმე, თუმცა შემდეგ თავს დამარცხების უფლება არ მივეცი. საბოლოოდ წარმატებით გავიარე ყველა მეტოქე და ფინალში, საბლონთან რევანშის აღებაც მოვახერხე.

- ეს ხმლით ფარიკაობაში შენ მიერ მოგებული მეორე მსოფლიო თასი იყო, შარშან იგივე შედეგი პარიზშიც აჩვენე, წელს კი კანადამდე უნგრეთში გამოხვედი, სადაც ვერცხლის მედალს დასჯერდი

- ხმლით ფარიკაობაში ბოლო ორი წელია მედლის უმთავრეს ფავორიტთა შორის ვიბრძვი. წელს უნგრეთში, კანადისგან განსხვავებით, პირიქით მოხდა. იქ ჯგუფი კარგად დავიწყე და ფინალში იმ უკრაინელ მეტოქესთან დავმარცხდი, ვისაც ჯგუფში თავად მოვუგე. დიდი იმედი მაქვს, 2020 წლის პარაოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობასაც აენთება მწვანე შუქი და ტოკიოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ

- მოდი, ისიც ვუამბოთ მკითხველს, როგორი იყო პირველი ნაბიჯები პარასპორტში?

- მოგეხსენებათ, ჩვენ სპეციალური ფიქსირებული ეტლები გვჭირდება. ექვსი თვე ჩვენივე მანევრირებადი ეტლებით ვვარჯიშობდით, ფიქსაციის შესაჩვევად ხშირად სკამებსაც ვიყენებდით. 6 თვის თავზე ჩამოგვივიდა ეკიპირება და მალევე იყო პირველი საერთაშორისო შეჯიბრება გერმანიაში. სწრაფად ავუღეთ ალღო ყველაფერს და წარმატებაც მოვიდა. ამჟამად ყველა პირობა გვაქვს, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ და მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე ვიფიქროთ. თითქმის არ ვაკლდებით არცერთ საერთაშორისო შეჯიბრებას და შედეგიც სახეზეა, რაც პარაოლიმპიური კომიტეტის, მერიის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და ჩვენი გენერალური სპონსორის BP-ს დამსახურებაა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია