"ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა..." - ახალი ინფორმაცია თურქეთის კლინიკიდან და მერიის მიერ გადარიცხული 15 000

"ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა..." - ახალი ინფორმაცია თურქეთის კლინიკიდან და მერიის მიერ გადარიცხული 15 000

შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის თბილისის მერია თურქეთის კლინიკაში 15 ათას ლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გავრცელდა. მერიის პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ.

ამასთან "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი "ფეისბუქის" პოსტში მოზარდის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე წერს: "მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე. ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას. ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო"

შეგახსენებთ ევა ბარბაქაძის დახმარების მსურველებს, რამდენიმე საშუალებით შეუძლიათ თანხის გადარიცხვა:

0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.

ზარის ღირებულება 1 ლარი

"საქართველოს ბანკი":

GE57BG0000000642055200

TBC ბანკი:

GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი „რესპუბლიკა“:

GE39BR0000010929691997

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია