საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა
აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

15 მა­ი­სი დიდი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. წელს მისი და­ბა­დე­ბი­დან 123 წელი შეს­რულ­და. ცნო­ბი­ლი მწერ­ლის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მის­სა­ვე სახლ-მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თა. მას­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბი­დან მოწ­ვე­უ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ესე­ნია: (ხობი - რა­მაზ ლო­ლუა; სე­ნა­კი - ტა­რი­ელ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი; ხელ­ვა­ჩა­უ­რი - "ათძა­ლი"; ურე­კი - "ურე­კი"; აბა­შა - "ჰა­რი­რა"; აბა­შა - "სა­მეგ­რე­ლო"; სა­ჩხე­რე - "სა­მე­ფო"; ჩხო­რო­წყუ - "ჩხო­რო­წყუ"; ბოლ­ნი­სი - "ბოლ­ნე­ლა"; აბა­შა - "ქი­ლო­რი"; აბა­შა -"თო­ლი­გე"; სე­ნა­კი - "კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი"; სე­ნა­კი - "კოლ­ხუ­რი ტრიო"; მარ­ტვი­ლი - "კოლ­ხი­და"; თერ­ჯო­ლა - "იამე", აბა­შა - ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დი; ზუგ­დი­დი - "ოდო­ია"; ფოთი - "იმე­დი"; ოზურ­გე­თი - "მა­ნა­ნუ­რი"; ვანი - "ვანი"; აბა­შა - "ანა­ნუ­რი"; აბა­შა - ქორ. ან­სამ­ბლი).

აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის სო­ფი­კო კო­კა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კონ­სტან­ტი­ნე­ო­ბას" აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა ქურ­დო­ვა­ნი­ძე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი მა­მუ­კა კვი­ტაშ­ვი­ლი, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ რუ­სია და სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მი, გა­მო­ფე­ნილ ექ­სპო­ნა­ტებ­ში ამო­ე­კი­თხათ უბად­ლო მწერ­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნახ­ლდა ღია სცე­ნა და მო­ე­წყო გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ჯარ­გვა­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი შ.პ.ს."ოსო"-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 13000 ლა­რით და­ფი­ნანსდა.

მწე­რა­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია 1893 წლის 15 მა­ისს სო­ფელ ძველ აბა­შა­ში და­ი­ბა­და. ის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

აბაშაში "კონსტანტინეობა" გაიმართა - მწერლის 123-ე წლისთავი მის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

15 მაისი დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. წელს მისი  დაბადებიდან 123 წელი შესრულდა. ცნობილი მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისსავე სახლ-მუზეუმში გაიმართა. მასში სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ესენია: (ხობი - რამაზ ლოლუა; სენაკი - ტარიელ ზურაბაშვილი; ხელვაჩაური - "ათძალი"; ურეკი - "ურეკი"; აბაშა - "ჰარირა"; აბაშა - "სამეგრელო"; საჩხერე - "სამეფო"; ჩხოროწყუ - "ჩხოროწყუ"; ბოლნისი - "ბოლნელა"; აბაშა - "ქილორი"; აბაშა -"თოლიგე"; სენაკი - "კუჩხი ბედინერი"; სენაკი - "კოლხური ტრიო"; მარტვილი - "კოლხიდა"; თერჯოლა - "იამე", აბაშა - ბიჭუნათა გუნდი; ზუგდიდი - "ოდოია"; ფოთი - "იმედი"; ოზურგეთი - "მანანური"; ვანი - "ვანი"; აბაშა - "ანანური"; აბაშა - ქორ. ანსამბლი).

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის სოფიკო კოკაიას ინფორმაციით, "კონსტანტინეობას" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, გამოფენილ ექსპონატებში ამოეკითხათ უბადლო მწერლის ხელნაწერები.

მიმდინარე წელს კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის ტერიტორიაზე განახლდა ღია სცენა და მოეწყო გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები შ.პ.ს."ოსო"-მ განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13000 ლარით დაფინანსდა.

მწერალი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. ის ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა