ავტორი:

"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."

"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."

თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანიაა. ამ თემაზე მეტად საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"რესპონდენტის სატელეფონო ზარი ჟურნალისტთან სიახლე არ არის, თუმცა იმან, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, თავზარი დამცა. ერთი ადამიანის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი და დროული რეაგირება პრობლემაზე, რასაც თამაშზე დამოკიდებულება ჰქვია...

ნანი კალმახელიძე: "ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. თქვენთან დარეკვა უკიდურესმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა... ყოველი ახალი დღე წინაზე მძიმეა. ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, რადგან აღარ შემიძლია ჩემი შვილის უბედურების ყურება. მუდმივად შიშში ვცხოვრობ... მეშინია, ამდენი ვალის გამო გამოსავალი თვითმკვლელობაში არ იპოვოს. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჩემმა სიკვდილმა ათქმევინოს უარი ამ საშინელ სენზე. სათამაშოდ ფულის შოვნა სულ უფრო უჭირს. ჩვენც აღარაფერი გაგვაჩნია, გავყიდეთ ყველაფერი.

აღარავისთან მიმესვლება, ყველას ვალი გვაქვს. 18 წლის ბიჭი ამ აზარტული თამაშების გამო, ფაქტობრივად, ცოცხლად მიკვდება. თამაშის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო სამსხვერპლოდ, რომ მთავრობამ გულთან მიიტანოს ოჯახების, მშობლების, შვილების გასაჭირი და აკრძალოს ონლაინთამაშები. ეს ჯოჯოხეთია!"

წაიკითხეთ სტატია "უბედურება ONLINE - "შეაჩერეთ სასიკვდილო თამაშები!" სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა