პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანაგრძნობის მაგიერ, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო..." - ე.წ კანონიერი ქურდის "ტარასას" მეუღლე ხელისუფლებას მიმართავს
"თანაგრძნობის მაგიერ, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო..." - ე.წ კანონიერი ქურდის "ტარასას" მეუღლე ხელისუფლებას მიმართავს

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე ირი­ნა ასა­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. ირი­ნა ასა­თი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მისი მე­უღ­ლე უმ­ძი­მე­სი სე­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია სას­ჯელს ე.წ.კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის.

ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლივ მუდ­მივ­მოქ­მედ ოთხკა­ცი­ან კო­მი­სი­ას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში და არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნა­ხეთ ვი­დეო| რას ყვე­ბა ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე ქმრის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე - პა­ტი­მარს ბად­რა­გი­სა და სპეც­რაზ­მის 7 წევ­რი აკონ­ტრო­ლებს

"სხვა გზა აღარ მაქვს, ამ ღია წე­რი­ლით იქ­ნებ რო­გორ­მე გა­ვა­გე­ბი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ კლავს თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბით ოთხი ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი: ზაზა სოფ­რო­მა­ძე, ეკა ადა­მია, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი და ვინ­მე დევ­და­რი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტი­მარს, ჩემს მე­უღ­ლეს, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას.

დიახ, მე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირი­ნა ასა­თი­ა­ნი, ბრალს ვდებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლივ მუდ­მივ­მოქ­მედ ოთხკა­ცი­ან კო­მი­სი­ას, ზაზა სოფ­რო­მა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რომ ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრო­ცე­დუ­რას და აფერ­ხე­ბენ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მი­მართ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, პი­რი­ქით, სა­ხე­ზეა დის­კრი­მი­ნა­ცია და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან გან­ზრახ, გულ­გრი­ლო­ბით მისი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა.

კო­მი­სი­ის წევ­რებს დღეს­დღე­ო­ბით მა­გი­და­ზე უდევთ რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, მათ შო­რის - მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის და ასე­ვე - თა­ვად მა­თი­ვე მო­თხოვ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კი­დევ ერთხელ უდა­ოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფი, ინ­კუ­რა­ბე­ლუ­რია და მი­ე­კუთ­ვნე­ბა მძი­მე ავად­მყოფ­თა მე-4 კლი­ნი­კურ ჯგუფს.

კო­მი­სია კი უკვე მე­ო­რე თვეა, არ ას­რუ­ლებს თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და არ ატა­რებს სხდო­მას, რომ მი­ი­ღოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასე­თი პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

2013 წლის 22 ოქ­ტომ­ბრი­დან ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით გად­მოყ­ვა­ნი­ლია ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა თბი­ლი­სის შპს "ონ­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის"" კ. მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში. მისი მკურ­ნა­ლი ექი­მია ლე­ვან ბახ­ტა­ძე.

მას დად­გე­ნი­ლი აქვს დი­აგ­ნო­ზი: ხორ­ხის კიბო ჩრ (ჩ32) პთ3N1MO III (მე­სა­მე) სტა­დია, IV (მე­ო­თხე) კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი - ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი დას­კვნით დად­გინ­და - ხორ­ხის და­ბალ­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ბრტყე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მა (ჩ3). ძი­რი­თად­მა და­ა­ვა­დე­ბამ სამ­წუ­ხა­როდ გა­ნი­ცა­და პროგ­რე­სი­რე­ბა, კერ­ძოდ, მე­ტას­ტა­ზე­ბი არის ორი­ვე ფილ­ტვსა და შუ­ა­სა­ყარ­ში. ექი­მე­ბის მიერ 2013 წლი­დან ანუ მე­ტას­ტა­ზუ­რი კვან­ძე­ბის პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლე­ნი­დან, უარი ით­ქვა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი "B" "ჩ"" "D""- დელ­ტა ჰე­პა­ტი­ტე­ბის სა­ხით და ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზი ფიბ­როს­კა­ნით F3. აქვს ღვიძ­ლის ცი­რო­ზი და მე­ტას­ტა­ზე­ბი ღვიძ­ლშიც.

2016 წლის 7 იან­ვა­რი­დან ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას და­ე­წყო აქ­ტი­უ­რი სის­ხლდე­ნა ფილ­ტვში არ­სე­ბუ­ლი მე­ტას­ტა­ზუ­რი კვან­ძი­დან, ალის­ფე­რი სის­ხლი და სის­ხლის კოლ­ტე­ბი 10მლ ოდე­ნო­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, კვლავ გრძელ­დე­ბა სის­ხლდე­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ტუ­ლობს რის­კი სიმ­სივ­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ით პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბო­ზის, რომ­ლის პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია;

2016 წლის იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერთ-ერთი გზა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფის სის­ხლდე­ნის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბა და დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, არის ბრონ­ქი­ა­ლუ­რი არ­ტე­რი­ის ემ­ბი­ო­ლი­ზა­ცია. ეს მა­ნი­პუ­ლა­ცია კი, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბი­სა, არა­ერ­თი სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა, კო­მი­სი­ი­სად­მი არა­ერ­თი სა­სა­მარ­თლო და­ვა­ლე­ბი­სა, სა­დაც ვი­თხოვ­დით კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სია ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზმს იყე­ნებ­და იმი­სათ­ვის, რომ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას სა­კი­თხის გან­ხილ­ვა (მისი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო) მაქ­სიმ­ლა­უ­რად შორს გა­და­ე­წია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებ­და აპ­რო­ბი­რე­ბულ ტაქ­ტი­კას - დუ­მილს. დუ­მილს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და პა­ცი­ენ­ტის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენს მსგავ­სად,კო­მი­სი­ამ დუ­მი­ლით "უპა­სუ­ხა" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კი­თხვებ­საც, რის­თვი­საც სა­ხალ­ხო დამ­ცველს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ზაზა სოფ­რო­მა­ძის მი­მართ დას­ჭირ­და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე.

კო­მი­სი­ის პო­ზი­ცია ტა­რი­ე­ლის სა­კი­თხზე, მათი 2015 წლის სა­ოქ­მო გან­ჩი­ნე­ბით, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც ჩვენ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, გახ­ლდათ იმ პე­რი­ო­დის­თვის სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­უ­ტა­რებ­ლო­ბა. ვი­ნა­ი­დან ისი­ნი არ ენ­დო­ბოდ­ნენ არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას და არც არ­სე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­სა თუ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2015 წლის 11 დე­კემ­ბერს ტა­რი­ე­ლის მი­მართ და­ი­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა აქვს ვა­დე­ბი და რო­გორც იქნა, სა­ბო­ლო­ოდ, დას­კვნა სამ­ხა­რე­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან გა­ვი­და 2016 წლის 1 აპ­რილს.

მას შემ­დეგ უკვე გა­ვი­და თვე­ნა­ხე­ვა­რი და კო­მი­სია კვლავ არ ას­რუ­ლებს თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, არ ტარ­დე­ბა კო­მი­სი­ის სხდო­მა სხვა­დას­ხვა აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვად სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ გულ­გრი­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან.

პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის მერე ად­ვო­კა­ტე­ბი ყო­ველ­დღე თუ არა, ყო­ველ მე­ო­რე დღეს აკი­თხა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ზაზა სოფ­რო­მა­ძეს, თუ რო­დის გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ კო­მი­სის წევ­რებს ხან არ ცა­ლი­ათ, ხან ავად არი­ან, ხან მივ­ლი­ნე­ბა­ში არი­ან... ჩვენ უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც შე­ტა­ნი­ლი გვაქვს სა­ჩი­ვა­რი და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზეც გაგ­ზავ­ნი­ლია წე­რი­ლი, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მხრი­დან სა­მა­რი­სე­ბუ­ლი დუ­მი­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით.

ტა­რი­ე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე ისე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლია, რომ ფილ­ტვი­დან სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბას ე.წ. ტრომ­ბი­რე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით ძლივს ახერ­ხე­ბენ ექი­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად. კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც იცი­ან ეს ყვე­ლა­ფე­რი და თა­ნაგ­რძნო­ბის მა­გი­ერ, ცი­ნი­კუ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ გა­ო­ცე­ბას, ამ­დენ ხანს ცო­ცხა­ლი რო­გორ არი­სო...

დიახ, იცი­ან, რომ თუ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, პა­ტი­მა­რი სის­ხლდე­ნით უეჭ­ვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბა, რად­გა­ნაც ვერ მო­ხერ­ხდე­ბა თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა ფილ­ტვის ემ­ბი­ო­ლი­ზა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად, რომ მისი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი დრო­ე­ბით მა­ინც გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სის­ხლში არ და­იხ­რჩოს... იცი­ან და იმ­დე­ნად დაც­ლილ­ნი არი­ან თა­ვად ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად აჯან­ჯლე­ბენ სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბას და მო­მაკ­ვდა­ვი პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი არი­ან, ელო­დე­ბი­ან, რო­დის მოკ­ვდე­ბა, რომ იმ დღეს და­წე­რონ დას­კვნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ცი­ნიზ­მის მწვერ­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი კი­დევ იცით, რა არის მათი მხრი­დან? სის­ხლდე­ნა რომ ატყდე­ბა და ექი­მე­ბი ტა­რი­ე­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვი­ან, მო­დის მათი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სვა­ვე­ბი რომ ყა­რა­უ­ლო­ბენ ხოლ­მე მო­მაკ­ვდავ ცხო­ვე­ლებს და ელო­დე­ბი­ან, რო­დის მოკ­ვდე­ბაო, აი, ესე დას­რი­ა­ლე­ბენ ესე­ნიც აქ...

სიკ­ვდი­ლის პი­რა­საა ადა­მი­ა­ნი, 24 სა­ათს ლოც­ვებ­ში ატა­რებს, რწმე­ნით იხან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლეს და მო­ძღვარს რომ ეზი­ა­რე­ბი­ნა, ამის­თვი­საც კი პატ­რი­არ­ქის შე­წუ­ხე­ბა დამ­ჭირ­და. მო­ძღვარ­საც კი არ უშ­ვებ­დნენ მას­თან, ვიდ­რე პატ­რი­არ­ქი არ ჩა­ე­რია... ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში მხო­ლოდ ერთხელ მის­ცეს შვი­ლე­ბის და ოჯა­ხის ნახ­ვის უფ­ლე­ბა, ისიც რამ­დე­ნი­მე წუ­თით. თან ცი­ნი­კუ­რად გვწე­რენ, რომ უმ­ძი­მეს ავად­მყოფ­თან 30 წუთ­ზე მეტ­ხანს გა­ჩე­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არა­აო.. მთე­ლი დღე სპეც­ნა­ზი­სა და ბად­რა­გის ლა­მის მთე­ლი ბრი­გა­და რომ მის პა­ლა­ტა­შია, ესაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფის­თვის?

ეს კო­მი­სია კი რაც უფრო გა­ა­ჭი­ა­ნუ­რებს ამ საქ­მეს, მით უფრო ჩა­ეფ­ლო­ბა სის­ხლი­ან ჭა­ობ­ში. ნუთუ, არ შე­უძ­ლი­ათ, რომ ერთი წუ­თით მა­ინც წარ­მო­იდ­გი­ნონ თავი პა­ტიმ­რის ად­გილ­ზე? მით უფრო, ბა­ტო­ნი ზაზა სოფ­რო­მა­ძის გამ­კვირ­ვე­ბია, რო­მე­ლიც ექი­მია და რო­მელ­საც თა­ვა­დაც აქვს ნაწ­ვნე­ვი ცი­ხის ცხოვ­რე­ბა. მათი მხრი­დან ეს არის ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკვლე­ლო­ბა.

მე ამ ხალ­ხს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩემი მე­უღ­ლის მი­ზან­მი­მარ­თულ მკვლე­ლო­ბა­ში, მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში, რაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. სხვა რა და­ვარ­ქვა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ასეთ ქმე­დე­ბებს, თუ არა - მკვლე­ლო­ბა? უფრო მე­ტიც - შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა!

ნუთუ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მუხ­ლის გა­უქ­მე­ბა, კა­ნონ­ში ჰუ­მა­ნუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ფარ­სია და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ისე­ვე არა აქვს ფასი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ეს იყო თუნ­დაც ავადსახ­სე­ნე­ბელ 1937-ში?

ასე­თი უკა­ნო­ნო­ბით, ალ­ბათ, რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი და­ხო­ცი­ლა დღემ­დე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მომ­კვდა­რა ამ დას­კვნის მო­ლო­დინ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­რა­ტი­ნა ფურ­ცლის მო­ლო­დინ­ში, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თა უმოქ­მე­დო­ბის შე­დე­გა­დაც ასე­თი "გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი" მომ­ხდა­რა, რო­გორც ჩანს, ყო­ველ­თვის შერ­ჩათ ეს სა­მარ­ცხვი­ნო და­ნა­შა­უ­ლი.

მაგ­რამ მე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ვერ შე­მა­ჩე­რებს. ილო­ცონ, რომ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია აქე­დან ცო­ცხა­ლი გა­ვიყ­ვა­ნო, ილო­ცონ, თო­რემ... ახლა ვერ მი­ვაღ­წევ სა­მარ­თალს? ხვალ, ზეგ, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ის მთავ­რო­ბა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ჩემი მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლის დაჩ­ქა­რე­ბა­ში, ყვე­ლამ პა­სუ­ხი აგოს.

თუმ­ცა მა­ნამ­დე, ვიდ­რე ჯერ კი­დევ უფა­ლი არ კლავს და მისი მად­ლით ცო­ცხა­ლია ჩემი მე­უღ­ლე, კი­დევ ერთხელ გე­ვედ­რე­ბით ყვე­ლას, რომ და­მეხ­მა­რეთ, ერ­თად ვა­ი­ძუ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, და­იც­ვას ჰუ­მა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნე­ბი და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნი­კის გულ­გრი­ლო­ბის მსხვერ­პლად ნუ აქ­ცევს ადა­მი­ა­ნის­თვის უზე­ნა­ე­სის მიერ ბო­ძე­ბულ სი­ცო­ცხლეს.

აქვე კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ზაზა სოფ­რო­მა­ძეს და კო­მი­სი­ის და­ნარ­ჩენ სამ წევ­რს: ეკა ადა­მი­ას, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილს და ვინ­მე დევ­და­რი­ანს (მისი სა­ხე­ლი არ მახ­სოვს): მე ზუს­ტად არ ვიცი, თქვენს ტვინ­ში რა იხარ­შე­ბა, რა­ტომ გა­ურ­ბი­ხართ კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რისი გე­ში­ნი­ათ, ვინ­მეს შეკ­ვე­თას ას­რუ­ლებთ თუ ეს მხო­ლოდ თქვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გულ­გრი­ლო­ბაა, მაგ­რამ ერ­თის თქმა ზუს­ტად შე­მიძ­ლია: ეს ადა­მი­ა­ნი, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია, არც მა­ნამ­დე ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის­თვის სა­ში­ში და მი­თუ­მე­ტეს, - არც ახლა არის.

ძა­ლი­ან გთხოვთ, გეხ­ვე­წე­ბით, გე­მუ­და­რე­ბით, ნუ გა­ის­ვრით ხე­ლებს ჩემი მე­უღ­ლის სის­ხლში, შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა, სას­წრა­ფოდ შე­იკ­რი­ბეთ, მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­მაკ­ვდა­ვი პა­ტი­მა­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ, რათა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მო­ხერ­ხდეს და მან ასე­თი წა­მე­ბით არ და­ტო­ვოს ეს წუ­თი­სო­ფე­ლი" ,- ნათ­ქვა­მია ირი­ნა ასა­თი­ა­ნის წე­რილ­ში.

"თანაგრძნობის მაგიერ, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო..." - ე.წ კანონიერი ქურდის "ტარასას" მეუღლე ხელისუფლებას მიმართავს

"თანაგრძნობის მაგიერ, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო..." - ე.წ კანონიერი ქურდის "ტარასას" მეუღლე ხელისუფლებას მიმართავს

პატიმრობაში მყოფი ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი საზოგადოებას და ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს. ირინა ასათიანი აცხადებს, რომ მისი მეუღლე უმძიმესი სენით არის დაავადებული და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ტარიელ ფოცხვერია სასჯელს ე.წ.კანონიერი ქურდობის ბრალდებით იხდის.

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ ოთხკაციან კომისიას კანონით გათვალისწინებული პროცედურის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში და არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების შეფერხებაში ადანაშაულებს.

ნახეთ ვიდეო| რას ყვება ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ქმრის ჯანმრთელობაზე - პატიმარს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებს

"სხვა გზა აღარ მაქვს, ამ ღია წერილით იქნებ როგორმე გავაგებინო საზოგადოებას და ქვეყნის პირველ პირებს იმის შესახებ, თუ როგორ კლავს თავისი უმოქმედობით, უპასუხისმგებლობითა და სამსახურებრივი გულგრილობით ოთხი ქართველი ჩინოვნიკი: ზაზა სოფრომაძე, ეკა ადამია, თამთა დემურიშვილი და ვინმე დევდარიანი უმძიმესი სენით დაავადებულ პატიმარს, ჩემს მეუღლეს, ტარიელ ფოცხვერიას.

დიახ, მე, საქართველოს მოქალაქე, ირინა ასათიანი, ბრალს ვდებ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ ოთხკაციან კომისიას, ზაზა სოფრომაძის ხელმძღვანელობით, რომ ისინი მიზანმიმართულად აჭიანურებენ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და აფერხებენ ყველა არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას, გათავისუფლებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტარიელ ფოცხვერიას მიმართ არ ხორციელდება კანონით დადგენილი და გარანტირებული ნორმების აღსრულება, პირიქით, სახეზეა დისკრიმინაცია და საჯარო მოხელეთა მხრიდან განზრახ, გულგრილობით მისი სიცოცხლის ხელყოფა.

კომისიის წევრებს დღესდღეობით მაგიდაზე უდევთ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის - მაია ნიკოლეიშვილის და ასევე - თავად მათივე მოთხოვნით ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ უდაოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ ტარიელ ფოცხვერია არის კრიტიკულად მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი, ინკურაბელურია და მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა მე-4 კლინიკურ ჯგუფს.

კომისია კი უკვე მეორე თვეა, არ ასრულებს თავის ვალდებულებას და არ ატარებს სხდომას, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ასეთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ.

2013 წლის 22 ოქტომბრიდან ტარიელ ფოცხვერია უმძიმესი მდგომარეობით გადმოყვანილია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დღემდე იმყოფება თბილისის შპს "ონკოლოგიის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის"" კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში. მისი მკურნალი ექიმია ლევან ბახტაძე.

მას დადგენილი აქვს დიაგნოზი: ხორხის კიბო ჩრ (ჩ32) პთ3N1MO III (მესამე) სტადია, IV (მეოთხე) კლინიკური ჯგუფი - ჰისტომორფოლოგიური დასკვნით დადგინდა - ხორხის დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (ჩ3). ძირითადმა დაავადებამ სამწუხაროდ განიცადა პროგრესირება, კერძოდ, მეტასტაზები არის ორივე ფილტვსა და შუასაყარში. ექიმების მიერ 2013 წლიდან ანუ მეტასტაზური კვანძების პირველი გამოვლენიდან, უარი ითქვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები "B" "ჩ"" "D""- დელტა ჰეპატიტების სახით და ღვიძლის ფიბროზი ფიბროსკანით F3. აქვს ღვიძლის ციროზი და მეტასტაზები ღვიძლშიც.

2016 წლის 7 იანვარიდან ტარიელ ფოცხვერიას დაეწყო აქტიური სისხლდენა ფილტვში არსებული მეტასტაზური კვანძიდან, ალისფერი სისხლი და სისხლის კოლტები 10მლ ოდენობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე გახდა. მიუხედავად ექიმების გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ გრძელდება სისხლდენა, პარალელურად, მატულობს რისკი სიმსივნური პათოლოგიით პროვოცირებული თრომბოზის, რომლის პრევენცია შეუძლებელია;

2016 წლის იანვარში ჩატარებული კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ამ უმძიმესი ავადმყოფის სისხლდენის დროებითი შეჩერება და დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, არის ბრონქიალური არტერიის ემბიოლიზაცია. ეს მანიპულაცია კი, სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება.

მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა, არაერთი სასამართლო სხდომისა, კომისიისადმი არაერთი სასამართლო დავალებისა, სადაც ვითხოვდით კანონის მიხედვით ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებას, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ყველა სამართლებრივ მექანიზმს იყენებდა იმისათვის, რომ ტარიელ ფოცხვერიას საკითხის განხილვა (მისი სასჯელისგან გათავისუფლება მძიმე ავადმყოფობის გამო) მაქსიმლაურად შორს გადაეწია და ხშირ შემთხვევაში იყენებდა აპრობირებულ ტაქტიკას - დუმილს. დუმილს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა პაციენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ჩვენს მსგავსად,კომისიამ დუმილით "უპასუხა" საქართველოს სახალხო დამცველის კითხვებსაც, რისთვისაც სახალხო დამცველს კომისიის თავმჯდომარის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის მიმართ დასჭირდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება, სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე.

კომისიის პოზიცია ტარიელის საკითხზე, მათი 2015 წლის საოქმო განჩინებით, რომლის არსებობაც ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, გახლდათ იმ პერიოდისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩაუტარებლობა. ვინაიდან ისინი არ ენდობოდნენ არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას და არც არსებულ დოკუმენტებსა თუ პაციენტის მდგომარეობას, შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს ტარიელის მიმართ დაინიშნა სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მომაკვდავი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენს ქვეყანაში არა აქვს ვადები და როგორც იქნა, საბოლოოდ, დასკვნა სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გავიდა 2016 წლის 1 აპრილს.

მას შემდეგ უკვე გავიდა თვენახევარი და კომისია კვლავ არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, არ ტარდება კომისიის სხდომა სხვადასხვა აბსურდული მიზეზით, რაც სამართლებრივად სამსახურეობრივ გულგრილობას წარმოადგენს საჯარო მოხელეთა მხრიდან.

პირველი აპრილის მერე ადვოკატები ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს აკითხავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ზაზა სოფრომაძეს, თუ როდის განიხილება ეს საკითხი, მაგრამ კომისის წევრებს ხან არ ცალიათ, ხან ავად არიან, ხან მივლინებაში არიან... ჩვენ უკვე პროკურატურაშიც შეტანილი გვაქვს საჩივარი და ჯანდაცვის მინისტრის სახელზეც გაგზავნილია წერილი, მაგრამ ყოველი მხრიდან სამარისებული დუმილია ჯერჯერობით.

ტარიელის მდგომარეობა უკვე ისეთი დამძიმებულია, რომ ფილტვიდან სისხლდენის შეჩერებას ე.წ. ტრომბირების მანიპულაციებით ძლივს ახერხებენ ექიმები ყოველდღიურად. კომისიის წარმომადგენლებმაც იციან ეს ყველაფერი და თანაგრძნობის მაგიერ, ცინიკურად გამოხატავენ გაოცებას, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო...

დიახ, იციან, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, პატიმარი სისხლდენით უეჭველი დაიღუპება, რადგანაც ვერ მოხერხდება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა ფილტვის ემბიოლიზაციის გასაკეთებლად, რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დროებით მაინც გაუმჯობესდეს და ადამიანი საკუთარ სისხლში არ დაიხრჩოს... იციან და იმდენად დაცლილნი არიან თავად ჰუმანურობისა და ადამიანური ფასეულობებისგან, რომ შეგნებულად აჯანჯლებენ სხდომის ჩატარებას და მომაკვდავი პატიმრის გათავისუფლებაზე ხელმოწერას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩასაფრებული არიან, ელოდებიან, როდის მოკვდება, რომ იმ დღეს დაწერონ დასკვნა გათავისუფლებაზე.

ცინიზმის მწვერვალი და ყველაზე ამაზრზენი კიდევ იცით, რა არის მათი მხრიდან? სისხლდენა რომ ატყდება და ექიმები ტარიელის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მოდის მათი უსაფრთხოების სამსახური და სვავები რომ ყარაულობენ ხოლმე მომაკვდავ ცხოველებს და ელოდებიან, როდის მოკვდებაო, აი, ესე დასრიალებენ ესენიც აქ...

სიკვდილის პირასაა ადამიანი, 24 საათს ლოცვებში ატარებს, რწმენით იხანგრძლივებს სიცოცხლეს და მოძღვარს რომ ეზიარებინა, ამისთვისაც კი პატრიარქის შეწუხება დამჭირდა. მოძღვარსაც კი არ უშვებდნენ მასთან, ვიდრე პატრიარქი არ ჩაერია... ორწელიწადნახევარში მხოლოდ ერთხელ მისცეს შვილების და ოჯახის ნახვის უფლება, ისიც რამდენიმე წუთით. თან ცინიკურად გვწერენ, რომ უმძიმეს ავადმყოფთან 30 წუთზე მეტხანს გაჩერება მიზანშეწონილი არააო.. მთელი დღე სპეცნაზისა და ბადრაგის ლამის მთელი ბრიგადა რომ მის პალატაშია, ესაა მიზანშეწონილი უმძიმესი ავადმყოფისთვის?

ეს კომისია კი რაც უფრო გააჭიანურებს ამ საქმეს, მით უფრო ჩაეფლობა სისხლიან ჭაობში. ნუთუ, არ შეუძლიათ, რომ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ თავი პატიმრის ადგილზე? მით უფრო, ბატონი ზაზა სოფრომაძის გამკვირვებია, რომელიც ექიმია და რომელსაც თავადაც აქვს ნაწვნევი ციხის ცხოვრება. მათი მხრიდან ეს არის ავადმყოფი პატიმრის მიზანმიმართული მკვლელობა.

მე ამ ხალხს ვადანაშაულებ ჩემი მეუღლის მიზანმიმართულ მკვლელობაში, მკვლელობამდე მიყვანაში, რაც ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვა რა დავარქვა სახელმწიფო მოხელეების ასეთ ქმედებებს, თუ არა - მკვლელობა? უფრო მეტიც - შეკვეთილი მკვლელობა!

ნუთუ, სიკვდილით დასჯის მუხლის გაუქმება, კანონში ჰუმანური ჩანაწერები და დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფარსია და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს ისევე არა აქვს ფასი ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს იყო თუნდაც ავადსახსენებელ 1937-ში?

ასეთი უკანონობით, ალბათ, რამდენი პატიმარი დახოცილა დღემდე, რამდენი ადამიანი მომკვდარა ამ დასკვნის მოლოდინში, თავისუფლების ფარატინა ფურცლის მოლოდინში, მაგრამ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა უმოქმედობის შედეგადაც ასეთი "გაუხმაურებელი მკვლელობები" მომხდარა, როგორც ჩანს, ყოველთვის შერჩათ ეს სამარცხვინო დანაშაული.

მაგრამ მე ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს. ილოცონ, რომ ტარიელ ფოცხვერია აქედან ცოცხალი გავიყვანო, ილოცონ, თორემ... ახლა ვერ მივაღწევ სამართალს? ხვალ, ზეგ, აუცილებლად იქნება საქართველოში ის მთავრობა, რომ სამართლიანობა აღდგეს და იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობა მიიღეს ჩემი მეუღლის სიკვდილის დაჩქარებაში, ყველამ პასუხი აგოს.

თუმცა მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ უფალი არ კლავს და მისი მადლით ცოცხალია ჩემი მეუღლე, კიდევ ერთხელ გევედრებით ყველას, რომ დამეხმარეთ, ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას ჰუმანური სახელმწიფოს კანონები და მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გულგრილობის მსხვერპლად ნუ აქცევს ადამიანისთვის უზენაესის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს.

აქვე კიდევ ერთხელ მივმართავ კომისიის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს და კომისიის დანარჩენ სამ წევრს: ეკა ადამიას, თამთა დემურიშვილს და ვინმე დევდარიანს (მისი სახელი არ მახსოვს): მე ზუსტად არ ვიცი, თქვენს ტვინში რა იხარშება, რატომ გაურბიხართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, რისი გეშინიათ, ვინმეს შეკვეთას ასრულებთ თუ ეს მხოლოდ თქვენი სამოქალაქო გულგრილობაა, მაგრამ ერთის თქმა ზუსტად შემიძლია: ეს ადამიანი, ტარიელ ფოცხვერია, არც მანამდე ყოფილა ქვეყნისთვის საშიში და მითუმეტეს, - არც ახლა არის.

ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, ნუ გაისვრით ხელებს ჩემი მეუღლის სისხლში, შეასრულეთ თქვენი სახელმწიფოებრივი მოვალეობა, სასწრაფოდ შეიკრიბეთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომაკვდავი პატიმარი კანონის მიხედვით გაათავისუფლოთ, რათა დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება მოხერხდეს და მან ასეთი წამებით არ დატოვოს ეს წუთისოფელი" ,- ნათქვამია ირინა ასათიანის წერილში.

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო