საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: ემოციები სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის 7-7-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ
დღის ფოტო: ემოციები სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის 7-7-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ხუ­თი­ვე პირს 7-7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­მო­ა­ცხა­და. ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე 5 პირი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი: ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურს, და­ვით წი­ფუ­რი­ას, არ­ჩილ ალა­ვი­ძეს, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე­სა და გიზო ღლონტს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 4 102 000 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო| ატი­რე­ბუ­ლი მაია ფან­ჯი­კი­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, გიზო ღლონ­ტის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი ატყდა.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბულ­თა ახ­ლობ­ლე­ბი, ხმა­უ­რით, შე­ძა­ხი­ლე­ბით და სა­სა­მარ­თლო­სად­მი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით შეხ­ვდნენ.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან, რომ­ლე­ბიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გავ­რცელ­და

"სი­ცო­ცხლის ფა­სად ვიბ­რძო­ლებ, რომ ეს ბი­ჭე­ბი და­ვიხ­სნა ტყვე­ო­ბი­დან. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ებ­ში, რაც დღე­საც გა­მოჩ­ნდა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ამ რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სი. სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვი­საც და სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ნა­წი­ლის­თვი­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, იმი­ტომ რომ ასეთ უსა­მარ­თლო­ბას მო­სა­მარ­თლის­გან არა­ვინ ელო­და. ვი­ცით, რომ ივა­ნიშ­ვილ-კვი­რი­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს და პრო­კუ­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუ აი­ძუ­ლებ­დნენ მო­სა­მარ­თლეს, არ ვე­ლო­დით. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას, გარ­და ამი­სა, მე ვპირ­დე­ბი ივა­ნიშ­ვილს, რომ ეს იქ­ნე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბო­ლოს მო­უ­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" გა­ნა­ჩენს ფე­ის­ბუქ­ზე

დღის ფოტო: ემოციები სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის 7-7-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ

დღის ფოტო: ემოციები სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის 7-7-წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

იხილეთ ვიდეო| ატირებული მაია ფანჯიკიძე სასამართლო პროცესზე

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში ხმაური ატყდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ.

ნახეთ ფოტოები საქალაქო სასამართლოდან, რომლებიც "თავისუფალი დემოკრატების" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა

''სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან. გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არიან ჩართული სასამართლო საქმეებში, რაც დღესაც გამოჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უსამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს ფეისბუქზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ