მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"
როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ხუ­თი­ვე პირს 7-7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­მო­ა­ცხა­და. ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე 5 პირი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი: ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურს, და­ვით წი­ფუ­რი­ას, არ­ჩილ ალა­ვი­ძეს, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე­სა და გიზო ღლონტს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 4 102 000 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბო­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვედ აფა­სე­ბენ "ფე­ის­ბუქ­ზე":

ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი, სიდა-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი:

სა­არ­ჩევ­ნო სა­მარ­თა­ლი. ყვე­ლა­ფე­რი წინ დახ­ვდე­ბათ, რო­გორც ეს არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, "გირ­ჩის" ლი­დე­რი:

წე­რენ ფული მარ­თლა გამ­ქრა­ლი­აო. არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ: ამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი წი­ნას­წარ მოყ­ვა სა­ჯა­როდ ივა­ნიშ­ვილ­მა. საქ­მე და­ხუ­რუ­ლი იყო, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მთავ­რო­ბამ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ ზემ­დგო­მე­ბის გა­რე­შე. ზემ­დგო­მებს არ ეხე­ბი­ან. ამ ადა­მი­ა­ნებს იც­ნო­ბენ სხვე­ბი და არა­ვის ეპა­რე­ბა ეჭვი მათ წე­სი­ე­რე­ბა­ში. აი მო­სა­მარ­თლის წე­სი­ე­რე­ბა­ში კი პი­რი­ქით, ბევ­რს.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

ქო­ნე­ბა წაგ­ვარ­თვე­სო წუხ­დით? რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად შე­მომ­ჩი­ო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რომ მი­ვე­დი მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, იგი­ვე ხალ­ხმა დამ­კი­თხა, ვინც და­მი­ჭი­რა და რა­ღაც წა­მარ­თვაო. გვა­წა­მე­სო, ამ­ბობ­დით არა? მწა­მებ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან. არ გაქვთ პრე­ტენ­ზია? ეს იქ­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სრუ­ლი და ამა­ყი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, თუ არ გექ­ნე­ბათ პრო­ტეს­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ. რად­გან თუ არ არის მომ­ჩი­ვა­ნი, არ ყო­ფი­ლა და­ნა­შა­უ­ლი. ნება თქვე­ნია, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გვე­ში­ნი­აო, სი­ყალ­ბე­ში ნუ ჩა­ეფ­ლო­ბით. მუ­რუ­სი­ძე­ე­ბი ირი­ნა ენუ­ქი­ძეს უყუ­რებ­დნენ თვა­ლებ­ში და ხელი არა­ფერ­ზე აკან­კა­ლე­ბი­ათ. სა­სა­ცი­ლოც კია, რომ მე­გო­ნა მო­სა­მარ­თლე კა­ცად იქ­ცე­ო­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად. ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას აშა­ყი­რებს. ჩარ­გეთ თავი სი­ლა­ში, ან არ ჩარ­გოთ.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი:

კრწა­ნი­სი-შინ­დი­სის გზის პირ­ვე­ლი კონ­ტუ­რის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­სა და პირ­ვე­ლა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში 700 ათა­სი ლარი რომ გა­და­ვი­ხა­დეთ და მერე ამ კონ­ტურ­ზე უარი ვთქვით - ეგ სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა არაა? მაგ საქ­მის გამო არ უნდა აგოს ვინ­მემ პა­სუ­ხი? და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ საქ­მი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა? აღ­ძრა­ვენ საქ­მეს? და­ი­ბა­რე­ბენ ნარ­მა­ნი­ას და მის რაზმს? არა ხო? შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი ჰქვია ხომ მა­გას?!

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს 7 წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. 7 წლით, ცი­ხე­ში უნდა იჯ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ალა­სა­ნი­ას ებ­რძვის. ასე მო­უნ­და დას­ჯა. ყვე­ლა­ზე ცუდი მე­თო­დით. გა­უგ­ზავ­ნა ყვე­ლას გზავ­ნი­ლი. ასე მო­გი­ვათ თუ გა­მაბ­რა­ზებ­თო. გაგ­ვა­გე­ბი­ნა ყვე­ლას, რომ სა­სა­მარ­თლო­ში "პრინ­ცი­პუ­ლი" მო­სა­მარ­თლე­ე­ბის იმე­და­დაც არ უნდა ვი­ყოთ. სა­სა­მარ­თლო მთლი­ა­ნად პრო­კუ­რა­ტუ­რის "ჯი­ბე­შია". თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ეს მას არ ეხე­ბა, მაგ­რად ცდე­ბა. ეს ყვე­ლას გვე­ხე­ბა იმი­ტომ, რომ რო­გორც კი არა­სა­სურ­ვე­ლე­ბი გახ­დე­ბით მის­თვის, ერთი კა­ბე­ლი ჯი­ბე­ში თქვენც აღ­მო­გაჩ­ნდე­ბათ. სა­ნამ სხვის უსა­მარ­თლო­ბა­ზე ხმის ამო­ღე­ბას არ და­ვი­წყებთ, მა­ნამ­დე ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხე­ში იქ­ნე­ბა"

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ექ­სპერ­ტი: სა­მარ­ცხვი­ნო!!

ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი, ფი­ლო­სო­ფო­სი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის წევ­რი":

ცუ­დია, თუ ის­ტო­რია კი­დევ და კი­დევ მე­ორ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ვერც დღე­ვან­დე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი ხე­ლი­სუ­ფა­ლი იაზ­რებს, რომ "ჭარბ ნდო­ბას" გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა.

არც კი ვიცი, რა ვთქვა. სულ იმე­დი გაქვს კაცს, რომ ვი­ღაც მა­ინც ის­წავ­ლის ჭკუ­ას და თა­ვის ახი­რე­ბებს არ შე­წი­რავს ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს.

სერ­გი კა­პა­ნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე. სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ამ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­დი­ან ცი­ხე­ში ერთი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სის გამო. ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, იგი­ვე გა­ა­კე­თოს რუს­თა­ვი 2-ის საქ­მე­ზეც.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი:

ოლი­გარ­ქის და მას და­მო­ნე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­რი­გი სი­გი­ჟე, რო­მელ­საც ბოლო 8 ოქ­ტომ­ბერს ექ­ნე­ბა. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სიას სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი მი­ე­მა­ტა. შე­მოდ­გო­მა­ზე ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აფასებენ "ფეისბუქზე":

ზვიად დევდარიანი, სიდა-ს ხელმძღვანელი:

საარჩევნო სამართალი. ყველაფერი წინ დახვდებათ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი:

წერენ ფული მართლა გამქრალიაო. არ ვიცი. შეიძლება. მაგრამ: ამ საქმის დეტალები წინასწარ მოყვა საჯაროდ ივანიშვილმა. საქმე დახურული იყო, ამ ადამიანებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ. ეს ადამიანები ვერაფერს გააკეთებდნენ ზემდგომების გარეშე. ზემდგომებს არ ეხებიან. ამ ადამიანებს იცნობენ სხვები და არავის ეპარება ეჭვი მათ წესიერებაში. აი მოსამართლის წესიერებაში კი პირიქით, ბევრს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ქონება წაგვართვესო წუხდით? რამდენიმე ადამიანი პირადად შემომჩიოდა, პროკურატურაში რომ მივედი მთავრობის ცვლილების შემდეგ, იგივე ხალხმა დამკითხა, ვინც დამიჭირა და რაღაც წამართვაო. გვაწამესო, ამბობდით არა? მწამებლები თავისუფლად დადიან. არ გაქვთ პრეტენზია? ეს იქნება ნაციონალების სრული და ამაყი რეაბილიტაცია, თუ არ გექნებათ პროტესტი პროკურატურის მიმართ. რადგან თუ არ არის მომჩივანი, არ ყოფილა დანაშაული. ნება თქვენია, მაგრამ ნაციონალების დაბრუნების გვეშინიაო, სიყალბეში ნუ ჩაეფლობით. მურუსიძეები ირინა ენუქიძეს უყურებდნენ თვალებში და ხელი არაფერზე აკანკალებიათ. სასაცილოც კია, რომ მეგონა მოსამართლე კაცად იქცეოდა მოულოდნელად. ივანიშვილი ქვეყანას აშაყირებს. ჩარგეთ თავი სილაში, ან არ ჩარგოთ.

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

კრწანისი-შინდისის გზის პირველი კონტურის დაპროექტებასა და პირველადი სამუშაოების შესრულებაში 700 ათასი ლარი რომ გადავიხადეთ და მერე ამ კონტურზე უარი ვთქვით - ეგ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა არაა? მაგ საქმის გამო არ უნდა აგოს ვინმემ პასუხი? დაინტერესდება ამ საქმითაც პროკურატურა? აღძრავენ საქმეს? დაიბარებენ ნარმანიას და მის რაზმს? არა ხო? შერჩევითი სამართალი ჰქვია ხომ მაგას?!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 7 წლით, ციხეში უნდა იჯდნენ ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი ალასანიას ებრძვის. ასე მოუნდა დასჯა. ყველაზე ცუდი მეთოდით. გაუგზავნა ყველას გზავნილი. ასე მოგივათ თუ გამაბრაზებთო. გაგვაგებინა ყველას, რომ სასამართლოში "პრინციპული" მოსამართლეების იმედადაც არ უნდა ვიყოთ. სასამართლო მთლიანად პროკურატურის "ჯიბეშია". თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრად ცდება. ეს ყველას გვეხება იმიტომ, რომ როგორც კი არასასურველები გახდებით მისთვის, ერთი კაბელი ჯიბეში თქვენც აღმოგაჩნდებათ. სანამ სხვის უსამართლობაზე ხმის ამოღებას არ დავიწყებთ, მანამდე ჩვენი თავისუფლება საფრთხეში იქნება"

ელენე ხოშტარია, ექსპერტი: სამარცხვინო!!

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი, "თავისუფალი დემოკრატების წევრი":

ცუდია, თუ ისტორია კიდევ და კიდევ მეორდება. როგორც ჩანს, ვერც დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფალი იაზრებს, რომ "ჭარბ ნდობას" გაფრთხილება უნდა.

არც კი ვიცი, რა ვთქვა. სულ იმედი გაქვს კაცს, რომ ვიღაც მაინც ისწავლის ჭკუას და თავის ახირებებს არ შეწირავს ადამიანების ბედს.

სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი:

სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს საქალაქო სასამართლომ კაბელების საქმეზე. სრული სოლიდარობა ამ ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიდიან ციხეში ერთი ადამიანის პირადი ინტერესის გამო. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სასამართლო ძალიან პოლიტიზებულია და შესაძლებელია, იგივე გააკეთოს რუსთავი 2-ის საქმეზეც.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

ოლიგარქის და მას დამონებული სასამართლოს მორიგი სიგიჟე, რომელსაც ბოლო 8 ოქტომბერს ექნება. პოლიტპატიმრების სიას საქართველოში კიდევ რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი მიემატა. შემოდგომაზე ყველა მათგანი თავისუფალი იქნება!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს