Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე
"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბილ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას", რო­მელ­საც იხი­ლავთ 16 მა­ისს, გა­ზე­თის მე-20 ნო­მერ­ში და ასე­ვე გა­მო­ცე­მის სა­იტ­ზე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან ექ­სკლუ­ზი­უ­რად:

- "არ გვინ­და, ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს არა­ფორ­მა­ლუ­რი ბა­ტო­ნი და მისი გე­მოვ­ნე­ბით ვცხოვ­რობ­დეთ, მი­სი­ვე გე­მოვ­ნე­ბით შექ­მნილ სამ­ყა­რო­ში", - ეს ამო­ნა­რი­დია თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბი­დან, ანუ ღიად და­არ­ტყით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. რა­ტომ? მას მი­იჩ­ნევთ თქვენს მთა­ვარ ოპო­ნენ­ტად?

- ჩემი ოპო­ნენ­ტი არა­ვი­ნაა. ჩემი მი­ზა­ნია, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში დას­რულ­დეს ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გან­ცხა­დე­ბით მე ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, მას მხო­ლოდ სი­მარ­თლე ვუ­თხა­რი, ანუ ის, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

ივა­ნიშ­ვი­ლის პრობ­ლე­მაა ის, რომ სი­მარ­თლის მთქმე­ლი არა ჰყავს და სხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, არ იცის, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ივა­ნიშ­ვილ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ისიც თუ მე­ტყვის, რაში ვცდე­ბი, მის შე­ნიშ­ვნას მი­ვი­ღებ.

მან ქვეყ­ნის­თვის ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა, ქედს ვიხ­რი მისი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის წი­ნა­შე, უამ­რავ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა მარ­თლაც ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მხო­ლოდ აფერ­ხებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ის, რა­საც დღეს აკე­თებს, ერთი ადა­მი­ა­ნის კი არა, სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ "მუ­რუ­სი­ძე ვირუ­სია" გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 მა­ი­სის ნო­მერ­ში და ასე­ვე გა­მო­ცე­მის სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

"ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

მას შემდეგ, რაც ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელსაც იხილავთ 16 მაისს, გაზეთის მე-20 ნომერში და ასევე გამოცემის საიტზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან ექსკლუზიურად:

- "არ გვინდა, ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში", - ეს ამონარიდია თქვენი განცხადებიდან, ანუ ღიად დაარტყით ბიძინა ივანიშვილს. რატომ? მას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ოპონენტად?

- ჩემი ოპონენტი არავინაა. ჩემი მიზანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასრულდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამ განცხადებით მე ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მას მხოლოდ სიმართლე ვუთხარი, ანუ ის, რაც ხდება ქვეყანაში.

ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ სიმართლის მთქმელი არა ჰყავს და სხვა სამყაროში ცხოვრობს, არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ისიც თუ მეტყვის, რაში ვცდები, მის შენიშვნას მივიღებ.

მან ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, უამრავ ადამიანს დაეხმარა მართლაც ურთულეს პერიოდში, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ის, რასაც დღეს აკეთებს, ერთი ადამიანის კი არა, სახელმწიფოს გასაკეთებელია.

იხილეთ ინტერვიუ "მურუსიძე ვირუსია" გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში და ასევე გამოცემის საიტზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."