ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა (Jamala) გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყნის ტიტულიც მოიპოვა. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. ქართველმა კონკურსანტებმა ჯგუფმა Young Georgian Lolitaz რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავეს. გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.
მასშტაბურ კონკურს გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ჰყავდა და ერთ-ერთი მაგალითია ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი. "ჰარი პოტერის" ავტორი აქტიურად გულშემატკივრობდა კონკურსს და მისი ფავორიტი როგორც აღმოჩნდა სწორედ უკრაინელი კონკურსანტი იყო. შექება ბესტსელერი ავტორისგან საქართველომაც დაიმსახურა, მას შემდეგ რაც ნინა სუბლატმა თბილისიდან ჩართვისას ქართული ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადა - საქართველომ უკრაინას 12 ქულა დაუწერა. ამ ინფორმაციის შემდეგ როულინგის ტვიტერზე შემდეგი ტვიტი გაჩნდა: "მომეწონა საქართველოს დამოკიდებულება. 12 ქულა უკრაინას, არც ერთი რუსეთს და თანაც, ამის გამოსაცხადებლად მათ ვამპირი გამოგზავნეს" - წერს მწერალი სოციალურ ქსელში.