უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი შენობიდან გადმოვარდნის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც, თინეიჯერებიც და ზრდასრულებიც. მიზეზი ხან უბედური შემთხვევაა, ხანაც თვითმკვლელობა. ყველა შემთხვევა ბუნებრივია, არც ხმაურდება, არადა არც თუ ისე იშვიათია მსგავსი ფაქტები.
სულ ახლახან ცნობილი მსახიობის, შორება ბეგაშვილის ქალიშვილი გადმოვარდა ფანჯრიდან. საბედნიეროდ, როგორც იშვიათ შემთხვევებში ხდება, გოგონა გადარჩა, თუმცა ყველას არ უმართლებს ასე. არაერთი მცირეწლოვანო გადმოვარდა მაღალი სართულიდან და დაიღუპა. ბევრმა ახალგაზრდამ კი სწორედ ამ გზით არჩია დაესრულებინა სიცოცხლე. რა ხდება სხეულში, როცა სიმაღლიდან ეცემა, როდის არის გადარჩენის შანსი და რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ, სანამ ჩამოვარდნილის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება მოვა.
სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია პირველ რიგში ვარდნის სიმაღლეზე და ზედაპირზე, რომელზეც დაეცემა. რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა პოზაში დაეცა დაზარალებული. ზურგზე დაცემისას გადარჩენის და ნაკლებად დაზიანების შანსი მეტია, თუმცა თუ ადამიანი 25 ან მეტი მეტრ სიმაღლიდან გამოვარდა, დაცემა ყოველთვის გარდაცვალებით მთავრდება.
რა ემართება სხეულს
სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ადამიანი დაცემიდან რამდენიმე წამში ან წუთის განმავლობაში იღუპება. თუ სხეული თავით დაეცა, გადარჩენის შანსი არ არსებობს. თუ ფეხებით დაეცა, პირველ რიგში მუხლის ძვლები იმტვრევა, რომლებიც კუნთოვან ქსოვილებს გლეჯს და გარეთ გამოდის. შემდეგ თეძოს ძვლები ტყდება და ზურგის ტვინის მთლიანობა ირღვევა. ზიანდება სხეულის თითქმის ყველა ორგანო, სკდება ფილტვები, იწყება შინაგანი სისხლდენა. პირველ წამებში ადრენალინის მოჭარბების გამო ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს.
განაგრძეთ კითხვა