პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას არ დასწრებია. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი სპორტის სასახლიდან იუწყება, პარტიის ყრილობაზე მხოლოდ "რესპუბლიკელი" მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი და გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ყრილობაზე მოსაწვევი პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, თუმცა დღეს ის ყრილობას არ დასწრებია.
"ქართული ოცნების" ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი და პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.