ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახლეში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით IV ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე პარტიის წევრებმა ახალი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაამტკიცეს.
"ქართული ოცნების"ყრილობაზე დაგვიანებით მივიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სპორტის სასახლიდან იუწყება, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს პარტიის დელეგატები ტაშით და ფეხზე ადგომით შეხვდნენ.
ასევე იხილეთ: ცნობილი სახეები "ქართული ოცნების" ყრილობაზე