მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით
"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღარ არის კი­ნო­თე­ატ­რში წას­ვლა და ფუ­ლის გა­დახ­და. მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია "და­გუ­გლო" ფილ­მის სა­ხე­ლი და ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბი. ასარ­ჩე­ვი კი მხო­ლოდ ის იქ­ნე­ბა, რო­მელ ვებ-სივ­რცე­ში უყუ­რო ფილ­მს, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც კი­ნო­თე­ატ­რებს რამ­დე­ნი­მე დღე­ში აქვთ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. ეს ერ­თის მხრივ კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია მა­ყუ­რებ­ლის­თვის, თუმ­ცა დიდი დარ­ტყმაა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და კი­ნო­თე­ატ­რე­ბის­თვის.

უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­კუ­თა­რი თუ მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­უ­რი "ბრძო­ლა" მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ე­ბად კი ერ­თის მხრივ ვებ-სივ­რცე­ში მო­თა­მა­შე სა­ი­ტე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის კომ­პა­ნი­აა. სა­კი­თხი კი ასე დგას - უნდა შე­ეძ­ლოთ თუ არა სა­ი­ტებს იმ ფილ­მე­ბის ვებ-სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბა, რო­მელ­თა ლი­ცენ­ზი­ე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მე­ო­რე მხა­რე სო­ლი­დურ თან­ხას იხ­დის.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დე­რებს ვებ-გვერ­დებ­ზე და­უშ­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ზღუდ­ვა მოს­თხო­ვა. ამ შე­ზღუდ­ვის შე­დე­გად სილ­ქნე­ტის მომ­ხმა­რე­ბელს ვებ-სივ­რცე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფილ­მე­ბის სა­იტ­თან www.adjaranet.com წვდო­მა შე­უ­წყდათ. თუმ­ცა, adjaranet.com-მა გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვად იპო­ვა და გვერდს მი­სა­მარ­თი შე­უც­ვა­ლა, ხოლო აწ უკვე აკ­რძა­ლუ­ლი ფილ­მე­ბი სა­იტ­ზე და­ტო­ვა.

AMBEBI.GE სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში არა­ერ­თხელ ეცა­და adjaranet.com-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან პა­სუ­ხი მი­ე­ღო და მათი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ი­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ ისურ­ვა, ამი­ტომ მათ პო­ზი­ცი­ას მა­თი­ვე ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი პოს­ტი­დან ვგე­ბუ­ლობთ, რო­მელ­შიც პორ­ტა­ლი მომ­ხმა­რე­ბელს "გა­ნუ­მარ­ტავს", რომ აკ­რძალ­ვა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია - GDS-ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის, იბე­რია TV-ის მი­მარ­თვის შემ­დეგ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ და­უ­წე­სა კინო-პორ­ტა­ლებს, მათ არ ეხე­ბათ, რად­გან "კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბი, არ ვრცელ­დე­ბა და არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს­თან. ამას­თან, მათ­თვის სა­ჩი­ვა­რით არ მი­უ­მარ­თავს თა­ვად კონ­ტენ­ტის მფლო­ბელს, "იმ ერ­თა­დერთ მხა­რეს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვას სა­კუ­თარ ფილმზე, სე­რი­ალ­ზე და ა.შ. პორ­ტა­ლი აქვე დას­ძენს, რომ მსგავ­სი სა­კი­თხი უნდა გა­ნი­ხი­ლოს არა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ, არა­მედ სა­სა­მარ­თლომ. ამას­თან, adjaranet გა­ნუ­მარ­ტავს თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს, რომ "ჩვენ არ ვართ "პი­რა­ტე­ბი", ჩვენ ვართ სივ­რცე, რო­მელ­საც სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს იმის კე­თე­ბის რა­საც აკე­თებს".

სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­სარ­კვე­ვად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას მივ­მარ­თეთ. სა­უბ­რის და­სა­წყის­ში­ვე ხა­ტია ყუ­რაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის პრესმდი­ვა­ნი გან­მარ­ტავს, რა­ტომ შე­დის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა არა სა­სა­მარ­თლოს არა­მედ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში: "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად გან­მარ­ტე­ბუ­ლი არ აა­რის ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი და­უშ­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ცია. მათ შო­რის არის სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ცე­მუ­ლი პრო­დუქ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად ქვე­ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი არ­სე­ბობს ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. ის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­სას­რუ­ლებ­ლად და კო­მი­სია არის ზე­დამ­ხედ­ვერ­ლი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნის დაც­ვა­ზე მო­ნი­ტო­რინგს. შე­სა­ბა­მი­სად ეს უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ის ფუნ­ქცი­აა და კო­მი­სა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია".

- მი­უ­ხე­და­ვად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მი­მარ­თვი­სა, adjaranet-მა მიდ­გო­მა სა­კი­თხი­სად­მი არ შეც­ვა­ლა და კონ­ტენ­ტი ვებ-გვერ­დი­დან მა­ინც არ მოხ­სნა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა პორ­ტა­ლის ქმე­დე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც კა­ნონ­ზე გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბა?

- თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­თხვე­ვას და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­საც ანუ ვებ-გვერ­დი­სათ­ვის მი­სა­მარ­თის შეც­ვლას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით გა­ა­ტა­რებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს. კო­მი­სი­ის პო­ზი­ცია იგი­ვე იქ­ნე­ბა - რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა შე­იც­ვა­ლოს მი­სა­მარ­თი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა ერთი - აღიკ­ვე­თოს და­უშ­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ცია ვებ-სივ­რცი­დან.

- რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თით­ქოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია მხო­ლოდ adjaranet-ს "ებ­რძვის. სა­ინ­ტე­რე­სოა მი­მარ­თეთ თუ არა სხვა სა­ი­ტებს რო­მელ­თა რი­ცხვიც არ­ცთუ ისე მცი­რეა ვებ-სივ­რცე­ში?

- სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სი­ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვებ-გვერ­დებ­თან და­ი­წყო და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვის წინ. კო­მი­სი­ა­ში შე­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და მათ შო­რის კო­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რე­ბის­თვის ყი­დუ­ლობს ფილ­მებს, წე­რი­ლი. ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ მათ მიერ კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის ვებ-სივ­რცი­დან აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. კო­მი­სი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შედ­გა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ტოპ 10 გვერდთან, მათ შო­რის იყ­ვნენ myvideo, imovies და adjaranet. მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ რომ სა­ჭი­როა სფე­როს მო­წეს­რი­გე­ბა რა­ღაც კუ­თხით და­ი­წყოს. მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა. ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებ­და რომ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მყი­სი­ე­რი ჩა­რე­ვა ვებ-სივ­რცე­ში და სრუ­ლად არა­ლე­გა­ლუ­რი კონ­ტენ­ტის დაბ­ლოკ­ვა არ გა­მო­ვი­დო­და ამ ეტაპ­ზე. ამი­ტომ მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ მოხ­დე­ბო­და მხო­ლოდ იმ პრო­დუქ­ცი­ის აღე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ზეც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი აქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს და კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ას.

14 აპ­რილს კო­მი­სი­ამ მი­მარ­თა myvideo-ს, imovies-ს და adjaranet-ს და უთხრა, რომ 5 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ან წარ­მო­ედ­გი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­ზე, ან აი­ღოთ ვებ სივ­რცი­დან კონ­ტენ­ტი. ორი კომ­პა­ნია და­ე­მორ­ჩი­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნას, ხოლო adjaranet-მა არ აიღო მა­სა­ლა. ამ 5-დღი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ უკვე კო­მი­სი­ამ მი­მარ­თა ჰოს­ტინ­გის პრო­ვა­ი­დერ კმპნა­ნი­ას და მოს­თხო­ვა იმ ლინ­კე­ბის დაბ­ლოკ­ვა, რომ­ლებ­ზეც იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ეს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი.

- რაც შე­ე­ხე­ბა არ­გუ­მენტს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ან თუნ­დაც კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბა და არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს­თან, რამ­დე­ნათ ათა­ვი­სუფ­ლებს ეს ვებ-გვერ­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან?

- სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და თუნ­დაც კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცია ფილ­მს ყი­დუ­ლობს კონ­კრე­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სათ­ვის. ყო­ვე­ლი და­მა­ტე­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დი. მა­გა­ლი­თად კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცია ყი­დუ­ლობს ფილ­მს კი­ნო­თე­ატ­რში გაშ­ვე­ბის­თვის და არა თუნ­დაც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩვე­ნე­ბის­თვის. თუმ­ცა ეს არ ათა­ვი­სუფ­ლებს ვებ-გვერ­დებს იმის­გან, რომ მათ და­იც­ვან სხვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

ასე­ვე იხი­ლეთ: პი­რა­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა იწყე­ბა

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით

"ჩვენ არ ვართ "პირატები", ანუ უყურებთ თუ არა კინოს ქართულ ინტერნეტსივრცეში კანონის გვერდის ავლით

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ფილმის საყურებლად აუცილებელი აღარ არის კინოთეატრში წასვლა და ფულის გადახდა. მარტივად შესაძლებელია "დაგუგლო" ფილმის სახელი და ფართო არჩევანის წინაშე დადგები. ასარჩევი კი მხოლოდ ის იქნება, რომელ ვებ-სივრცეში უყურო ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრებს რამდენიმე დღეში აქვთ დაანონსებული. ეს ერთის მხრივ კარგი გამოსავალია მაყურებლისთვის, თუმცა დიდი დარტყმაა ტელევიზიებისა და კინოთეატრებისთვის.

უკანასკნელი რამდენიმე თვეა, საკუთარი თუ მომხმარებლის უფლებების დასაცავად აქტიური "ბრძოლა" მიმდინარეობს კინოინდუსტრიაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის. დაინტერესებულ მხარეებად კი ერთის მხრივ ვებ-სივრცეში მოთამაშე საიტები, მეორე მხრივ კი ტელევიზიები და კინოდისტრიბუციის კომპანიაა. საკითხი კი ასე დგას - უნდა შეეძლოთ თუ არა საიტებს იმ ფილმების ვებ-სივრცეში განთავსება, რომელთა ლიცენზიების მოსაპოვებლად მეორე მხარე სოლიდურ თანხას იხდის.

რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს ვებ-გვერდებზე დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა მოსთხოვა. ამ შეზღუდვის შედეგად სილქნეტის მომხმარებელს ვებ-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმების საიტთან www.adjaranet.com წვდომა შეუწყდათ. თუმცა, adjaranet.com-მა გამოსავალი მარტივად იპოვა და გვერდს მისამართი შეუცვალა, ხოლო აწ უკვე აკრძალული ფილმები საიტზე დატოვა.

AMBEBI.GE სტატიის მომზადების პროცესში არაერთხელ ეცადა adjaranet.com-ის ადმინისტრაციიდან პასუხი მიეღო და მათი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა საიტის ხელმძღვანელობამ პასუხის გაცემა არ ისურვა, ამიტომ მათ პოზიციას მათივე ფეისბუქის გვერდზე განთავსებული პოსტიდან ვგებულობთ, რომელშიც პორტალი მომხმარებელს "განუმარტავს", რომ აკრძალვა, რომელიც ტელეკომპანია - GDS-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იბერია TV-ის მიმართვის შემდეგ, მარეგულირებელმა კომისიამ დაუწესა კინო-პორტალებს, მათ არ ეხებათ, რადგან "კინოდისტრიბუციის უფლებები, არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტსივრცესთან. ამასთან, მათთვის საჩივარით არ მიუმართავს თავად კონტენტის მფლობელს, "იმ ერთადერთ მხარეს, რომელსაც შეუძლია პრეტენზია გამოთქვას საკუთარ ფილმზე, სერიალზე და ა.შ. პორტალი აქვე დასძენს, რომ მსგავსი საკითხი უნდა განიხილოს არა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, არამედ სასამართლომ. ამასთან,  adjaranet განუმარტავს თავის მომხმარებელს, რომ "ჩვენ არ ვართ "პირატები", ჩვენ ვართ სივრცე, რომელსაც სრული უფლება აქვს იმის კეთების რასაც აკეთებს".

საკითხის სამართლებრივად გასარკვევად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მივმართეთ. საუბრის დასაწყისშივე ხატია ყურაშვილი, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი განმარტავს, რატომ შედის საკითხის განხილვა არა სასამართლოს არამედ მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში: "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თანახმად განმარტებული არ აარის ელექტრონული კომუნიკაციებით გადაცემული დაუშვებელი პროდუქცია. მათ შორის არის საავტორო და მომიჯნავე უფლების გარეშე გადაცემული პროდუქცია. შესაბამისად ქვენორმატიული აქტი არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. ის სავალდებულოა შესასრულებლად და კომისია არის ზედამხედვერლი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის დაცვაზე მონიტორინგს. შესაბამისად ეს უშუალოდ კომისიის ფუნქციაა და კომისაუფლებამოსილია".

- მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიმართვისა, adjaranet-მა მიდგომა საკითხისადმი არ შეცვალა და კონტენტი ვებ-გვერდიდან მაინც არ მოხსნა. შეიძლება თუ არა პორტალის ქმედება შეფასდეს როგორც კანონზე გვერდის ავლის მცდელობა?

- თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას და ამ კონკრეტულ შემთხვევასაც ანუ ვებ-გვერდისათვის მისამართის შეცვლას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლის ინდივიდუალურად და კანონის შესაბამისად მინიჭებული უფლებით გაატარებს შესაბამის ზომებს. კომისიის პოზიცია იგივე იქნება - რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მისამართი მოთხოვნა იქნება ერთი - აღიკვეთოს დაუშვებელი პროდუქცია ვებ-სივრციდან.

- რჩება შთაბეჭდილება თითქოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მხოლოდ adjaranet-ს "ებრძვის. საინტერესოა მიმართეთ თუ არა სხვა საიტებს რომელთა რიცხვიც არცთუ ისე მცირეა ვებ-სივრცეში?

- საკითხთან დაკავშირებით კომისიამ თანამშრომლობა ვებ-გვერდებთან დაიწყო დაახლოებით 7 თვის წინ. კომისიაში შემოვიდა რამდენიმე ტელეკომპანიის და მათ შორის კონოდისტრიბუციის, რომელიც კინოთეატრებისთვის ყიდულობს ფილმებს, წერილი. ისინი მოითხოვდნენ მათ მიერ კანონიერ საფუძველზე შეძენილი პროდუქციის ვებ-სივრციდან აღებაში დახმარებას. კომისიაში რამდენჯერმე შედგა სამუშაო შეხვედრა ტოპ 10 გვერდთან, მათ შორის იყვნენ myvideo, imovies და adjaranet. მხარეები შეთანხმდნენ რომ საჭიროა სფეროს მოწესრიგება რაღაც კუთხით დაიწყოს. მათ თანამშრომლობაზეც გამოთქვეს მზადყოფნა. ყველა აცნობიერებდა რომ საქართველოს სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად მყისიერი ჩარევა ვებ-სივრცეში და სრულად არალეგალური კონტენტის დაბლოკვა არ გამოვიდოდა ამ ეტაპზე. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა მხოლოდ იმ პროდუქციის აღება გარკვეული დროის განმავლობაში, რაზეც ძვირადღირებული ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული ტელეკომპანიებს და კინოდისტრიბუციას.

14 აპრილს კომისიამ მიმართა myvideo-ს, imovies-ს და adjaranet-ს და უთხრა, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ან წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია საავტორო უფლებაზე, ან აიღოთ ვებ სივრციდან კონტენტი. ორი კომპანია დაემორჩილა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნას, ხოლო adjaranet-მა არ აიღო მასალა. ამ 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ უკვე კომისიამ მიმართა ჰოსტინგის პროვაიდერ კმპნანიას და მოსთხოვა იმ ლინკების დაბლოკვა, რომლებზეც იყო განთავსებული ეს კონკრეტული პროდუქტი.

- რაც შეეხება არგუმენტს, რომ ტელეკომპანიების ან თუნდაც კინოდისტრიბუციის უფლებები არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტსივრცესთან, რამდენათ ათავისუფლებს ეს ვებ-გვერდებს პასუხისმგებლობისგან?

- სხვადასხვა ტელევიზიები და თუნდაც კინოდისტრიბუცია ფილმს ყიდულობს კონკრეტული დანიშნულებისათვის. ყოველი დამატებითი დანიშნულება არის დამატებითი გადასახადი. მაგალითად კინოდისტრიბუცია ყიდულობს ფილმს კინოთეატრში გაშვებისთვის და არა თუნდაც ტელევიზორში ჩვენებისთვის. თუმცა ეს არ ათავისუფლებს ვებ-გვერდებს იმისგან, რომ მათ დაიცვან სხვისი კანონიერი ინტერესები.

ასევე იხილეთ: პირატული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

ჯონი პატარკაციშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია