კასპის აგრარული ბაზრის 40-მდე მოვაჭრემ პროტესტის ნიშნად სავაჭრო დახლები დატოვა და პროდუქტის გასაყიდად ქუჩაში გადაინაცვლა. ამ გზას მოვაჭრეებმა მას შემდეგ მიმართეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ქალაქის საკრებულო, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
"რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ, აეკრძალა გარევაჭრობა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. გარემოვაჭრები მყიდველს ჩვენამდე არ უშვებენ, ჩვენ კი პროდუქტს ვერ ვყიდით და გვიფუჭდება. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამასთან ერთად, ბაზრის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ დახლის ქირას მაინც გვახდევინებს, ოჯახებს ვეღარ ვინახავთ" - ამბობს ბაზრის მოვაჭრე რუსუდან ქუტაშვილი.
მოვაჭრეების პროტესტს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოეხმაურა.