პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა
გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა

30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას და ხვდე­ბა, რომ ჯერ ღი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შე­უქ­მნია. აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აქვთ აზრი, რომ მათი დრო წა­ვი­და და უნდა შე­ე­გუ­ონ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ას, რო­მელ­თაც და­ამ­ტკი­ცეს, რომ რა­ი­მე ახ­ლის და­წყე­ბა არა­სო­დეს არის გვი­ან და წარ­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოვა.

რეი კრო­კი, McDonald's-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - 52 წლამ­დე ქა­ღალ­დის ჭი­ქებს ჰყიდ­და

"1954 წელს 52 წლის ვი­ყა­ვი. დი­ა­ბე­ტი და ართრი­ტი მა­წუ­ხებ­და. ნაღ­ვლის ბუშ­ტი და ფა­რი­სე­ბუ­რი ჯირ­კვლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამო­მაჭ­რეს, მაგ­რამ მო­მავ­ლის მწამ­და", - ასე იხ­სე­ნებ­და სა­ბე­დის­წე­რო მო­მენტს რეი კრო­კი, რო­დე­საც ის ძმებ მაკ­დო­ნალ­დებს შეხ­ვდა. უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად, რეის ყურ­თას­მე­ნა აკ­ლდა და დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნიც არ იყო. კრო­კი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­ლდათ, რომ­ლის სა­წარ­მო­ე­ბი ერთი მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით კრახს გა­ნიც­დი­და. რო­დე­საც 1954 წელს "მაკ­დო­ნალდსის" გა­სავ­რცე­ლებ­ლად ლი­ცენ­ზი­ის­თვის 15 ათა­სი დო­ლა­რი დას­ჭირ­და, ის ყვე­ლა ბან­კმა უა­რით გა­ის­ტუმ­რა და სახ­ლი­სა და და­ზღვე­ვის გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბა მო­უხ­და. მას მერე რეი კროკ­მა კი­დევ 30 წელი იცო­ცხლა და 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რიც გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

ჰარ­ლანდ დე­ვიდ სან­დერ­სი (პოლ­კოვ­ნი­კი სან­დერ­სი), KFC - 40 წლის ასაკ­ში მო­ი­ფიქ­რა შემ­წვა­რი ქათ­მის მომ­ზა­დე­ბა მისი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის კლი­ენ­ტე­ბის­თვის

სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: მან ნა­ად­რე­ვად და­კარ­გა მამა, დედა ბევ­რს მუ­შა­ობ­და, თა­ვად კი ოჯახ­ში კვე­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ჰარ­ლან­დმა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, 12 წლის იყო, რო­დე­საც სახ­ლი­დან წა­ვი­და, რად­გან მა­მი­ნაც­ვალ­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პოლ­კოვ­ნი­კი სან­დერ­სი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. "მი­მაჩ­ნია, რომ შემ­წვა­რი წი­წი­ლა ამე­რი­კუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ ზის შენს სუფ­რას­თან - მეფე, ბოსი თუ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი. თუ სტუ­მა­რი გეწ­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა გა­უ­მას­პინ­ძლდე", - ამ­ბობ­და სან­დერ­სი.

ჯოან რო­უ­ლინ­გი, "ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტო­რი

31 წლამ­დე მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის იმედ­ზე ცხოვ­რობ­და. ჯო­ანს რო­მა­ნის იდეა 1990 წელს გა­უჩ­ნდა, მომ­დევ­ნო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ქმარს გა­ე­ყა­რა და სამ­სა­ხუ­რიც და­კარ­გა. ცხოვ­რობ­და სი­ღა­რი­ბე­ში, სა­ნამ 1997 წელს სე­რი­ის პირ­ვე­ლი რო­მა­ნი არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დღეს ჯოან რო­უ­ლინ­გი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ავ­ტო­რია, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მან გა­ი­ა­რა გზა სი­ღა­რი­ბი­დან მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რო­ბამ­დე.

ამან­სიო ორ­ტე­გა, Zara-ს მფლო­ბე­ლი - 37 წლამ­დე მა­ღა­ზი­ა­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და

ამან­სი­ოს ოჯა­ხი იმ­დე­ნად ღა­რი­ბი იყო, რომ ბი­ჭუ­ნამ სკო­ლაც კი ვერ და­ამ­თავ­რა და 13 წლი­დან პე­რან­გე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში კუ­რი­ე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 37 წლის იყო, რო­დე­საც ტრი­კო­ტა­ჟის პირ­ვე­ლი ფაბ­რი­კა გახ­სნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ამან­სიო მე­უღ­ლეს­თან, რო­სა­ლი­ას­თან ერ­თად ხა­ლა­თებს, ღა­მის პე­რან­გებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულს კე­რავ­და სა­კუ­თარ სახ­ლში. ერთხელ კლი­ენ­ტმა თეთ­რე­უ­ლის მსხვი­ლი პარ­ტი­ის შეკ­ვე­თა გა­ა­უქ­მა და მე­უღ­ლე­ებ­მა ბიზ­ნე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტეს სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მის გა­ყიდ­ვა. ამ­გვა­რად, 1975 წელს მათ პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია Zorba გახ­სნეს. იმ დრო­ის­თვის ამან­სიო 40 წლის იყო. 2012 წელს კი სა­ა­გენ­ტო Bloomberg-მა ორ­ტე­გა ევ­რო­პის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა - მის ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი ბრენ­დე­ბია Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

ჰა­რი­სონ ფორ­დი, მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი - 30 წლამ­დე დურ­გა­ლი იყო

1968 წელს ჰა­რი­სონ ფორ­დი ფილმში "ზაბ­რის­კი პო­ინ­ტი" გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ ყვე­ლა სცე­ნა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამო­იჭ­რა. ამის შემ­დეგ ფორდმა გა­და­წყვი­ტა თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის და დურ­გლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­ნამ ის რე­ჟი­სორ­მა ჯორჯ ლუ­კას­მა არ შე­ნიშ­ნა და ფილმში "ამე­რი­კუ­ლი გრა­ფი­ტი" არ მი­იწ­ვია. ჰა­რი­სონ ფორ­დი იმ დროს 30 წლის იყო.

ჰენ­რი ფორ­დი, Ford Motor Company-ს შემ­ქმნე­ლი - თა­ვი­სი კომ­პა­ნია 40 წლის ასაკ­ში და­ა­ფუძნა

ჰენ­რი ფორ­დი ირ­ლან­დი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და დეტ­რო­ი­ტში გა­ემ­გზავ­რა სა­მუ­შა­ოდ. 36 წლამ­დე ედი­სო­ნის კომ­პა­ნი­ა­ში ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და. 30 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აა­წყო, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია კი მხო­ლოდ 40 წლის ასაკ­ში და­ა­ფუძნა. კომ­პა­ნი­ას დიდი წარ­მა­ტე­ბა 1908 წელს მო­დე­ლის Ford T გა­მოშ­ვე­ბამ მო­უ­ტა­ნა, იმ მო­მენ­ტის­თვის ჰენ­რი ფორ­დი 45 წლის იყო.

ურ­სუ­ლა ბერნ­სი, Xerox-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - 32 წლამ­დე კომ­პა­ნია Xerox-ში და­ბალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და

ურ­სუ­ლა მა­ნ­ჰე­ტე­ნის ღა­რიბ რა­ი­ონ­ში, ქვე­და ისთ-სა­იდ­ში და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბა უპო­ვარ­თა სახ­ლში გა­ა­ტა­რა. მან გა­ნათ­ლე­ბა 1980 წელს მი­ი­ღო და კომ­პა­ნი­ა­ში Xerox სტა­ჟი­ო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 2009 წელს კი ურ­სუ­ლა ბერნ­სი კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ქალი გახ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ კორ­პო­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ან­დრეა ბო­ჩე­ლი, მომ­ღე­რა­ლი - 33 წლამ­დე ბა­რებ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და

ან­დრე­ამ 12 წლის ასაკ­ში მხედ­ვე­ლო­ბა მთლი­ა­ნად და­კარ­გა. ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­და, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ამის­თვის ბო­ჩე­ლი ტუ­რინ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებს ცნო­ბილ ტე­ნორ­ტან გა­დი­ო­და, სა­ღა­მო­ო­ბით კი ხან ბა­რებ­ში უკ­რავ­და, ხა­ნაც კი ფორ­ტე­პი­ა­ნოს გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად.

1992 წელს ან­დრეა ბო­ჩე­ლიმ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა მოს­მე­ნა ცნო­ბილ იტა­ლი­ელ როკ-ვარ­სკვლავ­თან - ზუ­კე­როს­თან. ამის შემ­დეგ, სიმ­ღე­რის დე­მო­ჩა­ნა­წე­რი ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის­თან მოხ­ვდა და ან­დრეა კა­რი­ე­რის მწვერ­ვალ­ზე ავი­და. ამ­ჟა­მად ის ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და სა­ო­პე­რო მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რია.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა

გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა

30 წელს მიტანებული ბევრი ადამიანი კრიტიკულად აფასებს საკუთარ ცხოვრებას და ხვდება, რომ ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია. აკვიატებული აქვთ აზრი, რომ მათი დრო წავიდა და უნდა შეეგუონ არსებულ ვითარებას. გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის ისტორიას, რომელთაც დაამტკიცეს, რომ რაიმე ახლის დაწყება არასოდეს არის გვიან და წარმატება აუცილებლად მოვა.

რეი კროკი, McDonald's-ის დამფუძნებელი - 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ჰყიდდა

"1954 წელს 52 წლის ვიყავი. დიაბეტი და ართრიტი მაწუხებდა. ნაღვლის ბუშტი და ფარისებური ჯირკვლის უდიდესი ნაწილი ამომაჭრეს, მაგრამ მომავლის მწამდა", - ასე იხსენებდა საბედისწერო მომენტს რეი კროკი, როდესაც ის ძმებ მაკდონალდებს შეხვდა. უამრავ დაავადებასთან ერთად, რეის ყურთასმენა აკლდა და დიდი ფულის პატრონიც არ იყო. კროკი ბიზნესმენი გახლდათ, რომლის საწარმოები ერთი მეორეს მიყოლებით კრახს განიცდიდა. როდესაც 1954 წელს "მაკდონალდსის" გასავრცელებლად ლიცენზიისთვის 15 ათასი დოლარი დასჭირდა, ის ყველა ბანკმა უარით გაისტუმრა და სახლისა და დაზღვევის გირაოში ჩადება მოუხდა. მას მერე რეი კროკმა კიდევ 30 წელი იცოცხლა და 600 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა.

ჰარლანდ დევიდ სანდერსი (პოლკოვნიკი სანდერსი), KFC - 40 წლის ასაკში მოიფიქრა შემწვარი ქათმის მომზადება მისი ბენზინგასამართი სადგურის კლიენტებისთვის

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის დამფუძნებელს საინტერესო ისტორია აქვს: მან ნაადრევად დაკარგა მამა, დედა ბევრს მუშაობდა, თავად კი ოჯახში კვებაზე იყო პასუხისმგებელი. ჰარლანდმა 10 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, უამრავი სამსახური გამოიცვალა, 12 წლის იყო, როდესაც სახლიდან წავიდა, რადგან მამინაცვალთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ პოლკოვნიკი სანდერსი ამერიკული ოცნების განსახიერებაა. "მიმაჩნია, რომ შემწვარი წიწილა ამერიკული სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ზის შენს სუფრასთან - მეფე, ბოსი თუ უბრალო ადამიანი. თუ სტუმარი გეწვია, აუცილებლად კარგად უნდა გაუმასპინძლდე", - ამბობდა სანდერსი.

ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერის" ავტორი

31 წლამდე მარტოხელა დედა იყო, რომელიც სოციალური დახმარების იმედზე ცხოვრობდა. ჯოანს რომანის იდეა 1990 წელს გაუჩნდა, მომდევნო 7 წლის განმავლობაში ის ქმარს გაეყარა და სამსახურიც დაკარგა. ცხოვრობდა სიღარიბეში, სანამ 1997 წელს სერიის პირველი რომანი არ გამოაქვეყნა. დღეს ჯოან როულინგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ავტორია, რამდენიმე წელიწადში მან გაიარა გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე.

ამანსიო ორტეგა, Zara-ს მფლობელი - 37 წლამდე მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა

ამანსიოს ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ბიჭუნამ სკოლაც კი ვერ დაამთავრა და 13 წლიდან პერანგების მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა. 37 წლის იყო, როდესაც ტრიკოტაჟის პირველი ფაბრიკა გახსნა. თავდაპირველად, ამანსიო მეუღლესთან, როსალიასთან ერთად ხალათებს, ღამის პერანგებსა და ქალის თეთრეულს კერავდა საკუთარ სახლში. ერთხელ კლიენტმა თეთრეულის მსხვილი პარტიის შეკვეთა გააუქმა და მეუღლეებმა ბიზნესის გადასარჩენად თავადვე გადაწყვიტეს საკუთარი ნაწარმის გაყიდვა. ამგვარად, 1975 წელს მათ პირველი მაღაზია Zorba გახსნეს. იმ დროისთვის ამანსიო 40 წლის იყო. 2012 წელს კი სააგენტო Bloomberg-მა ორტეგა ევროპის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა - მის ჰოლდინგში შემავალი ბრენდებია Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

ჰარისონ ფორდი, მსახიობი და პროდიუსერი - 30 წლამდე დურგალი იყო

1968 წელს ჰარისონ ფორდი ფილმში "ზაბრისკი პოინტი" გადაიღეს, მაგრამ ყველა სცენა მისი მონაწილეობით ამოიჭრა. ამის შემდეგ ფორდმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა მსახიობობისთვის და დურგლად დაიწყო მუშაობა, სანამ ის რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა არ შენიშნა და ფილმში "ამერიკული გრაფიტი" არ მიიწვია. ჰარისონ ფორდი იმ დროს 30 წლის იყო.

ჰენრი ფორდი, Ford Motor Company-ს შემქმნელი - თავისი კომპანია 40 წლის ასაკში დააფუძნა

ჰენრი ფორდი ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ყმაწვილობაში სახლიდან გაიქცა და დეტროიტში გაემგზავრა სამუშაოდ. 36 წლამდე ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. 30 წლის იყო, როდესაც პირველი ავტომობილი ააწყო, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 40 წლის ასაკში დააფუძნა. კომპანიას დიდი წარმატება 1908 წელს მოდელის Ford T გამოშვებამ მოუტანა, იმ მომენტისთვის ჰენრი ფორდი 45 წლის იყო.

ურსულა ბერნსი, Xerox-ის გენერალური დირექტორი - 32 წლამდე კომპანია Xerox-ში დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა

ურსულა მანჰეტენის ღარიბ რაიონში, ქვედა ისთ-საიდში დაიბადა და ბავშვობა უპოვართა სახლში გაატარა. მან განათლება 1980 წელს მიიღო და კომპანიაში Xerox სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. 2009 წელს კი ურსულა ბერნსი კომპანიის გენერალური დირექტორი და პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც ამერიკულ კორპორაციას ხელმძღვანელობდა.

ანდრეა ბოჩელი, მომღერალი - 33 წლამდე ბარებში ფორტეპიანოზე უკრავდა

ანდრეამ 12 წლის ასაკში მხედველობა მთლიანად დაკარგა. ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა, საოპერო მომღერალი გამხდარიყო. ამისთვის ბოჩელი ტურინში გაემგზავრა, სადაც ვოკალის გაკვეთილებს ცნობილ ტენორტან გადიოდა, საღამოობით კი ხან ბარებში უკრავდა, ხანაც კი ფორტეპიანოს გაკვეთილებს ატარებდა ფულის საშოვნელად.

1992 წელს ანდრეა ბოჩელიმ წარმატებით გაიარა მოსმენა ცნობილ იტალიელ როკ-ვარსკვლავთან - ზუკეროსთან. ამის შემდეგ, სიმღერის დემოჩანაწერი ლუჩანო პავაროტისთან მოხვდა და ანდრეა კარიერის მწვერვალზე ავიდა. ამჟამად ის ცნობილი შემსრულებელი და საოპერო მუსიკის პოპულარიზატორია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს