"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

ამ ცოტა ხნის წინ სტატია მოვამზადე საქართველოში მოღვაწე უცხოელ მოცეკვავეებზე, რის შემდეგაც გაჩნდა აზრი, რომ დავინტერესებულიყავი იმ ქართველი მოცეკვავეებითაც, რომლებმაც პირიქით საქართველო დატოვეს და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. როგორც შევიტყვე, მათი უმრავლესობა მეზობელ თურქეთსა და ჩინეთში არიან დასაქმებულნი. ჩემმა რესპონდენტებმა უკეთესი მომავლის იმედით, 10 წლის წინ დატოვეს საქართველო.

ლადო წითაშვილი (მოცეკვავე):

- 6 წლიდან ვცეკავ. პროფესიონალურ სცენაზე, როგორც სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 18 წლისა დავდექი. დღეს 34 წლის გახლავართ. 2006 წელს წამოვედი საქართველოდან და აღმოვჩნდი ძალიან ლამაზ შოუში, სახელად: "ანატოლიის ცეცხლი ტროა". ამ შოუსთან ერთად კონცერტები მქონდა 50-ზე მეტ ქვეყანაში. ახლაც ტურნეზე ვართ გერმანიაში, აქედან არგენტინაში მივემგზავრებით, არგენტინიდან ჩილეში. წელიწადში დაახლოებით 230 კონცერტი მაინც გვაქვს. ახლა ამ ტურნეში 8 ქართველი ვმონაწილეობთ.

რთულ დროს მომიწია ქართულ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა. მაშინ, როცა ხელფასს ვიზუალური დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე მატერიალური. მე კი ბინა არ მქონდა, ქირით ვცხოვრობდი. ამ ფონზე ფიზიკური პორბლემები შემექნა, ჩემმა ქორეოგრაფმა ზაალ ჭუმბურიძემ ხან ერთ ექიმთან მიმიყვანა, ხანაც მეორესთან, წამლებიც მიყიდა, მატერიალურადაც დამეხმარა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მისნაირი ადამიანები არსებობენ. მაშინ მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი, რომ პროფესიისთვის თავი არ დამენებებინა და მატერიალურადაც სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი სხვა ქვეყანაში ბედის ცდა იქნებოდა. ასე აღმოვჩნდი თურქეთში. აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია