მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...
35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...

35 წლის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ღა­მე­ბას ელო­და, რომ ტე­ლე­ვი­ზორს მის­ხდო­მოდ­ნენ და თა­სის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნა­ლი­სათ­ვის ეყუ­რე­ბი­ნათ. ელოდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბას, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის თა­ვის გა­საც­ნო­ბად. იმ დროს ფეხ­ბურ­თი ერთი იშ­ვი­ა­თი "გა­მო­ნა­თე­ბა" იყო (ქარ­თულ ფოლკ­ლორ­თან ერ­თად), ჰოდა ამ ფეხ­ბურ­თის ფლაგ­მა­ნი ეი­მე­დე­ბო­და ხალ­ხს...

1981 წლის 13 მა­ისს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო", იე­ნის "კარლ ცა­ისს" ხვდე­ბო­და

"დი­ნა­მო" მა­შინ ქარ­თუ­ლი სული იყო, ის გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, გუნ­დი. ხალ­ხი "დი­ნა­მოს" თა­მა­ში­დან-თა­მა­შამ­დე არ­სე­ბობ­და. წა­გე­ბა - ტრა­გე­დია, მო­გე­ბა ზე­ი­მი იყო. დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბა, მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­თან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ უცხო ქვეყ­ნის გუნ­დებს, მე­ო­რე დღეს ვმარ­თავთ დე­ბა­ტებს, "ბარ­სა" ჯობ­და თუ "რე­ა­ლი"?! "ბა­ი­ერ­ნი" უკე­თეს ფორ­მა­შია თუ "ინ­ტე­რი". ადრე ასე არ იყო, რად­გან მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს "დი­ნა­მო" ჰყავ­და, გუნ­დი, რო­მე­ლიც "რე­ალ­საც" უგებ­და და "ინ­ტერ­საც". ის "დი­ნა­მო" ძა­ლი­ან დიდი იყო ქარ­თუ­ლი მას­შტა­ბის­თვის, აკი გა­აც­ნო კი­დეც თავი მთელ მსოფ­ლი­ოს. ფეხ­ბურ­თის მხცო­ვან უცხო­ელ გულ­შე­მატ­კივ­რებს დღემ­დე ახ­სოვთ "დი­ნა­მოს" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს. "დი­ნა­მოს" თა­მა­ში არა­სო­დეს იყო წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი, ეს იყო იმპრო­ვი­ზა­ცი­ის და ნი­ჭის ზე­ი­მი.

35 წლის წინ, თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მთე­ლი ერი გა­რეთ გა­მო­ვი­და, არა­ვინ და­გი­დევ­დათ, რომ სახლ-კარი ცა­რი­ე­ლი რჩე­ბო­და. იმ წუ­თებ­ში სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა სირ­ცხვი­ლი იყო და ყვე­ლა ქუ­ჩის­კენ გარ­ბო­და. არა­და, სტა­ტის­ტი­კას თუ ვენ­დო­ბით, 1981 წლის 13 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ნა­შა­უ­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ეს იყო უდი­დე­სი ზე­ი­მის წამი.

სამ­წუ­ხა­როდ, მას მერე ქარ­თულ ფეხ­ბურთში ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო კრი­ზი­სი და დღემ­დე ამ ერთი დიდი გა­მარ­ჯვე­ბით ვი­წო­ნებთ თავს. ძვე­ლი თა­ო­ბა ნიშ­ნის­მო­გე­ბით გვე­უბ­ნე­ბა - "ეჰ, ჩვენ დროს რომ ფეხ­ბურ­თი იყო, მა­გის­თა­ნა ახლა სა­დაა". ვერც ვამ­ბობთ ვე­რა­ფერს, ან რო­გორ უნდა უთხრა, როცა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნა­ხავს ყი­ფი­ა­ნის, შენ­გე­ლი­ას, და­რა­სე­ლი­ას, გუ­ცა­ე­ვის და სხვა­თა სა­ო­ცა­რი თა­მა­შე­ბი.

მა­შინ­დე­ლი "დი­ნა­მო" დღე­ვან­დელ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, ლაღს, ლა­მაზს, ტექ­ნი­კურს, გა­აზ­რე­ბულს. ამი­ტო­მაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მთელ საბ­ჭო­ეთ­ში სა­კუ­თა­რი სტი­ლით და მა­ნე­რით.

ალ­ბათ გავა წლე­ბი და დღეს არ­სე­ბულ უტო­პი­ურ იდე­ას - დრო­ის მან­ქა­ნას, ფრთე­ბი შე­ეს­ხმე­ბა და რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა, არ ვიცი იმ დროს ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი თუ არა, მაგ­რამ თუ ამ წამს მო­ვეს­წა­რი და ამ მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ვიცი რა­საც ვი­ნატ­რებ: ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას გო­ლის გა­ტა­ნის მო­მენ­ტში სტა­დი­ონ­ზე ჯდო­მას. გო­ლის, რომ­ლის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რა­საც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ვარ­სკვლა­ვი მო­ა­წერ­და ხელს, გო­ლის, რო­მელ­მაც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ზო­მე­ლი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა და მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვით ამა­ყე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ეს იყო 1981 წლის 13 მა­ისს. ამ უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბი­დან 35 წელი გა­ვი­და.

PS. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში უფრო დიდ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მარ­ჯვე­ბებ­ზეც მოგ­ვი­წევს წერა. 

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...

35 წლის წინ, 13 მაისს მთელი საქართველო დაღამებას ელოდა...

35 წლის წინ მთელი საქართველო დაღამებას ელოდა, რომ ტელევიზორს მისხდომოდნენ და თასის მფლობელთა თასის ფინალისათვის ეყურებინათ. ელოდნენ გამარჯვებას, მთელი მსოფლიოსათვის თავის გასაცნობად. იმ დროს ფეხბურთი ერთი იშვიათი "გამონათება" იყო (ქართულ ფოლკლორთან ერთად), ჰოდა ამ ფეხბურთის ფლაგმანი ეიმედებოდა ხალხს...

1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამო", იენის "კარლ ცაისს" ხვდებოდა

"დინამო" მაშინ ქართული სული იყო, ის გაცილებით მეტი იყო ქართველებისთვის, ვიდრე უბრალოდ, გუნდი. ხალხი "დინამოს" თამაშიდან-თამაშამდე არსებობდა. წაგება - ტრაგედია, მოგება ზეიმი იყო. დღევანდელი თაობა, მხოლოდ ტელევიზორთან ვგულშემატკივრობთ უცხო ქვეყნის გუნდებს, მეორე დღეს ვმართავთ დებატებს, "ბარსა" ჯობდა თუ "რეალი"?! "ბაიერნი" უკეთეს ფორმაშია თუ "ინტერი". ადრე ასე არ იყო, რადგან მაშინ საქართველოს "დინამო" ჰყავდა, გუნდი, რომელიც "რეალსაც" უგებდა და "ინტერსაც". ის "დინამო" ძალიან დიდი იყო ქართული მასშტაბისთვის, აკი გააცნო კიდეც თავი მთელ მსოფლიოს. ფეხბურთის მხცოვან უცხოელ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ "დინამოს" ჩატარებული საფეხბურთო სპექტაკლები, რომლებიც არასოდეს ჰგავდა ერთმანეთს. "დინამოს" თამაში არასოდეს იყო წინასწარ დადგმული, ეს იყო იმპროვიზაციის და ნიჭის ზეიმი.

35 წლის წინ, თამაშის დასრულებისთანავე მთელი ერი გარეთ გამოვიდა, არავინ დაგიდევდათ, რომ სახლ-კარი ცარიელი რჩებოდა. იმ წუთებში სახლში გაჩერება სირცხვილი იყო და ყველა ქუჩისკენ გარბოდა. არადა, სტატისტიკას თუ ვენდობით, 1981 წლის 13 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული არ დაფიქსირებულა, ეს იყო უდიდესი ზეიმის წამი.

სამწუხაროდ, მას მერე ქართულ ფეხბურთში ეტაპობრივად დაიწყო კრიზისი და დღემდე ამ ერთი დიდი გამარჯვებით ვიწონებთ თავს. ძველი თაობა ნიშნისმოგებით გვეუბნება - "ეჰ, ჩვენ დროს რომ ფეხბურთი იყო, მაგისთანა ახლა სადაა". ვერც ვამბობთ ვერაფერს, ან როგორ უნდა უთხრა, როცა ადამიანს საკუთარი თვალით უნახავს ყიფიანის, შენგელიას, დარასელიას, გუცაევის და სხვათა საოცარი თამაშები.

მაშინდელი "დინამო" დღევანდელ ფეხბურთს თამაშობდა, ლაღს, ლამაზს, ტექნიკურს, გააზრებულს. ამიტომაც გამოირჩეოდნენ მთელ საბჭოეთში საკუთარი სტილით და მანერით.

ალბათ გავა წლები და დღეს არსებულ უტოპიურ იდეას - დროის მანქანას, ფრთები შეესხმება და რეალობად იქცევა, არ ვიცი იმ დროს ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ თუ ამ წამს მოვესწარი და ამ მანქანით გასეირნების საშუალება მომეცა, ვიცი რასაც ვინატრებ: ვიტალი დარასელიას გოლის გატანის მომენტში სტადიონზე ჯდომას. გოლის, რომლის საშემსრულებლო მანერასაც მსოფლიოს ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს, გოლის, რომელმაც მთელ საქართველოს განუზომელი სიხარული მიანიჭა და მოგვცა საშუალება, საკუთარი თავით ამაყები ვყოფილიყავით. ეს იყო 1981 წლის 13 მაისს. ამ უდიდესი გამარჯვებიდან 35 წელი გავიდა.

PS. იმედია, მომავალში უფრო დიდ საფეხბურთო გამარჯვებებზეც მოგვიწევს წერა. 

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია