პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება
ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება

მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნებს ერთი რამ აერ­თი­ა­ნებს: მათ კლეპ­ტოკ­რა­ტე­ბი მარ­თა­ვენ. "ქურ­დუ­ლი რე­ჟი­მის" აპო­თე­ო­ზი ფი­ლი­პი­ნე­ლი დიქ­ტა­ტო­რის, მარ­კო­სის ოჯა­ხი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც იპა­რავ­და ყვე­ლა­ფერს, რაც ხელთ მოხ­ვდე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ "წარ­მა­ტე­ბას" ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მის­მა მე­უღ­ლემ, იმელ­დამ მი­აღ­წია - 14-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, მან გლა­მუ­რულ ნივ­თებ­ზე 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

მე­დი­ის­გან კარ­გა ხნის მი­ვი­წყე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რის მე­უღ­ლე კვლავ მოხ­ვდა პრე­სის ფურ­ცლებ­ზე: მა­ნი­ლას ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის რე­ვი­ზი­ის დროს სიძ­ვე­ლის­გან და სი­ნეს­ტის­გან დამ­პა­ლი 1220 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც იმელ­დას ეკუთ­ვნო­და.

მარ­კო­სის რე­ჟი­მის ის­ტო­რია კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. 1965 წელს ფერ­დი­ნანდ მარ­კო­სი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, 1969 წელს - მე­ო­რე ვა­დით. მე­სა­მე ვა­დით არ­ჩე­ვა მას არ ეღირ­სა და 1972 წელს გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა - კონ­სტი­ტუ­ცია თა­ვის თავ­ზე მო­ირ­გო. პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ცი­ხე­ში გა­ამ­წე­სა, ფი­ლი­პი­ნებ­ში დამ­ყარ­და დიქ­ტა­ტუ­რა. თუმ­ცა, ეკო­ნო­მი­კა­ში მარ­კოს­მა ნა­ცი­ო­ნალ-ლი­ბე­რა­ლიზ­მი და­ნერ­გა (ამ პროგ­რა­მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ეკო­ნო­მი­კუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი" ეწო­დე­ბო­და). აკ­რძა­ლუ­ლი იყო პროფ­კავ­ში­რე­ბი და გა­ფიც­ვე­ბი - მოკ­ლედ, "მდიდ­რე­ბო, გამ­დიდ­რდით!".

რო­გორც მე­სა­მე სამ­ყა­როს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, აქაც მთა­ვარ კა­პი­ტა­ლის­ტად "პრე­ზი­დენ­ტის" სა­ნა­თე­საო კლა­ნი გახ­და. მაგ­რამ მარ­კო­სე­ბის ოჯა­ხი მხო­ლოდ "ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნო­პო­ლი­ე­ბის", უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის მმარ­თვე­ლო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლა, არა­მედ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ქურ­დო­ბა­საც მიჰ­ყო ხელი. დიქ­ტა­ტო­რის ჩა­მოგ­დე­ბის შემ­დეგ, 1986 წელს, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ და­ით­ვა­ლა, რომ მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მან და მის­მა ოჯახ­მა ღა­რი­ბი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მო­ი­პა­რა (დღე­ვან­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი). თუმ­ცა, დიქ­ტა­ტო­რის მომ­ხრე­ებ­მა ეს ციფ­რი გა­აპ­რო­ტეს­ტეს, და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მან "მხო­ლოდ და მხო­ლოდ 3,5 მი­ლი­არ­დი მო­ი­პა­რა".

რო­გორც მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რე­ჟი­მის მმარ­თვე­ლო­ბა გლა­მურ­ში ჩა­ეფ­ლო - გან­სა­კუთ­რე­ბით იმელ­და. შე­სა­ნიშ­ნავ­მა გა­ნათ­ლე­ბამ და ღვთის­მო­სა­ო­ბამ ვერ შე­ა­ჩე­რა მისი კლეპ­ტოკ­რა­ტად გა­დაქ­ცე­ვა. ყვე­ლა­ზე მწი­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მი­ნი­მუმ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებ­ში. წე­ლი­წად­ში 15-20-ჯერ ნიუ იორკსა და ევ­რო­პა­ში დაფ­რი­ნავ­და სა­შო­პინ­გოდ. ნა­ვაჭ­რის სა­შუ­ა­ლო ჩეკი 1-2 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და, თუმ­ცა იყო რე­კორ­დუ­ლიც - 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მა­ნი­ლა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლებს შე­ად­გენ­და მისი კო­ლექ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც 2700 წყვილს ით­ვლი­და. დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ეს რე­კორ­დი ვე­რა­ვინ მოხ­სნა. რა თქმა უნდა, ფეხ­საც­მე­ლი Haute couture გახ­ლდათ, უმე­ტე­სო­ბა შეკ­ვე­თით შე­კე­რი­ლი. კო­ლექ­ცია 6-8 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სეს.

მაგ­რამ ფეხ­საც­მე­ლი მხო­ლოდ ნა­წი­ლია დიქ­ტა­ტო­რის მე­უღ­ლის მდიდ­რუ­ლი გარ­დე­რო­ბი­დან. მას 36 ქურ­ქი ჰქონ­და (თი­თოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი დო­ლა­რი). და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მი, რომ­ლის გა­ტა­ნაც მან აშშ-ში შეძ­ლო. უძ­ვირ­ფა­სე­სი ავე­ჯი (ძი­რი­თა­დად ან­ტიკ­ვა­რუ­ლი), და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ხა­ლი­ჩა და გო­ბე­ლე­ნი, ოქ­როს ონ­კა­ნე­ბი... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა­ყობ­და ის ძვე­ლე­ბუ­რი ევ­რო­პუ­ლი მა­ნუს­კრიპ­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ით (300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის).

რო­გორც ყვე­ლა პა­ტივ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ანს ჩვე­ვია, იმელ­და­მაც ვერ აუ­ა­რა გვერ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­დი­დე­ბას - მხატ­ვრებს პორ­ტრე­ტებს უკ­ვე­თავ­და. ერთ-ერთი პორ­ტრე­ტის­თვის მან მხატ­ვარს 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. სხვა­თა შო­რის, მის სა­ძი­ნე­ბელს ნენ­სი და რო­ნალდ რე­ი­გა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი ამ­შვე­ნებ­და, რო­მელ­თაც იმელ­და თა­ვის კერ­პებს უწო­დებ­და.

სწო­რედ ამე­რი­კე­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს მარ­კო­სე­ბი გაშ­მა­გე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის­გან 1986 წელს. ცოლ-ქმა­რი და ოჯა­ხუ­რი კლა­ნის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აშშ-ში და­ბი­ნავ­და. ფი­ლი­პი­ნე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი წყვი­ლის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვ­დნენ ამე­რი­კა­ში მა­ინც, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბის გან­დევ­ნით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. ამე­რი­კე­ლებ­მა მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლეს - ფერ­დი­ნან­დსა და იმელ­დას სა­სა­მარ­თლო მო­უ­წყვეს და... გა­ა­მარ­თლეს სა­თა­ნა­დო სამ­ხი­ლის არ­ქო­ნის გამო. მა­ლე­ვე დიქ­ტა­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა, იმელ­და კი ფი­ლი­პი­ნებს გა­დას­ცეს, სა­დაც 9 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ მას კა­სა­ცია შე­ე­ხო და ცოტა ხან­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმელ­დამ პი­რო­ბა დადო, რომ ნა­ქურ­და­ლის ნა­წილს და­აბ­რუ­ნებ­და. და­აბ­რუ­ნა 350 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მელ­საც ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში ინა­ხავ­და.

2010 წელს "მად­ლი­ერ­მა" ფი­ლი­პი­ნე­ლებ­მა იმელ­და მარ­კო­სი პარ­ლა­მენ­ტში აირ­ჩი­ეს. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კი ფი­ლი­პი­ნე­ბის პრო­ვინ­ცი­ის, ილო­კოს ნორ­ტეს გუ­ბერ­ნა­ტო­რად. ვაჟი - ფერ­დი­ნანდ მარ­კოს უმ­ცრო­სიც აქ­ტი­უ­რად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვად დიქ­ტა­ტო­რი ფერ­დი­ნან­დის ნეშ­ტი დიქ­ტა­ტო­რის სამ­შობ­ლო­ში, მავ­ზო­ლე­უმ­ში ინა­ხე­ბა - ყო­ველ მის და­ბა­დე­ბის დღეს აქ გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, მას ბალ­ზა­მი­რე­ბა იგი­ვე ადა­მი­ან­მა ჩა­უ­ტა­რა, რო­მელ­მაც მაო ძე­დუ­ნი და ხო ში მინი "გა­ა­პა­ტი­ოს­ნა".

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება

ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება

მესამე სამყაროს ქვეყნებს ერთი რამ აერთიანებს: მათ კლეპტოკრატები მართავენ. "ქურდული რეჟიმის" აპოთეოზი ფილიპინელი დიქტატორის, მარკოსის ოჯახი გახლავთ, რომელიც იპარავდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა. განსაკუთრებულ "წარმატებას" ამ საქმიანობაში მისმა მეუღლემ, იმელდამ მიაღწია - 14-წლიანი მმართველობის პერიოდში, მან გლამურულ ნივთებზე 1 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მედიისგან კარგა ხნის მივიწყებული ყოფილი დიქტატორის მეუღლე კვლავ მოხვდა პრესის ფურცლებზე: მანილას ეროვნული მუზეუმის რევიზიის დროს სიძველისგან და სინესტისგან დამპალი 1220 წყვილი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლებიც იმელდას ეკუთვნოდა.

მარკოსის რეჟიმის ისტორია კარგად არის ცნობილი. 1965 წელს ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს, 1969 წელს - მეორე ვადით. მესამე ვადით არჩევა მას არ ეღირსა და 1972 წელს გადატრიალება მოახდინა - კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო. პოლიტიკური კონკურენტები ციხეში გაამწესა, ფილიპინებში დამყარდა დიქტატურა. თუმცა, ეკონომიკაში მარკოსმა ნაციონალ-ლიბერალიზმი დანერგა (ამ პროგრამას ოფიციალურად "ეკონომიკური ნაციონალიზმი" ეწოდებოდა). აკრძალული იყო პროფკავშირები და გაფიცვები - მოკლედ, "მდიდრებო, გამდიდრდით!".

როგორც მესამე სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, აქაც მთავარ კაპიტალისტად "პრეზიდენტის" სანათესაო კლანი გახდა. მაგრამ მარკოსების ოჯახი მხოლოდ "ბუნებრივი მონოპოლიების", უძრავი ქონებისა და ვაჭრობის მმართველობით არ შემოიფარგლა, არამედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურდობასაც მიჰყო ხელი. დიქტატორის ჩამოგდების შემდეგ, 1986 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ დაითვალა, რომ მმართველობის პერიოდში მან და მისმა ოჯახმა ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი დოლარი მოიპარა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი). თუმცა, დიქტატორის მომხრეებმა ეს ციფრი გააპროტესტეს, და ამტკიცებდნენ, რომ მან "მხოლოდ და მხოლოდ 3,5 მილიარდი მოიპარა".

როგორც მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რეჟიმის მმართველობა გლამურში ჩაეფლო - განსაკუთრებით იმელდა. შესანიშნავმა განათლებამ და ღვთისმოსაობამ ვერ შეაჩერა მისი კლეპტოკრატად გადაქცევა. ყველაზე მწირი მონაცემებით, 14 წლის განმავლობაში მან მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი დახარჯა ფუფუნების საგნებში. წელიწადში 15-20-ჯერ ნიუ იორკსა და ევროპაში დაფრინავდა საშოპინგოდ. ნავაჭრის საშუალო ჩეკი 1-2 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა იყო რეკორდულიც - 9 მილიონი დოლარის ოდენობით.

მანილაში აღმოჩენილი გაფუჭებული ფეხსაცმელები ნახევარზე ნაკლებს შეადგენდა მისი კოლექციიდან, რომელიც 2700 წყვილს ითვლიდა. დღემდე მსოფლიოში ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა. რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი Haute couture გახლდათ, უმეტესობა შეკვეთით შეკერილი. კოლექცია 6-8 მილიონ დოლარად შეაფასეს.

მაგრამ ფეხსაცმელი მხოლოდ ნაწილია დიქტატორის მეუღლის მდიდრული გარდერობიდან. მას 36 ქურქი ჰქონდა (თითოს ღირებულება დაახლოებით 50 ათასი დოლარი). დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი, რომლის გატანაც მან აშშ-ში შეძლო. უძვირფასესი ავეჯი (ძირითადად ანტიკვარული), დაახლოებით 1000 ხალიჩა და გობელენი, ოქროს ონკანები... განსაკუთრებულად ამაყობდა ის ძველებური ევროპული მანუსკრიპტების კოლექციით (300 მილიონი დოლარის ღირებულების).

როგორც ყველა პატივმოყვარე ადამიანს ჩვევია, იმელდამაც ვერ აუარა გვერდი საკუთარი თავის განდიდებას - მხატვრებს პორტრეტებს უკვეთავდა. ერთ-ერთი პორტრეტისთვის მან მხატვარს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. სხვათა შორის, მის საძინებელს ნენსი და რონალდ რეიგანის პორტრეტები ამშვენებდა, რომელთაც იმელდა თავის კერპებს უწოდებდა.

სწორედ ამერიკელებმა გადაარჩინეს მარკოსები გაშმაგებული ოპოზიციისგან 1986 წელს. ცოლ-ქმარი და ოჯახური კლანის რამდენიმე წარმომადგენელი აშშ-ში დაბინავდა. ფილიპინელი დემოკრატები წყვილის გასამართლებას ითხოვდნენ ამერიკაში მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ტერიტორიიდან ამერიკული ბაზების განდევნით იმუქრებოდნენ. ამერიკელებმა მოთხოვნა შეასრულეს - ფერდინანდსა და იმელდას სასამართლო მოუწყვეს და... გაამართლეს სათანადო სამხილის არქონის გამო. მალევე დიქტატორი გარდაიცვალა, იმელდა კი ფილიპინებს გადასცეს, სადაც 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მას კასაცია შეეხო და ცოტა ხანში გაათავისუფლეს. იმელდამ პირობა დადო, რომ ნაქურდალის ნაწილს დააბრუნებდა. დააბრუნა 350 მილიონი დოლარი, რომელსაც ის შვეიცარიაში ინახავდა.

2010 წელს "მადლიერმა" ფილიპინელებმა იმელდა მარკოსი პარლამენტში აირჩიეს. მისი ქალიშვილი კი ფილიპინების პროვინციის, ილოკოს ნორტეს გუბერნატორად. ვაჟი - ფერდინანდ მარკოს უმცროსიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავად დიქტატორი ფერდინანდის ნეშტი დიქტატორის სამშობლოში, მავზოლეუმში ინახება - ყოველ მის დაბადების დღეს აქ გრანდიოზული ღონისძიებები ტარდება. სხვათა შორის, მას ბალზამირება იგივე ადამიანმა ჩაუტარა, რომელმაც მაო ძედუნი და ხო ში მინი "გააპატიოსნა".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე