ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა პარიზში ერთად შენიშნეს და ჭორებიც მათი შერიგების შესახებ დასავლურ პრესას მოედო. ”ძალიან კარგ განწყობაზე იყვნენ. იცინოდნენ და მხიარულობდნენ. დაცვა არ ახლდათ”, - განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალ People-სთან საუბარში.
წყვილი, რომელმაც განქორწინების შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადა, სამი შვილის, 10 წლის ვაიოლეტის, 7 წლის სერაფინას და 4 წლის სემუელის გამო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. ისინი ამჟამად ლონდონში ცხოვრობენ, სანამ ბენ აფლეკი იქ ფილმ ”სამართლიანობის ლიგას” იღებს.
წყვილთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალს განუცხადა, რომ აფლეკს ყოფილი ცოლის უკან დაბრუნება სურს. გარნერს და აფლეკს დაშორების მიზეზი არ დაუსახელებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი აფლეკის ღალატი იყო ბავშვების ძიძასთან. ”ჯენიფერი ჯერ არ არის მზად ბენთან შესარიგებლად. ბენს მარტო ყოფნა არ გამოსდიოდა და არც ახლა გამოსდის, მაგრამ თავის თავზე მუშაობს,” - ამბობს ოჯახის მეგობარი.
მომზადებულია nydailynews.com-ს მიხედვით.