მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია
ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია

2016 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ. ნიკა კო­ჩა­როვ­მა და ჯგუფ­მა Young Georgian Lolitaz-მა გუ­შინ, 12 მა­ისს, ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტური წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შია.

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე 18 კონ­კურ­სან­ტი­დან ფი­ნალ­ში 10 გა­და­ვი­და. ეს ქვეყ­ნე­ბია: ლატ­ვია, სა­ქარ­თვე­ლო, ბულ­გა­რე­თი, ავ­სტრა­ლია, უკ­რა­ი­ნა, სერ­ბე­თი, პო­ლო­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, ლიტ­ვა, ბელ­გია.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჟი­უ­რიმ და ევ­რო­პელ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ხმის მი­ცე­მის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად, გა­მო­ავ­ლი­ნეს. 10 მა­ისს პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან ფი­ნალ­ში გა­და­ვიდ­ნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, უნ­გრე­თი, სომ­ხე­თი, ხორ­ვა­ტია, კვიპ­რო­სი, ავ­სტრია, მალ­ტა, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა.

"ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის წე­სის თა­ნახ­მად, ფი­ნალ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დი­ან მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის (შვე­დე­თი) და ე. წ. დიდი ხუ­თე­უ­ლის - გერ­მა­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, ეს­პა­ნე­თის, იტა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი 20 შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რე­ბი­დან შე­ირ­ჩა.

იხი­ლეთ Young Georgian Lolitaz-ის გა­მოს­ვლა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"

2016 წლის ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ნიკა კო­ჩა­რო­ვი და ჯგუ­ფი Young Georgian Lolitaz კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში 23-ე ნომ­რად იმ­ღე­რე­ბენ. ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი 14 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა. შოუს და­სას­რულს, 14 მა­ისს, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ფი­ნა­ლის­ტი ქვე­ყა­ნა რი­გით 62-ე ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძლის სტა­ტუსს მო­ი­პო­ვებს. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის წე­სებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა­ში.

"წინა წლებ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის ხმის მი­ცე­მის შე­დე­გე­ბი ერ­თი­ა­ნად, პრინ­ცი­პით (50/50%-ზე) იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. წელს კი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის ვერ­დიქ­ტე­ბი შოუს ფი­ნალ­ში ცალ-ცალ­კე გა­მო­ცხად­დე­ბა. ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა სცე­ნა­ზე ბოლო კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა და 15 წუთს გაგ­რძელ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი ქვეყ­ნი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი და ჟი­უ­რი შე­ა­ფა­სე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ებს 1-დან 8, 10, 12 - მდე ქუ­ლა­თა სის­ტე­მით. შე­დე­გე­ბი ცალ-ცალ­კე გა­მო­ცხად­დე­ბა.

ხმის მი­ცე­მის ამ გარ­თუ­ლე­ბულ სის­ტე­მა­ში შე­დე­გე­ბის შოუს დას­რუ­ლე­ბამ­დე პროგ­ნო­ზი­რე­ბა (წინა კონ­კურ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით) რთუ­ლი იქ­ნე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბას შოუს და­სას­რულს წამ­ყვა­ნე­ბი გა­ახ­მი­ა­ნე­ბენ. მო­ნა­ცე­მე­ბის დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­ვი­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეც - Eurovision.tv", - გან­მარ­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია

ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია

2016 წლის "ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები ფინალში გავიდნენ. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა გუშინ, 12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ეს ქვეყნებია: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ბელგია.

გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს. 10 მაისს პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.

იხილეთ Young Georgian Lolitaz-ის გამოსვლა "ევროვიზიაზე"

2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz კონკურსის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებენ. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება. შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს. ამასთან, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.

"წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდება. ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური შეაფასებენ მონაწილეებს 1-დან 8, 10, 12 - მდე ქულათა სისტემით. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების შოუს დასრულებამდე პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთული იქნება. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ. მონაცემების დეტალურად გაცნობა შესაძლებელი იქნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზეც - Eurovision.tv", - განმარტავენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება