ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტს ესწრება, ქართულ დიასპორას მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ქართველი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი, რომელმაც ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი შეიძინა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმა ამ წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენს.
1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო განაგრძეთ კითხვა