ზურაბ ტყემალაძე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლებს

ზურაბ ტყემალაძე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლებს

"მრეწველთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელ გიორგი ბახტურიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტყემალაძემ ბახტურიძის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განუცხადა. ბახტურიძის მტკიცებით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიას ზურაბ ტყემალაძე ლობირებს.

"აუცილებლად ვუჩივლებ, რა თქმა უნდა, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. მტკნარი სიცრუე ილაპარაკა. გვარიც კი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მაგასაც გავიგებ. რაც შეეხება ბრალდებას, მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თამბაქოს ინდუსტრიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მქონია არასდროს. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა, მათ შორის არც მე. მტკნარი სიცრუე იყო. მოთმენაც კი არ შეიძლებოდა მისი საუბრის და ვუთხარი, რომ შევხვდებით სასამართლოში. სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს მის განცხადებაზე", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."