სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში
უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში

მომ­ღე­რა­ლი ნინო ძო­წე­ნი­ძე და მისი მე­უღ­ლე, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე, შვილ­თან, სან­დროს­თან ერ­თად ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კი­თხი გი­გამ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და აჭა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბი­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი ბინა და­ახ­ვედ­რა. ნინო ეზო­ი­ან, გამ­წვა­ნე­ბულ სახლზე ოც­ნე­ბობს. ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად მომ­ღე­რალ­მა პრო­ექტ "ერთი ერ­თში" მო­გე­ბუ­ლი ბინა გა­ყი­და და კერ­ძო სახ­ლის შე­ძე­ნას ახლო მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს.

- 17 წლი­დან ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში. სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ მქონ­და, ამი­ტომ ქი­რით ვცხოვ­რობ­დი. როცა გი­გას გავ­ყე­ვი ცო­ლად, იმის მე­რეც რა­ღაც პე­რი­ო­დი ქი­რით ვი­ცხოვ­რეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად თბი­ლი­სის ყვე­ლა უბან­ში მაქვს ნა­ცხოვ­რე­ბი. ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა უცხო არა­ვის­თვი­საა. ქუ­თა­ის­ში ორი­ვეს გვქონ­და სახ­ლი, როცა თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით, არც მა­მა­ჩემს და არც გი­გას მა­მას არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ­თვის ბინა ეყი­დათ. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქ ხე­დავთ, ძა­ლი­ან დიდი შრო­მის და წვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა ჩემ­მა მე­უღ­ლემ. ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ გვე­ღირ­სა სახ­ლი, რის­თვი­საც მად­ლო­ბა უფალს და გი­გას. მის ყიდ­ვა­ში და გე­რე­მონ­ტე­ბა­ში მე არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­მი­ძღვის.

ყიდ­ვა, რე­მონ­ტი, დი­ზა­ი­ნი ყვე­ლა­ფე­რი გი­გამ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. მხო­ლოდ ბუ­ხა­რია ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი. უნდა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო ეს ტი­ხა­რი, ძა­ლი­ან ვთხო­ვე, ამ ად­გი­ლას ბუ­ხა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ყო­ველ­თვის მინ­დო­და ბუ­ხა­რი გვქო­ნო­და. სხვა­თა შო­რის, აქ უგემ­რი­ე­ლე­სი მწვა­დე­ბი იწ­ვე­ბა.

როცა გი­გამ რე­მონ­ტი და­ი­წყო აჭა­რა­ში ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი და უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი სახ­ლი დამ­ხვდა, ბარ­გიც კი გად­მო­ე­ტა­ნა. უკვე ორი წე­ლია აქ ვცხოვ­რობთ. როცა ამ სახლზე ვსა­უბ­რობ, ცოტა უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს. მე აქ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამი­ტომ ბევ­რსაც ვერ ვი­სა­უბ­რებ. არ იფიქ­როთ, რომ ზარ­მა­ცი ვარ ან დე­დო­ფა­ლი­ვით ვცხოვ­რობ, უბ­რა­ლოდ გი­გას უყარს ყვე­ლაფ­რის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. რჩე­ვა რომც მკი­თხოს, ბო­ლოს მა­ინც ისე გა­ა­კე­თებს რო­გორც თვი­თონ უნდა. ამი­ტომ ვენ­დე და მი­ვუშ­ვი სა­კუ­თარ ნე­ბა­ზე. მეც, როცა რა­მეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვა­კე­თებ, არ მიყ­ვარს, რომ მე­რე­ვი­ან. ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან სულსწრა­ფი ვარ და ვცდი­ლობ საქ­მე მალე და­ვას­რუ­ლო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში

უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში

მომღერალი ნინო ძოწენიძე და მისი მეუღლე, მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, შვილთან, სანდროსთან ერთად ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში ცხოვრობენ. სახლის მშენებლობა-რემონტის საკითხი გიგამ საკუთარ თავზე აიღო და აჭარიდან დაბრუნებულ საყვარელ მეუღლეს გემოვნებით მოწყობილი, კომფორტული ბინა დაახვედრა. ნინო ეზოიან, გამწვანებულ სახლზე ოცნებობს. ოცნების ასასრულებლად მომღერალმა პროექტ "ერთი ერთში" მოგებული ბინა გაყიდა და კერძო სახლის შეძენას ახლო მომავალში გეგმავს.

- 17 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. საკუთარი სახლი არ მქონდა, ამიტომ ქირით ვცხოვრობდი. როცა გიგას გავყევი ცოლად, იმის მერეც რაღაც პერიოდი ქირით ვიცხოვრეთ. ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანში მაქვს ნაცხოვრები. ნაქირავებ სახლში ცხოვრება უცხო არავისთვისაა. ქუთაისში ორივეს გვქონდა სახლი, როცა თბილისში გადმოვედით, არც მამაჩემს და არც გიგას მამას არ ჰქონდათ საშუალება ჩვენთვის ბინა ეყიდათ. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ძალიან დიდი შრომის და წვალების შემდეგ მოახერხა ჩემმა მეუღლემ. ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა სახლი, რისთვისაც მადლობა უფალს და გიგას. მის ყიდვაში და გერემონტებაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის.

ყიდვა, რემონტი, დიზაინი ყველაფერი გიგამ აიღო საკუთარ თავზე. მხოლოდ ბუხარია ჩემი ინიციატივით გაკეთებული. უნდა გაუქმებულიყო ეს ტიხარი, ძალიან ვთხოვე, ამ ადგილას ბუხარი გაეკეთებინა, რადგან ყოველთვის მინდოდა ბუხარი გვქონოდა. სხვათა შორის, აქ უგემრიელესი მწვადები იწვება.

როცა გიგამ რემონტი დაიწყო აჭარაში ვიყავი. ჩამოვედი და უკვე გამზადებული სახლი დამხვდა, ბარგიც კი გადმოეტანა. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ. როცა ამ სახლზე ვსაუბრობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. მე აქ არაფერი გამიკეთებია, ამიტომ ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ ან დედოფალივით ვცხოვრობ, უბრალოდ გიგას უყარს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. რჩევა რომც მკითხოს, ბოლოს მაინც ისე გააკეთებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ვენდე და მივუშვი საკუთარ ნებაზე. მეც, როცა რამეს ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, არ მიყვარს, რომ მერევიან. ხასიათით ძალიან სულსწრაფი ვარ და ვცდილობ საქმე მალე დავასრულო... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია