პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები

- მე და ლე­ი­ლამ ერ­თმა­ნე­თი ჩემი მე­გობ­რი­სა და მისი დე­ი­დაშ­ვი­ლის ოჯახ­ში გა­ვი­ცა­ნით. სუფ­რას­თან მსხდო­მებს, ეს გო­გო­ნა გვამ­ხი­ა­რუ­ლებ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, იუ­მო­რით სავ­სე ბავ­შვი იყო. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავ­და და უკ­რავ­და პი­ა­ნი­ნო­ზე. წა­მებ­ში მომ­ხიბ­ლა, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, მას­ზე მხო­ლოდ ისე მე­ფიქ­რა, რო­გორც ბავ­შვზე, ჩემს პა­ტა­რა და­ი­კო­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ის ხომ ჩემი მე­გობ­რის და­ი­კო იყო და ამი­ტო­მაც!

- ბავ­შვს რა­ტომ ეძახ­დით, თქვენ­ზე რამ­დე­ნი წლით პა­ტა­რა იყო?

- მე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ის კი სკო­ლის მოს­წავ­ლე გახ­ლდათ, მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა, ჩემს თა­ნა­ტოლ გო­გო­ნებს ტოლს არა­ფერ­ში უდებ­და. ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც ზრდას­რუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქალი. ამი­ტო­მაც მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. და­თოს ჯგუ­ფე­ლე­ბი მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მას მერე, როცა ქე­იფს ვმარ­თავ­დით, ლე­ი­ლა­საც ყველ­გან ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დით. თუმ­ცა, დათო თხოვ­ნას ხში­რად არ გვის­რუ­ლებ­და, იშ­ვი­ა­თად თუ წა­მო­იყ­ვან­და სად­მე: შე­მეშ­ვით, სხვი­სი ძი­ძა­ო­ბა კი არა, გარ­თო­ბა მინ­და. ისიც მე­ყო­ფა, წლე­ბის წინ მის აკ­ვანს რომ მარ­წე­ვი­ნებ­დნენ, გა­სარ­თო­ბად მო­წა­დი­ნე­ბულ ბავ­შვსო... მოკ­ლედ, ლე­ი­ლა თან­და­თან უფრო და უფრო მე­ტად იჭ­რე­ბო­და ჩემს გულ­ში, გო­ნე­ბა­ში. მას­ზე ფიქ­რი არ მშორ­დე­ბო­და და ეს ტან­ჯვად მექ­ცა. ვერ ვბე­დავ­დი, პა­ტა­რა გო­გო­ნას სიყ­ვა­რულ­ში სა­კუ­თარ თავ­საც კი გა­მოვ­ტყდო­მო­დი, არა­თუ სხვის­თვის მეთ­ქვა რა­ი­მე. მისი სიყ­ვა­რუ­ლით, სხვა გო­გო­ებს ვეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­დი, გი­ჟი­ვით. მინ­დო­და, ასე­თი საქ­ცი­ე­ლით და­მე­ვი­წყე­ბი­ნა ლე­ი­ლა, მაგ­რამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ყვე­ლა გო­გო­ში მის თვი­სე­ბებს ამა­ოდ ვე­ძებ­დი... ამ ტან­ჯვა­ში გა­დი­ო­და თვე­ე­ბი და ერთხე­ლაც, როცა ლე­ი­ლამ სახ­ლში და­მი­რე­კა, ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. მო­მი­კი­თხა: რო­გორ ხარ? თქვენ­თან ერ­თად დროს ტა­რე­ბა მო­მე­ნატ­რაო. ისე და­ვი­ბე­ნი, არც კი ვი­ცო­დი, ამ კარ­გად ნაც­ნო­ბი გო­გო­ნას­თვის რა უნდა მეთ­ქვა. ისევ თვი­თონ ლა­პა­რა­კობ­და, ჩემს პა­სუ­ხებს არ უც­დი­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვდე­ბო­და, რომ მას­თან ვმორ­ცხვობ­დი და ამი­ტომ. მთხო­ვა, და­თოს­თან გა­მო­ი­ა­რე, დღეს იქ ვიქ­ნე­ბი და გნა­ხავ. ოღონდ, რომ და­გი­რე­კე, ეს არ უთხრა, მე­რი­დე­ბაო.

- წახ­ვე­დით მის სა­ნა­ხა­ვად?

- რა თქმა უნდა, წა­ვე­დი. აბა, რა მო­მას­ვე­ნებ­და? იქ ყოფ­ნი­სას მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად არ და­ვუ­ბა­რე­ბი­ვარ, მას ჩემ მი­მართ სიმ­პა­თია ჰქონ­და. სუ­ლაც რომ არა­ფე­რი მი­კი­თხავს, თა­ვი­სი სკო­ლის ამ­ბებს მო­მიყ­ვა, მერე "სუ­ლელ" თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზეც ილა­პა­რა­კა. ბო­ლოს დე­ი­და­მის­მა უთხრა და­თოს: ამ გო­გოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე. მიდი სკო­ლა­ში და გა­ი­გე, რა ხდე­ბა. მგო­ნი, ვი­ღაც ცუ­დად დას­დევს და ეს შტე­რი არ მო­ა­ტყუ­ო­სო... და­თოს დე­დის ეს სი­ტყვე­ბი და­ვი­ჭი­რე და როცა მე­გო­ბარ­თან ერ­თად, მარ­ტო დავ­რჩი, შევ­თა­ვა­ზე: თუ გინ­და, სკო­ლა­ში გა­მოგ­ყვე­ბი-მეთ­ქი. გა­ი­ცი­ნა: ვიცი, რა კუ­ჭიც გეწ­ვი­სო. თა­ვის დაძ­ვრე­ნა-გა­მარ­თლე­ბა ვცა­დე, მაგ­რამ მივ­ხვდი, სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტი იყო. რაც უფრო მეტს ვლა­პა­რა­კობ­დი, ჩემი ძმა­კა­ცი მით უფრო მეტს იცი­ნო­და. ბო­ლოს გავ­ჩუმ­დი და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ვი­ბუ­სე. და­თოს ხმას აღარ ვცემ­დი. მა­შინ მი­თხრა: განა ვერ ვხვდე­ბი, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­წონთ? ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბი და სა­წი­ნა­აღ­მდე­გოც არა­ფე­რი მაქვს, სა­სი­ძოდ მომ­წონ­ხა­რო. როცა ნახა, თვა­ლე­ბი გა­მიბრწყინ­და, ისიც დას­ძი­ნა: ხვალ სკო­ლა­ში საქ­მის გა­სარ­კვე­ვად თა­ვად წახ­ვალ და ყვე­ლა­ფერს უჩე­მოდ მო­აგ­ვა­რებ, რო­გორც მისი

შეყ­ვა­რე­ბუ­ლიო. ისე დამ­ტო­ვა, სი­ტყვაც არ მათ­ქმე­ვი­ნა. მე­ო­რე დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ წავ­სულ­ვარ, და­თო­სი მე­რი­დე­ბო­და. სა­ღა­მოს შინ და­მი­რე­კა, - თუ სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბას არ აპი­რებ, ჩემი სი­ტყვე­ბიც და­ი­ვი­წყეო. მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში წა­ვე­დი, მა­ღალკ­ლა­სელ ბი­ჭებს და­ვე­ლა­პა­რა­კე და გა­ვარ­კვიე, ვინც აწუ­ხებ­და ჩემს გო­გოს. მერე იმ ბი­ჭ­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე და გა­ვაფრ­თხი­ლე, ლე­ი­ლას ახ­ლოს არ გაჰ­კა­რე­ბო­და. ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები

"გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი" - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები

- მე და ლეილამ ერთმანეთი ჩემი მეგობრისა და მისი დეიდაშვილის ოჯახში გავიცანით. სუფრასთან მსხდომებს, ეს გოგონა გვამხიარულებდა. ძალიან ლამაზი, იუმორით სავსე ბავშვი იყო. შესანიშნავად ცეკვავდა და უკრავდა პიანინოზე. წამებში მომხიბლა, მაგრამ ვცდილობდი, მასზე მხოლოდ ისე მეფიქრა, როგორც ბავშვზე, ჩემს პატარა დაიკოზე. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი მეგობრის დაიკო იყო და ამიტომაც!

- ბავშვს რატომ ეძახდით, თქვენზე რამდენი წლით პატარა იყო?

- მე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ის კი სკოლის მოსწავლე გახლდათ, მეცხრეკლასელი, მაგრამ მიუხედავად არასრულწლოვნებისა, ჩემს თანატოლ გოგონებს ტოლს არაფერში უდებდა. ისე გამოიყურებოდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი. ამიტომაც მიიქცია ჩვენი ყურადღება. დათოს ჯგუფელები მისით აღფრთოვანებულები ვიყავით და მას მერე, როცა ქეიფს ვმართავდით, ლეილასაც ყველგან ვეპატიჟებოდით. თუმცა, დათო თხოვნას ხშირად არ გვისრულებდა, იშვიათად თუ წამოიყვანდა სადმე: შემეშვით, სხვისი ძიძაობა კი არა, გართობა მინდა. ისიც მეყოფა, წლების წინ მის აკვანს რომ მარწევინებდნენ, გასართობად მოწადინებულ ბავშვსო... მოკლედ, ლეილა თანდათან უფრო და უფრო მეტად იჭრებოდა ჩემს გულში, გონებაში. მასზე ფიქრი არ მშორდებოდა და ეს ტანჯვად მექცა. ვერ ვბედავდი, პატარა გოგონას სიყვარულში საკუთარ თავსაც კი გამოვტყდომოდი, არათუ სხვისთვის მეთქვა რაიმე. მისი სიყვარულით, სხვა გოგოებს ვეფლირტავებოდი, გიჟივით. მინდოდა, ასეთი საქციელით დამევიწყებინა ლეილა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა გოგოში მის თვისებებს ამაოდ ვეძებდი... ამ ტანჯვაში გადიოდა თვეები და ერთხელაც, როცა ლეილამ სახლში დამირეკა, ყურებს არ დავუჯერე. მომიკითხა: როგორ ხარ? თქვენთან ერთად დროს ტარება მომენატრაო. ისე დავიბენი, არც კი ვიცოდი, ამ კარგად ნაცნობი გოგონასთვის რა უნდა მეთქვა. ისევ თვითონ ლაპარაკობდა, ჩემს პასუხებს არ უცდიდა. სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ მასთან ვმორცხვობდი და ამიტომ. მთხოვა, დათოსთან გამოიარე, დღეს იქ ვიქნები და გნახავ. ოღონდ, რომ დაგირეკე, ეს არ უთხრა, მერიდებაო.

- წახვედით მის სანახავად?

- რა თქმა უნდა, წავედი. აბა, რა მომასვენებდა? იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ტყუილად არ დავუბარებივარ, მას ჩემ მიმართ სიმპათია ჰქონდა. სულაც რომ არაფერი მიკითხავს, თავისი სკოლის ამბებს მომიყვა, მერე "სულელ" თაყვანისმცემლებზეც ილაპარაკა. ბოლოს დეიდამისმა უთხრა დათოს: ამ გოგოს ყურადღება მიაქციე. მიდი სკოლაში და გაიგე, რა ხდება. მგონი, ვიღაც ცუდად დასდევს და ეს შტერი არ მოატყუოსო... დათოს დედის ეს სიტყვები დავიჭირე და როცა მეგობართან ერთად, მარტო დავრჩი, შევთავაზე: თუ გინდა, სკოლაში გამოგყვები-მეთქი. გაიცინა: ვიცი, რა კუჭიც გეწვისო. თავის დაძვრენა-გამართლება ვცადე, მაგრამ მივხვდი, სიტყვები ზედმეტი იყო. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, ჩემი ძმაკაცი მით უფრო მეტს იცინოდა. ბოლოს გავჩუმდი და რაღაცნაირად გავიბუსე. დათოს ხმას აღარ ვცემდი. მაშინ მითხრა: განა ვერ ვხვდები, რომ ერთმანეთი მოგწონთ? ყველაფერს ვხვდები და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, სასიძოდ მომწონხარო. როცა ნახა, თვალები გამიბრწყინდა, ისიც დასძინა: ხვალ სკოლაში საქმის გასარკვევად თავად წახვალ და ყველაფერს უჩემოდ მოაგვარებ, როგორც მისი

შეყვარებულიო. ისე დამტოვა, სიტყვაც არ მათქმევინა. მეორე დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ, დათოსი მერიდებოდა. საღამოს შინ დამირეკა, - თუ სიმართლის აღიარებას არ აპირებ, ჩემი სიტყვებიც დაივიწყეო. მეორე დღეს სკოლაში წავედი, მაღალკლასელ ბიჭებს დაველაპარაკე და გავარკვიე, ვინც აწუხებდა ჩემს გოგოს. მერე იმ ბიჭსაც დაველაპარაკე და გავაფრთხილე, ლეილას ახლოს არ გაჰკარებოდა.  ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია