საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია
„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი მწე­რალ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის შვი­ლი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლია. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. ნი­ჟა­რა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა.

- ეკა ნი­ჟა­რა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ჩემს დიდ სიყ­ვა­რულს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შევ­ხვდი... არ არის ად­გი­ლი, იპო­ვო შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, როცა ხარ ასაკ­ში, როცა გყავს სამი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი, გაქვს უამ­რა­ვი საქ­მე, პრობ­ლე­მა.

ქალს ყო­ველ­თვის უნდა გვერ­დით საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, არა­მარ­ტო ქალს, მა­მა­კაც­საც სჭირ­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი ქალი, მზრუნ­ვე­ლო­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა, სით­ბო, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის მო­ლო­დინ­ში ხარ.

სა­ზღვარ­გა­რეთ გვი­ან ქორ­წინ­დე­ბი­ან და შვი­ლებ­საც გვი­ან აჩე­ნენ. შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც არის, როცა დაღ­ვი­ნე­ბულ ასაკ­ში იღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მე კი ვფიქ­რობ, რომ ადრე გა­თხო­ვე­ბას აქვს თა­ვი­სი პლუ­სე­ბი _ შვი­ლე­ბი, რო­მელ­თა გაზ­რდას ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გია სჭირ­დე­ბა. ჩემი შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, დი­დე­ბი არი­ან, მეც მო­ვი­ცა­ლე ჩემი თა­ვის­თვის და სიყვრა­უ­ლის­თვის.

- შე­იძ­ლე­ბა, რომ გვი­თხრათ, ვინ არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან არ უყ­ვარს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თვის გა­ვა­კე­თებ გა­მო­ნაკ­ლისს. ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გახ­ლავთ რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი (მწე­რალ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ვაჟი. ავტ.). შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კარ­გი მწე­რა­ლი, კარ­გი ოჯა­ხიშ­ვი­ლი, მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი, არც მე­გო­ნა, ასე­თი მა­მა­კა­ცე­ბი თუ კი­დევ არ­სე­ბობ­დნენ. ჩემს შვი­ლებს უხა­რი­ათ ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ძა­ლი­ან უყ­ვართ რეზო.

სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე დღეა, მა­საც შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ბა­ბუა გახ­და. ჩვენ ზუს­ტად ისე გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბო­და 20 წლის ასაკ­ში გვყვა­რე­ბო­და, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებს ქუ­ჩებ­ში გვე­სე­ირ­ნა და უსი­ტყვოდ, თვა­ლე­ბით აგ­ვეხ­სნა ერ­თმა­ნე­თის­თვის გრძნო­ბა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ სიყ­ვა­რულს ასა­კი არ აქვს და როცა სიყ­ვა­რუ­ლი გეწ­ვე­ვა, ცხოვ­რე­ბაც მა­შინ იწყე­ბა.

ია ქუ­თა­თე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია

„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია. მისი რჩეული მწერალ ლაშა თაბუკაშვილის შვილი რეზო თაბუკაშვილია. ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. ნიჟარაძე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.

- ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია?

- შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს დიდ სიყვარულს აბსოლუტურად მოულოდნელად შევხვდი... არ არის ადგილი, იპოვო შენი მეორე ნახევარი, როცა ხარ ასაკში, როცა გყავს სამი შვილი, შვილიშვილი, გაქვს უამრავი საქმე, პრობლემა.

ქალს ყოველთვის უნდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, არამარტო ქალს, მამაკაცსაც სჭირდება საყვარელი ქალი, მზრუნველობა, თანაგრძნობა, სითბო, ქვეცნობიერად ყოველთვის სიყვარულის მოლოდინში ხარ.

საზღვარგარეთ გვიან ქორწინდებიან და შვილებსაც გვიან აჩენენ. შეიძლება კარგიც არის, როცა დაღვინებულ ასაკში იღებ გადაწყვეტილებას, მე კი ვფიქრობ, რომ ადრე გათხოვებას აქვს თავისი პლუსები _ შვილები, რომელთა გაზრდას ახალგაზრდული ენერგია სჭირდება. ჩემი შვილები გაიზარდნენ, დიდები არიან, მეც მოვიცალე ჩემი თავისთვის და სიყვრაულისთვის.

- შეიძლება, რომ გვითხრათ, ვინ არის თქვენი რჩეული?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, თქვენი ჟურნალისთვის გავაკეთებ გამონაკლისს. ჩემი დიდი სიყვარული გახლავთ რეზო თაბუკაშვილი (მწერალ ლაშა თაბუკაშვილის ვაჟი. ავტ.). შესანიშნავი ადამიანი, განათლებული, კარგი მწერალი, კარგი ოჯახიშვილი, მზრუნველი, თბილი, არც მეგონა, ასეთი მამაკაცები თუ კიდევ არსებობდნენ. ჩემს შვილებს უხარიათ ჩემი ბედნიერება და ძალიან უყვართ რეზო.

სხვათა შორის, რამდენიმე დღეა, მასაც შვილიშვილი შეეძინა და ბაბუა გახდა. ჩვენ ზუსტად ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც შეიძლებოდა 20 წლის ასაკში გვყვარებოდა, ხელჩაკიდებულებს ქუჩებში გვესეირნა და უსიტყვოდ, თვალებით აგვეხსნა ერთმანეთისთვის გრძნობა. ჭეშმარიტებაა, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს და როცა სიყვარული გეწვევა, ცხოვრებაც მაშინ იწყება.

ია ქუთათელაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია