პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ცისკარიშვილი - პაატა ბურჭულაძის მიერ დათესილი სიკეთე უნიკალური შანსია, რომ გამოცდილ პოლიტიკოსზე მეტი ნდობა ჰქონდეს
სოსო ცისკარიშვილი - პაატა ბურჭულაძის მიერ დათესილი სიკეთე უნიკალური შანსია, რომ გამოცდილ პოლიტიკოსზე მეტი ნდობა ჰქონდეს

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მიერ გან­ვლი­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­თე­სი­ლი სი­კე­თე უნი­კა­ლუ­რი შან­სია იმი­სა, რომ მისი ნდო­ბა ბევ­რად მეტ ამომ­რჩე­ველს ჰქონ­დეს, ვიდ­რე გა­მოც­დილ პო­ლი­ტი­კო­სებს, რო­მელ­თაც არც ჰქო­ნი­ათ ფუ­ფუ­ნე­ბა, ტაშ­სა და ოვა­ცი­ებ­ში გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ცხოვ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტმა სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნებ­ლის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ცის­კა­რიშ­ვი­ლის აზ­რით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­მოწ­ვე­უ­ლია მისი პი­რა­დი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა სი­კე­თეს­თან და წარ­მა­ტე­ბას­თან, ალ­ბათ, მო­ნატ­რე­ბის სა­გა­ნია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი გან­ცხა­დე­ბა არის სი­კე­თე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მე ვი­ტყო­დი, არ­ცთუ ემო­ცი­ებს მოკ­ლე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე კონ­კრე­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი გარ­თულ­დე­ბა. მიზ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია და ცხა­დია, რომ მი­სა­ღე­ბიც არის და უნდა ვი­ყოთ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის პერპსექ­ტი­ვი­სა, თუ მის გარ­შე­მო არ მოხ­დე­ბა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ან­თა წარ­მო­ჩე­ნა", - გა­ნა­ცხა­და ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის 75%-იანი რე­ი­ტინ­გი IRI-ს კვლე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტო­რი გახ­და არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტთა შო­რის და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს "მო­უ­წევს შე­გუ­ე­ბა მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო რე­ა­ლო­ბას­თან, რად­გან მის­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ იგი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ამ­ზა­და იმის­თვის, რომ ტა­შის და ოვა­ცი­ე­ბის ნაც­ვლად ცი­ლის­წა­მე­ბას, უმი­ზე­ზო ლან­ძღვას და ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კურ ველ­ში ჩა­ყო­ლი­ე­ბის სურ­ვილს შე­ე­გუ­ოს".

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი პა­ა­ტა ყვე­ლა ამ ნე­გა­ტი­ურ პრო­ცესს დაძ­ლევს, და­ნარ­ჩე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს ამომ­რჩე­ველ­ზე და იმ ნა­წილ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლე­თაც ჯერ კი­დევ აქვს უფ­ლე­ბა ილა­პა­რა­კოს ხალ­ხის სა­ხე­ლით", - გა­ნა­ცხა­და ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან შე­იძ­ლე­ბა ითა­ნამ­შრომ­ლოს ბურ­ჭუ­ლა­ძემ, სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ დღეს და­ა­დას­ტუ­რა, რომ პო­ლი­ტი­კა მი­დის. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა - "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სოსო ცისკარიშვილი - პაატა ბურჭულაძის მიერ დათესილი სიკეთე უნიკალური შანსია, რომ გამოცდილ პოლიტიკოსზე მეტი ნდობა ჰქონდეს

სოსო ცისკარიშვილი - პაატა ბურჭულაძის მიერ დათესილი სიკეთე უნიკალური შანსია, რომ გამოცდილ პოლიტიკოსზე მეტი ნდობა ჰქონდეს

პაატა ბურჭულაძის მიერ განვლილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დათესილი სიკეთე უნიკალური შანსია იმისა, რომ მისი ნდობა ბევრად მეტ ამომრჩეველს ჰქონდეს, ვიდრე გამოცდილ პოლიტიკოსებს, რომელთაც არც ჰქონიათ ფუფუნება, ტაშსა და ოვაციებში გაეტარებინათ ცხოვრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ცისკარიშვილის აზრით, პაატა ბურჭულაძის მიმართ არსებული მაღალი ინტერესი, დიდი ალბათობით, გამოწვეულია მისი პირადი ბიოგრაფიიდან.

"ადამიანი, რომელიც ასოცირდება სიკეთესთან და წარმატებასთან, ალბათ, მონატრების საგანია ჩვენს საზოგადოებაში. მისი განცხადება არის სიკეთეზე ორიენტირებული და მე ვიტყოდი, არცთუ ემოციებს მოკლებული. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი გართულდება. მიზნები, სურვილები სრულიად ნათელია და ცხადია, რომ მისაღებიც არის და უნდა ვიყოთ უფრო თავდაჯერებულნი ამ მიზნის მიღწევის პერპსექტივისა, თუ მის გარშემო არ მოხდება არაკეთილსინდისიერ ადამიანთა წარმოჩენა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე შეფასებით, პაატა ბურჭულაძის 75%-იანი რეიტინგი IRI-ს კვლევაში სერიოზული გაღიზიანების ფაქტორი გახდა არსებულ პოლიტიკურ სუბიექტთა შორის და პაატა ბურჭულაძეს "მოუწევს შეგუება მისთვის უჩვეულო რეალობასთან, რადგან მისმა წარმატებულმა პროფესიულმა საქმიანობამ იგი ჯერჯერობით ვერ მოამზადა იმისთვის, რომ ტაშის და ოვაციების ნაცვლად ცილისწამებას, უმიზეზო ლანძღვას და ბინძურ პოლიტიკურ ველში ჩაყოლიების სურვილს შეეგუოს".

"დარწმუნებული ვარ, ბატონი პაატა ყველა ამ ნეგატიურ პროცესს დაძლევს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ამომრჩეველზე და იმ ნაწილზე პოლიტიკური სივრცის აქტიური მონაწილეებისა, რომლეთაც ჯერ კიდევ აქვს უფლება ილაპარაკოს ხალხის სახელით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ითანამშრომლოს ბურჭულაძემ, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

პაატა ბურჭულაძემ დღეს დაადასტურა, რომ პოლიტიკა მიდის. მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება იქნება - "სახელმწიფო ხალხისთვის".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."