პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა
"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა

"სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე! - რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს უძ­ვე­ლე­სი ერი რწმე­ნას" - ამე­რი­კულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია CBN News-მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. CBN ამე­რი­კუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლია, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია რე­ლი­გი­უ­რი კუ­თხით გა­ა­შუ­ქოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა.

"ახლა ისეთ ად­გი­ლას წა­გიყ­ვანთ, რო­მელ­ზეც ცოტა ადა­მი­ანს თუ სმე­ნია ან იცის მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამე­რი­კის სა­ნა­პი­რო­ე­ბი­დან 9000 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო. ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ აშშ-ს შტატ­ზე, არა­მედ ან­ტი­კურ მი­წა­ზე, სა­დაც კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცია და რწმე­ნა ძა­ლი­ან ძლი­ე­რია.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ჯონ სტე­ინ­ბე­კი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 1947 წელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს "მე­ო­რე სა­მო­თხე" უწო­და. სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა კავ­კა­სი­ის მთებ­სა და შავ ზღვას შო­რის მდე­ბა­რე­ობს. სამ­ხრე­თით მას თურ­ქე­თი და სომ­ხე­თი ესა­ზღვრე­ბა, აღ­მო­სავ­ლე­თით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ხოლო ჩრდი­ლო­ე­თით რუ­სე­თი" - ასე აც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან მა­ყუ­რე­ბელს კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯორჯ ტო­მა­სი.

"ეს არის მიწა, სა­დაც ხალ­ხი სა­უბ­რობს ენა­ზე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 2000 წლი­საა! დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ან­ტი­კუ­რო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის შერ­წყმა ქმნის ქვეყ­ნის მდი­და­რი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პორ­ტრეტს" - ამ­ბობს ავ­ტო­რი სი­უ­ჟეტ­ში. 6-წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის - გი­ორ­გი შერ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლის (Shermaza) მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი კად­რე­ბი.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე რე­პორ­ტა­ჟის ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტია. იგი ქვეყ­ნის უძ­ვე­ლეს კულ­ტუ­რა­ზე და მძი­მე ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რობს, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე იყო დიდი იმ­პე­რი­ე­ბის ბრძო­ლის ველი, მათ შო­რის: ოს­მა­ლე­ბის, სპარ­სე­ლე­ბის, ბერ­ძნე­ბის, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის, მონ­ღო­ლე­ბის, რუ­სე­ბის. ვა­სა­ძის გარ­და, სი­უ­ჟე­ტის რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან ეთ­ნოგ­რა­ფი ლუ­არ­საბ ტო­გო­ნი­ძე, რუს­თა­ვი­სა და მარ­ნე­უ­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნე (გამ­რე­კე­ლი), სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კუ­რა­ტო­რი ელე­ნე კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა

"სისხლის ბოლო წვეთამდე - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა

"სისხლის ბოლო წვეთამდე! - როგორ ინარჩუნებს უძველესი ერი რწმენას" - ამერიკულმა ტელეკომპანია CBN News-მა საქართველოზე სიუჟეტი მოამზადა. CBN ამერიკული ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელია, რომელიც ორიენტირებულია რელიგიური კუთხით გააშუქოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და კულტურა.

"ახლა ისეთ ადგილას წაგიყვანთ, რომელზეც ცოტა ადამიანს თუ სმენია ან იცის მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ამერიკის სანაპიროებიდან 9000 კმ-ს დაშორებით მდებარეობს საქართველო. ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ს შტატზე, არამედ ანტიკურ მიწაზე, სადაც კულტურა, ტრადიცია და რწმენა ძალიან ძლიერია.

ცნობილი მწერალი ჯონ სტეინბეკი იყო ადამიანი, რომელმაც 1947 წელს საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას, საქართველოს "მეორე სამოთხე" უწოდა. საქართველოს რესპუბლიკა კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. სამხრეთით მას თურქეთი და სომხეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთი" - ასე აცნობს საქართველოს ინგლისურენოვან მაყურებელს კორესპონდენტი ჯორჯ ტომასი.

"ეს არის მიწა, სადაც ხალხი საუბრობს ენაზე, რომელიც დაახლოებით 2000 წლისაა! დედაქალაქ თბილისში, ანტიკურობისა და თანამედროვეობის შერწყმა ქმნის ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ტრადიციების პორტრეტს" - ამბობს ავტორი სიუჟეტში. 6-წუთიან ვიდეოში გამოყენებულია ქართველი ფოტოგრაფის - გიორგი შერმაზანაშვილის (Shermaza) მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული შთამბეჭდავი კადრები.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე რეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტია. იგი ქვეყნის უძველეს კულტურაზე და მძიმე ისტორიაზე საუბრობს, მისი თქმით, საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო დიდი იმპერიების ბრძოლის ველი, მათ შორის: ოსმალების, სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიის იმპერიის, მონღოლების, რუსების. ვასაძის გარდა, სიუჟეტის რესპონდენტები არიან ეთნოგრაფი ლუარსაბ ტოგონიძე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი ელენე კავლელაშვილი.

იხილეთ სიუჟეტი ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია