მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"
ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"

რძალ-დე­დამ­თი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უამ­რა­ვი რამ გვსმე­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ყვე­ლა­ზე რთულ ურ­თი­ერ­თო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ambebi.ge" ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რძალ-დე­დამ­თი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რალ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის ქმა­რი გოშა ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ვე­რი­კოს და გო­შას სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, 12 წლის ლიზა ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი ჰყავთ. ვე­რი­კო დე­დამ­თილ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც 1 წლის არის, ვე­რი­კომ დე­დამ­თი­ლის სა­ხე­ლი ნატა და­არ­ქვა.

"არ ვიცი, რა უნდა მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ირ­ღვეს. ნატა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემ­თან და ანა­ლო­გი­უ­რად, მეც ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი. 14 წე­ლია, ჩემს დე­დამ­თილ­თან ერ­თად ვცხო­ვო­რობ და ერ­თად ვი­ცხოვ­რებთ სულ. აქ სტა­ტუსს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რძალ-დე­დამ­თი­ლიც აღარ ვართ. ნატა ჩემი ოჯა­ხის წევ­რია, ჩემი მე­გო­ბა­რი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნია. რაც ჩვენს ოჯახ­ში ხდე­ბა - კარ­გი, სა­შუ­ა­ლო თუ ცუდი, ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ. ისიც ქა­ლია, მეც ქალი ვარ და ძა­ლი­ან სწო­რად, ზუს­ტად ეს­მის ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ყვე­ლა­ფერს სწო­რად აა­ნა­ლი­ზებს, მშო­ბელ­მა დე­დამ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­გი­გოს ისე, რო­გორც ნატა მი­გებს", - ამ­ბობს ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

ტე­ლე­წამ­ყვან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს დე­დამ­თილ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. თა­მუ­ნა და სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე, თა­მუ­ნას შვილ­თან ერ­თად მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ.

"თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ორი დე­დამ­თი­ლი მყავს. ერთი სან­დროს ბე­ბია ქალ­ბა­ტო­ნი ლენა და სან­დროს დედა ნა­თია. დე­დამ­თი­ლი ბე­ბია უფრო არის, რად­გან სან­დროს დე­დას­თან ვდა­ქა­ლობ. ის პრო­ფე­სი­ით პი­ა­ნის­ტია, თა­ვის სფე­რო­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლია".

სოფო ბე­დია

სოფო ბე­დი­ას დე­დამ­თილ­თან მაყ­ვა­ლა სა­ნა­ი­ას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ამ­ბობს, რომ და­ქა­ლო­ბენ, უფრო მე­ტიც, ღმერ­თს სთხოვს ყვე­ლას ჰყავ­დეს ასე­თი დედა და დე­დამ­თი­ლი. სოფო დე­დამ­თილ­მა გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე თბი­ლად მი­ი­ღო, მომ­ღე­რა­ლი მას დე­დას ეძა­ხის და მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სო­ფომ დე­დამ­თილ­თან დუ­ე­ტიც ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც ქორ­წილ­ში შე­ას­რუ­ლეს.

ლელა წურ­წუ­მია

მომ­ღე­რალ ლელა წურ­წუ­მი­ას დე­დამ­თილ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო, ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობს. ამის მი­ზე­ზი ლე­ლას და მა­მუ­ლი­ჩას გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მია. მათ ხში­რად უწევთ ლე­ლას კონ­ცერ­ტე­ბის გამო ქვეყ­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბა. ამი­ტომ მა­რი­კოს ბავ­შვო­ბი­დან ბე­ბია ზრდის. რო­გორც ლელა წურ­წუ­მია აღ­ნიშ­ნავს, მისი დე­დამ­თი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დე­დამ­თი­ლი ია ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლია. მას ორი ვაჟი ჰყავს, გიგი და ლე­ვან ჩი­ჩუ­ე­ბი. იას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ჩანს, რომ რძალ-დე­დამ­თილს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"

ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"

რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე უამრავი რამ გვსმენია. აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობას ყველაზე რთულ ურთიერთობად მიიჩნევენ. მით უმეტეს, საქართველოში. "ambebi.ge" ცნობილი ქართველი რძალ-დედამთილებით დაინტერესდა.

ვერიკო ტურაშვილი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ქმარი გოშა ბერუჩაშვილი რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ვერიკოს და გოშას საერთო ქალიშვილი, 12 წლის ლიზა ბერუჩაშვილი ჰყავთ. ვერიკო დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. უმცროს ქალიშვილს, რომელიც 1 წლის არის, ვერიკომ დედამთილის სახელი ნატა დაარქვა.

"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღვეს. ნატა ყოველთვის იქნება ჩემთან და ანალოგიურად, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. 14 წელია, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვორობ და ერთად ვიცხოვრებთ სულ. აქ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, რძალ-დედამთილიც აღარ ვართ. ნატა ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. რაც ჩვენს ოჯახში ხდება - კარგი, საშუალო თუ ცუდი, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. ისიც ქალია, მეც ქალი ვარ და ძალიან სწორად, ზუსტად ესმის ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. ყველაფერს სწორად აანალიზებს, მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ნატა მიგებს", - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს დედამთილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. თამუნა და სანდრო მიკუჩაძე, თამუნას შვილთან ერთად მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი დედამთილი მყავს. ერთი სანდროს ბებია ქალბატონი ლენა და სანდროს დედა ნათია. დედამთილი ბებია უფრო არის, რადგან სანდროს დედასთან ვდაქალობ. ის პროფესიით პიანისტია, თავის სფეროში ძალიან წარმატებული და პოპულარულია".

სოფო ბედია

სოფო ბედიას დედამთილთან მაყვალა სანაიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ დაქალობენ, უფრო მეტიც, ღმერთს სთხოვს ყველას ჰყავდეს ასეთი დედა და დედამთილი. სოფო დედამთილმა გაცნობისთანავე თბილად მიიღო, მომღერალი მას დედას ეძახის და მასთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული. სოფომ დედამთილთან დუეტიც ჩაწერა, რომელიც ქორწილში შეასრულეს.

ლელა წურწუმია

მომღერალ ლელა წურწუმიას დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო, ბებიასთან ცხოვრობს. ამის მიზეზი ლელას და მამულიჩას გადატვირთული სამუშაო რეჟიმია. მათ ხშირად უწევთ ლელას კონცერტების გამო ქვეყნიდან გამგზავრება. ამიტომ მარიკოს ბავშვობიდან ბებია ზრდის. როგორც ლელა წურწუმია აღნიშნავს, მისი დედამთილი ძალიან კარგად მღერის.

ანა მარგველაშვილი

პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის დედამთილი ია ყარაულაშვილია. მას ორი ვაჟი ჰყავს, გიგი და ლევან ჩიჩუები. იას სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ რძალ-დედამთილს კარგი ურთიერთობა აქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა