მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველი სივრცის ახალი სიცოცხლე - გიორგი მირზიკაშვილის კალეიდოსკოპი
ძველი სივრცის ახალი სიცოცხლე - გიორგი მირზიკაშვილის კალეიდოსკოპი

ფო­ტო­ე­ბი და ახა­ლი კონ­დი­ცია

იწყებ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და ძა­ლი­ან მალე ივ­სე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი უც­ნა­უ­რი სი­ჯი­უ­ტით ახერ­ხებს თავი და­გა­მახ­სოვ­როს და "გა­ი­ძუ­ლოს" შემ­დე­გი ნა­მუ­შევ­რის ნახ­ვა, ამ დროს კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ელი. გარ­კვე­უ­ლი ეტა­პის შემ­დეგ თა­ვი­დან იწყებ კად­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, რათა მეტი და­ი­ნა­ხო, მეტი იგ­რძნო და აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ახალ კონ­დი­ცი­ა­ზე გა­დახ­ვე­დი... და ეს მხო­ლოდ მა­შინ, როცა ფო­ტო­ებს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ათ­ვა­ლი­ე­რებ. თუ ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ ლო­კა­ცი­ა­ზე გეძ­ლე­ვა, სა­დაც შე­მოქ­მე­დებ­მა ორი­გი­ნა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ით ერ­თად მო­უ­ყა­რეს თავი - ეს უკვე ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია.

...ერთი შე­ხედ­ვით მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი კედ­ლე­ბი, ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა ერ­თმა­ნეთს ორ­გა­ნუ­ლად უკავ­შირ­დე­ბა და მნახ­ველ­საც თა­ვის ნა­წი­ლად აქ­ცევს. მაგ­რამ ეს უკვე 15 მა­ისს, ფო­ტო­კონ­კურს "ქოლ­გას" ფარ­გლებ­ში გა­მო­ფე­ნის გახ­სნის შემ­დეგ, როცა ნა­მუ­შევ­რე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მე­ტა­მორ­ფო­ზა­გავ­ლილ სივ­რცე­ში "შე­ი­ტყუ­ონ".

მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი

გა­მო­ფე­ნის გახ­სნამ­დე მოყ­ვა­რულ ფო­ტოგ­რაფ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "კა­ლე­ი­დოს­კო­პის" წევ­რე­ბი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ღა­მე­ებს ათე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ საკ­მა­ოდ დიდი და ძვე­ლი შე­ნო­ბის სივ­რცე, ისე­ვე და­უ­მორ­ჩი­ლონ მუ­სი­კას, გა­ნა­თე­ბას, ექ­სპო­ზი­ცი­ას თუ ახალ აუ­რას, რო­გორც თა­ვად იმორ­ჩი­ლე­ბენ იმ ერ­თა­დერთ წამს, რო­მელ­საც კად­რად აქ­ცე­ვენ და შემ­დეგ მნახ­ველს უზი­ა­რე­ბენ.

ფო­ტოგ­რა­ფი­ით თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა დროს და­ინ­ტე­რეს­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი აქვთ - აქ არი­ან არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, იუ­რის­ტე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლას ფო­ტოგ­რა­ფია აერ­თი­ა­ნებთ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, არ არ­სე­ბობს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი თე­მა­ტი­კა, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­ან. ფო­ტო­ე­ბი ჟან­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამა­ვე დროს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნაა. სჯე­რათ, რომ სამ­სა­ხურს მიღ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს რა­ღაც ისე­თი გა­ტა­ცე­ბა, რო­მე­ლიც მას შე­მოქ­მე­დე­ბით სამ­ყა­როს­თან და­ა­კავ­ში­რებს. "ეს არის "სუ­ლი­ე­რი საზ­რდო", რო­მე­ლიც რუ­ტი­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა," - ამ­ბობს ერთ-ერთი მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი. მათი მე­ო­რე გზავ­ნი­ლი კი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნაა: "როცა ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვა­რი არ აქვს. რაც მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, მით უფრო ძლი­ე­რე­ბი გავ­ხდე­ბით. ჯერ ცხრა­ნი ვი­ყა­ვით, ახლა ცა­მეტ­ნი ვართ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ მეტ­ნი გავ­ხდე­ბით".

გი­ორ­გი მირ­ზი­კაშ­ვი­ლი

გი­ორ­გი მირ­ზი­კაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ 13 მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­დან, რო­მე­ლიც სხვე­ბის მსგავ­სად, 15 მა­ისს გა­მო­ფე­ნა­ზე სა­კუ­თარ 5 ფო­ტოს წა­რად­გენს. ის "თი­ბი­სი ბან­კში" მუ­შა­ობს, კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც წლე­ბია ფო­ტო­კონ­კურს "ქოლ­გას" გვერ­დში უდ­გას. გი­ორ­გიმ გა­და­ღე­ბა დიდი ხნის წინ, შემ­თხვე­ვით ნა­პოვ­ნი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და­ი­წყო. ამ ფო­ტო­ა­პა­რატს დღე­საც დიდი დატ­ვირ­თვა აქვს მის­თვის: "ეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ზუს­ტად ჩემ­ხე­ლაა. მა­მა­ჩემ­მა ის 1985 წელს იყი­და - როცა მე და­ვი­ბა­დე. ფი­რით გა­და­ღე­ბა ძნე­ლია. როცა იცი, რომ 36 კად­რი გაქვს მხო­ლოდ, დიდ­ხანს ფიქ­რობ, ღირს თუ არა, რომ და­ხარ­ჯო. ციფ­რუ­ლით მი­ლი­ო­ნო­ბით კად­რი გროვ­დე­ბა. ძვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი თი­თო­ე­ულ ფო­ტოს გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას აძ­ლევს. იმი­ტომ, რომ კარ­გად უნდა აწონ-და­წო­ნო სა­ნამ გა­და­ი­ღებ. სხვა­ნა­ი­რია ფაქ­ტუ­რაც, ფე­რიც, ემო­ცი­აც ფი­რი­დან სულ სხვა­ნა­ი­რი მო­დის, ვიდ­რე ციფ­რუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან, " - გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი.

ეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, 16-17 წლი­სამ, სა­კუ­თარ სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნა. მერე კი ნაც­ნობ­მა ვა­და­გა­სუ­ლი ფი­რიც მო­უჭ­რა, რო­მე­ლიც მა­შინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. სა­დღაც ნა­ნახ­მა წი­თელ­მა ნა­თე­ბამ, ფი­რის გა­სამ­ჟღავ­ნე­ბელ­მა ქი­მი­ურ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა თუ ახალ­მა აღ­მო­ჩე­ნამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. დღეს ციფ­რუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­თაც იღებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ძვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მის­თვის მიზ­ნის მიღ­წე­ვის სიმ­ბო­ლოა. "ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ შენ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა გინ­და," - ამ­ბობს გი­ორ­გი მირ­ზი­კაშ­ვი­ლი და ფო­ტო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მო­ტა­ნილ შეგ­რძნე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­მენ­ტი, რომ ერთი ფო­ტო­თი უნი­კა­ლურ, სუ­ბი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას ქმნი. როცა ფო­ტოს ვი­ღებ, რა­კურ­სი ისე­თი დარ­ჩე­ბა, რო­გო­რიც შე­ვარ­ჩიე, რომ­ლი­თაც ეს სხვას არ და­უ­ნა­ხავს. იმის გან­ცდა, რომ შენ დრო­სა და სივ­რცე­ში სუ­ბი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას ქმნი და ამას ფო­ტო­ა­პა­რა­ტით აფიქ­სი­რებ, შემ­დეგ კი ვი­ღა­ცას აჩ­ვე­ნებ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წა­მის გა­ჩე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დიდი ხნის შემ­დეგ, როცა ამ ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებ, იმ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­დი­ხარ, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა ასა­ხუ­ლი. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცესს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შეგ­რძნე­ბაც ახ­ლავს. თავ­და­ჯე­რე­ბის შეგ­რძნე­ბაც მო­აქვს. მე ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბას ავ­სა­ხავ, თუმ­ცა ექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც ვა­ტა­რებ. ყვე­ლა ფო­ტოგ­რა­ფი ცდი­ლობს რა­ღაც ახა­ლი გა­ა­კე­თოს. ჩემ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ღა­მის გა­და­ღე­ბე­ბია. ამ სა­კი­თხის მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად, აქ შე­გიძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­რე­ვა, სი­ნათ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ყვე­ლა­ზე მე­ტად "და­ხა­ტო". და­ა­მა­ტო ის, რაც რე­ა­ლუ­რად არ ჩანს".

"ქოლ­გა"

მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბის ძებ­ნა და გა­მო­ფე­ნე­ბი მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლი 2009 წელს მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო იყო, რო­დე­საც ფო­ტო­კონ­კურს "ქოლ­გას" ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

წლე­ვან­დელ "ქოლ­გა­საც" ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას ამ კონ­კურ­სზე წა­რად­გენს, ასე­ვე, ფო­ტოგ­რა­ფი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. წელს "ქოლ­გა" სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის, ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვან, ჯგუ­ფურ თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­მო­ფე­ნებს, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ვორ­ქშო­ფებ­სა და პორ­ტფო­ლი­ოს გან­ხილ­ვებს გვთა­ვა­ზობს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტო­კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­თა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და - მას­ში მსოფ­ლი­ოს 40-მდე ფო­ტოგ­რა­ფი მო­ნა­წი­ლე­ობს, ხოლო სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი 15 000 ფო­ტო­დან აირ­ჩე­ვა. უკვე 12 წე­ლია კონ­კურ­სის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია "თი­ბი­სი ბან­კი", რო­მე­ლიც წელს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მო­ბი­ლუ­რი ფოტო" - ორ გა­მარ­ჯვე­ბულს და­ა­ჯილ­დო­ვებს.

"კა­ლე­ი­დოს­კო­პი" კი ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნას შო­რის, რო­მელ­საც "ქოლ­გა" სთა­ვა­ზობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გა­მო­ფე­ნა 15 მა­ისს, 21:00 სა­ათ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი თა­ვად შეძ­ლებს შე­ა­ფა­სოს, მო­ა­ხერ­ხეს თუ არა მოყ­ვა­რულ­მა ფო­ტოგ­რა­ფებ­მა ლო­კა­ცი­ის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლის მი­ნი­ჭე­ბა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

(R) გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გი­ორ­გი მირ­ზი­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ძველი სივრცის ახალი სიცოცხლე - გიორგი მირზიკაშვილის კალეიდოსკოპი

ძველი სივრცის ახალი სიცოცხლე - გიორგი მირზიკაშვილის კალეიდოსკოპი

ფოტოები და ახალი კონდიცია

იწყებ ფოტოების დათვალიერებას და ძალიან მალე ივსები შთაბეჭდილებებით. თითოეული უცნაური სიჯიუტით ახერხებს თავი დაგამახსოვროს და "გაიძულოს" შემდეგი ნამუშევრის ნახვა, ამ დროს კიდევ ერთ სიახლეს და რაღაც განსაკუთრებულს ელი. გარკვეული ეტაპის შემდეგ თავიდან იწყებ კადრების დათვალიერებას, რათა მეტი დაინახო, მეტი იგრძნო და აცნობიერებ, რომ ახალ კონდიციაზე გადახვედი... და ეს მხოლოდ მაშინ, როცა ფოტოებს ინტერნეტსივრცეში ათვალიერებ. თუ ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა იმ ლოკაციაზე გეძლევა, სადაც შემოქმედებმა ორიგინალური კონცეფციით ერთად მოუყარეს თავი - ეს უკვე ახალი თავგადასავალია.

...ერთი შეხედვით მიტოვებული შენობა, ნახევრად დანგრეული კედლები, ძველი არქიტექტურა და მოყვარული ფოტოგრაფების ინდივიდუალური ხედვა ერთმანეთს ორგანულად უკავშირდება და მნახველსაც თავის ნაწილად აქცევს. მაგრამ ეს უკვე 15 მაისს, ფოტოკონკურს "ქოლგას" ფარგლებში გამოფენის გახსნის შემდეგ, როცა ნამუშევრები მზად იქნებიან, დამთვალიერებელი მეტამორფოზაგავლილ სივრცეში "შეიტყუონ".

მოყვარული ფოტოგრაფები

გამოფენის გახსნამდე მოყვარულ ფოტოგრაფთა გაერთიანება "კალეიდოსკოპის" წევრები პირდაპირი მნიშვნელობით, ღამეებს ათენებენ იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი და ძველი შენობის სივრცე, ისევე დაუმორჩილონ მუსიკას, განათებას, ექსპოზიციას თუ ახალ აურას, როგორც თავად იმორჩილებენ იმ ერთადერთ წამს, რომელსაც კადრად აქცევენ და შემდეგ მნახველს უზიარებენ.

ფოტოგრაფიით თითოეული მათგანი სხვადასხვა დროს დაინტერესდა. განსხვავებული პროფესიები აქვთ - აქ არიან არქიტექტორები, ჟურნალისტები, ბანკის თანამშრომლები, იურისტები, მაგრამ ყველას ფოტოგრაფია აერთიანებთ. როგორც თავად ამბობენ, არ არსებობს ერთი კონკრეტული თემატიკა, რომლის ირგვლივაც საკუთარ ნამუშევრებს ქმნიან. ფოტოები ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამავე დროს, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია.

მათი საქმიანობის მიზანი საზოგადოებისთვის რამდენიმე მთავარი შეტყობინების გაგზავნაა. სჯერათ, რომ სამსახურს მიღმა აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს რაღაც ისეთი გატაცება, რომელიც მას შემოქმედებით სამყაროსთან დააკავშირებს. "ეს არის "სულიერი საზრდო", რომელიც რუტინისგან თავის დაღწევაში გვეხმარება," - ამბობს ერთ-ერთი მოყვარული ფოტოგრაფი. მათი მეორე გზავნილი კი საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდების შესაძლებლობების წარმოჩენაა: "როცა ახალგაზრდები ერთიანდებიან, მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები გავხდებით. ჯერ ცხრანი ვიყავით, ახლა ცამეტნი ვართ, მომავალში კიდევ მეტნი გავხდებით".

გიორგი მირზიკაშვილი

გიორგი მირზიკაშვილი ერთ-ერთია იმ 13 მოყვარული ფოტოგრაფიდან, რომელიც სხვების მსგავსად, 15 მაისს გამოფენაზე საკუთარ 5 ფოტოს წარადგენს. ის "თიბისი ბანკში" მუშაობს, კომპანიაში, რომელიც წლებია ფოტოკონკურს "ქოლგას" გვერდში უდგას. გიორგიმ გადაღება დიდი ხნის წინ, შემთხვევით ნაპოვნი ფოტოაპარატით დაიწყო. ამ ფოტოაპარატს დღესაც დიდი დატვირთვა აქვს მისთვის: "ეს ფოტოაპარატი ზუსტად ჩემხელაა. მამაჩემმა ის 1985 წელს იყიდა - როცა მე დავიბადე. ფირით გადაღება ძნელია. როცა იცი, რომ 36 კადრი გაქვს მხოლოდ, დიდხანს ფიქრობ, ღირს თუ არა, რომ დახარჯო. ციფრულით მილიონობით კადრი გროვდება. ძველი ფოტოაპარატი თითოეულ ფოტოს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს. იმიტომ, რომ კარგად უნდა აწონ-დაწონო სანამ გადაიღებ. სხვანაირია ფაქტურაც, ფერიც, ემოციაც ფირიდან სულ სხვანაირი მოდის, ვიდრე ციფრული ფოტოაპარატიდან, " - გვიყვება გიორგი.

ეს ფოტოაპარატი, 16-17 წლისამ, საკუთარ სახლში აღმოაჩინა. მერე კი ნაცნობმა ვადაგასული ფირიც მოუჭრა, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო. სადღაც ნანახმა წითელმა ნათებამ, ფირის გასამჟღავნებელმა ქიმიურმა საშუალებებმა თუ ახალმა აღმოჩენამ თავისი გაიტანა და ფოტოების გადაღება დაიწყო. დღეს ციფრული ფოტოაპარატითაც იღებს, მაგრამ ამბობს, რომ ძველი ფოტოაპარატი მისთვის მიზნის მიღწევის სიმბოლოა. "ტექნოლოგიურ სიახლეებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ შენ რაღაცის გაკეთება გინდა," - ამბობს გიორგი მირზიკაშვილი და ფოტოებზე მუშაობის დროს მოტანილ შეგრძნებებზე გვესაუბრება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ერთი ფოტოთი უნიკალურ, სუბიექტურ რეალობას ქმნი. როცა ფოტოს ვიღებ, რაკურსი ისეთი დარჩება, როგორიც შევარჩიე, რომლითაც ეს სხვას არ დაუნახავს. იმის განცდა, რომ შენ დროსა და სივრცეში სუბიექტურ რეალობას ქმნი და ამას ფოტოაპარატით აფიქსირებ, შემდეგ კი ვიღაცას აჩვენებ, ძალიან სასიამოვნოა. ბანალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია წამის გაჩერების შესაძლებლობა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ამ ფოტოებს ათვალიერებ, იმ რეალობაში გადადიხარ, რომელიც ფოტოზეა ასახული. ფოტოების გადაღების პროცესს თვითრეალიზაციის შეგრძნებაც ახლავს. თავდაჯერების შეგრძნებაც მოაქვს. მე ყოველდღიურ რეალობას ავსახავ, თუმცა ექსპერიმენტებსაც ვატარებ. ყველა ფოტოგრაფი ცდილობს რაღაც ახალი გააკეთოს. ჩემთვის ექსპერიმენტები ყოველთვის ღამის გადაღებებია. ამ საკითხის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ყველაზე მეტად, აქ შეგიძლია სიტუაციაში ჩარევა, სინათლის ნაკლებობა საშუალებას გაძლევს, ყველაზე მეტად "დახატო". დაამატო ის, რაც რეალურად არ ჩანს".

"ქოლგა"

მოყვარული ფოტოგრაფი ამბობს, რომ თანამოაზრეებისთვის იდეების გაზიარება, ალტერნატიული სივრცეების ძებნა და გამოფენები მისთვის დამატებითი სტიმულია. ასევე მნიშვნელოვანი სტიმული 2009 წელს მიღებული ჯილდო იყო, როდესაც ფოტოკონკურს "ქოლგას" ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

წლევანდელ "ქოლგასაც" ინტერესით ელოდება, როგორც თითოეული ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ შემოქმედებას ამ კონკურსზე წარადგენს, ასევე, ფოტოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოება. წელს "ქოლგა" სხვადასხვა თემატიკის, ჟანრობრივად მრავალფეროვან, ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ გამოფენებს, ასევე საინტერესო ვორქშოფებსა და პორტფოლიოს განხილვებს გვთავაზობს. საერთაშორისო ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მასში მსოფლიოს 40-მდე ფოტოგრაფი მონაწილეობს, ხოლო საუკეთესო ნამუშევრები 15 000 ფოტოდან აირჩევა. უკვე 12 წელია კონკურსის ერთგული მხარდამჭერია "თიბისი ბანკი", რომელიც წელს ნომინაციაში "მობილური ფოტო" - ორ გამარჯვებულს დააჯილდოვებს.

"კალეიდოსკოპი" კი ერთ-ერთია იმ მრავალ საინტერესო გამოფენას შორის, რომელსაც "ქოლგა" სთავაზობს საზოგადოებას. გამოფენა 15 მაისს, 21:00 საათზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში გაიხსნება, სადაც დამთვალიერებელი თავად შეძლებს შეაფასოს, მოახერხეს თუ არა მოყვარულმა ფოტოგრაფებმა ლოკაციისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

(R)  გამოყენებულია გიორგი მირზიკაშვილის ფოტოები

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი