კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც!" - რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით
 "უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც!" - რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით

"სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ იწყებს პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხი­სათ­ვის".

ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, 25 წელი გა­ვი­და. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იშ­რო­მა და იბ­რძო­ლა ამ ქვეყ­ნის­თვის, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის, და პირ­ვე­ლი, რაც მინ­და გი­თხრათ, რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც ვგრძნობ, არის ჩემი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სად­მი, ვინც ქვე­ყა­ნა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ვინც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა­ში, მისი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ჩემი უდი­დე­სი მად­ლო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს, გმად­ლობთ!

იხი­ლეთ ვი­დეო| პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის - "რას გპირ­დე­ბით? ბრძო­ლას!"

იმავდრო­უ­ლად, 25 წელი ჩვენ ვყოფ­დით ქვე­ყა­ნას, პატ­რი­ო­ტე­ბად და მო­ღა­ლა­ტე­ბად; 25 წელი ვე­ძებთ და ვპო­უ­ლობთ მტრებს ჩვენს შო­რის; 25 წელი ვო­მობთ, ვა­შე­ნებთ, ვშრო­მობთ, ვღა­ლა­ტობთ, ვგმობთ, გვიყ­ვარს, გვძულს; 25 წელი, მუდ­მი­ვად, ჩვენს შო­რის ჩნდე­ბი­ან პატ­რი­ო­ტე­ბი და მტრე­ბი. პატ­რი­ო­ტე­ბი მო­დი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და იბ­რძვი­ან არა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბის­თვის, გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, არა­მედ მტრე­ბის დას­ჯის­თვის, მათ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის, მათ­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის. 25 წელი პატ­რი­ო­ტე­ბი სჯი­ან მტრებს, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე თა­ვად იყ­ვნენ პატ­რი­ო­ტე­ბი და თა­ვის მტრებს სჯიდ­ნენ, აპა­ტიმ­რებ­დნენ, მათ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­დნენ.

25 წელი - იმე­დი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, პრო­ტეს­ტი; იმე­დი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, პრო­ტეს­ტი - ესაა მან­კი­ე­რი წრე, რო­მელ­ზეც 25 წელი ვტრი­ა­ლებთ. ჩვენ უნდა გა­ვარ­ღვი­ოთ ეს მან­კი­ე­რი წრე და ქვე­ყა­ნა გა­ვიყ­ვა­ნოთ სამ­შვი­დო­ბოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვერ და­ი­ნა­ხოს ადა­მი­ან­მა, რომ ამ 25 წელ­მა გა­ი­ა­რა, ეს ეპო­ქა დას­რულ­და, დამ­თავ­რდა, ის წარ­სუ­ლია, ის უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბა. ეს გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თა და მარ­ცხით სავ­სე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშე­ნებ­ლო­ბის, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბის 25 წელი, ადა­მი­ა­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნოდ ყიდ­ვის და მერე გა­ყიდ­ვის, სიც­რუ­ის, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად გმი­რო­ბის, თავ­და­დე­ბის, ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მის, სიყ­ვა­რუ­ლის 25 წე­ლია. ეპო­ქა დას­რულ­და, და ყვე­ლა, ვინც ცდი­ლობს ეს ეპო­ქა ვირ­ტუ­ა­ლუ­რად უკან და­აბ­რუ­ნოს, წარ­სულ­ში გვა­ცხოვ­როს, წარ­სუ­ლით გა­მოგ­ვკვე­ბოს, მტრის ხა­ტით შეგ­ვა­ში­ნოს, არის იმ 25 წლის სა­კუთ­რე­ბა, მისი მძე­ვა­ლი და ასე­თი ხალ­ხი პო­ლი­ტი­კი­დან უნდა წა­ვი­დეს.

უნდა მო­ვიდ­ნენ სხვე­ბი. ვინ? მე გე­ტყვით ვინც! უნდა მო­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე პო­ლი­ტი­კა­ში არ მო­დი­ოდ­ნენ, რად­გან ბევ­რი ამ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დზე დგო­მა არ უნ­დო­დათ, უნდა მო­ვიდ­ნენ ისი­ნი, ვი­საც ადა­მი­ა­ნი არ სძულს. უნდა მო­ვიდ­ნენ ისი­ნი, ვი­საც საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია და არა ისი­ნი, რომ­ლებ­საც ეს ქვე­ყა­ნა გა­სარ­თო­ბად უნ­დათ და უნდა დარ­ჩნენ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ისი­ნი, ვინც ამ 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და, აშე­ნებ­და, წინ მიჰ­ყავ­და ქვე­ყა­ნა, ვინც რე­ა­ლურ რე­ფორ­მებს ატა­რებ­და და ვი­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იყე­ნებ­დნენ, მათ ნა­მოღ­ვა­წარს სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბად თვლიდ­ნენ და იყე­ნებ­დნენ თა­ვი­ან­თი დი­დე­ბი­სათ­ვის.

ნუ იფიქ­რებთ, რომ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ მავ­ნე წარ­სუ­ლი ჰქონ­და, გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნი­ჭი­ე­რი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­შობ­ლოა, თქვე­ნი სამ­შობ­ლო ჩემო ქარ­თვე­ლე­ბო, ჩემო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო. მე­კი­თხე­ბი­ან, კონ­კრე­ტუ­ლად რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ ან რო­გორ. მე გე­ტყვით, რომ როცა "იავ­ნა­ნას" ფონ­დი შევ­ქმე­ნი, გავ­ხდი ნი­ჭი­ე­რი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თად შეკ­რე­ბის, მათ­თან ერთ გუნდში ყოფ­ნი­სა და მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. სწო­რედ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი ქვეყ­ნის­თვის, ხელი შე­ვუ­წყო ნი­ჭი­ე­რი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ერთ გუნ­დად შეკ­ვრას და მათ­თან ერ­თად და­უ­ღა­ლავ შრო­მას. და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს გუნდში არი­ან, და იქ­ნე­ბი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მეტ­ნი, იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა, რომ ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი. გვინ­და ის, რომ ქვე­ყა­ნამ არ გა­და­უხ­ვი­ოს ევ­რო­პულ გზას, გვინ­და რომ ამ ევ­რო­პულ ოჯახ­ში და­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, გვინ­და რომ ვი­ყოთ არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ ღირ­სე­უ­ლი, სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­მა­გა­ლი­თო. გვინ­და რომ ევ­რო­პულ ოჯახ­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბით მო­ვი­გოთ ჩვენ და გა­ვამ­დიდ­როთ ევ­რო­კავ­ში­რი ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. არ გვინ­და რომ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს არა­ფორ­მა­ლუ­რი ბა­ტო­ნი და მისი გე­მოვ­ნე­ბით ვცხოვ­რობ­დეთ, მი­სი­ვე გე­მოვ­ნე­ბით შექ­მნილ სამ­ყა­რო­ში.

არ გვინ­და, ცოტა არ იყოს, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც სხვა­გან, და­სავ­ლეთ­ში თუ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბებს ვე­ლო­დე­ბო­დეთ ყო­ველ დი­ლით, გა­დი­დე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით და მო­ლო­დინ­ში გა­სუ­სუ­ლე­ბი, რას იტყვი­ან ჩვენ­ზე, შეგ­ვიშ­ვე­ბენ თუ არა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან თუ არა ფუ­ლით, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით თუ დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში რჩე­ვე­ბით. გვინ­და ვი­ყოთ ფრან­გე­ბის, გერ­მა­ნე­ლე­ბის, ამე­რი­კე­ლე­ბის, ინ­გლი­სე­ლე­ბის, უელ­სე­ლე­ბის, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბი­სა და ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის, ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბის, შვე­დე­ბი­სა და და­ნი­ე­ლე­ბის, ეს­პა­ნე­ლე­ბი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, ყვე­ლა ევ­რო­პე­ლის მე­გო­ბა­რი, მათი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნამ­დვი­ლი წევ­რი, ევ­რო­პის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, ევ­რო­პე­ლე­ბის ტოლი და სწო­რი, და არა ღა­რი­ბი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სულ ხელი აქვს გაწ­ვდი­ლი, რო­მე­ლიც სულ დახ­მა­რე­ბას ითხოვს, და­ჩო­ქი­ლია, შე­ში­ნე­ბუ­ლი და უთავ­მოყ­ვა­რეო. ჩვენ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი! გვქვია სა­ქარ­თვე­ლო! ჩვენ, ყვე­ლა­ნი, ყვე­ლა ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვცხოვ­რობთ ერთ სახ­ლში და ამ სახ­ლს ჰქვია სა­ქარ­თვე­ლო. ჩვენ უნდა ვი­ყოთ და ვიქ­ნე­ბით ღირ­სე­უ­ლი ერის ღირ­სე­უ­ლი ქვე­ყა­ნა და ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ტოლი და სწო­რი, ჩვე­ნი თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი! რო­გორ? და­სა­წყი­სის­თვის, და­ვემ­შვი­დო­ბოთ წარ­სულს, უნდა გა­ვი­გოთ, რომ ეს ეპო­ქა დას­რულ­და, დამ­თავ­რდა, წარ­სულს ჩა­ბარ­და და თან გა­ი­ყო­ლა ყვე­ლა ის პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლის ამო­ცა­ნა იყო სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და არა ქვეყ­ნის აღ­ზე­ვე­ბა, სხვა პო­ლი­ტი­კოს­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და არა ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა. 25 წელ­მა მოგ­ვი­ტა­ნა ის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე არ­სე­ბობს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამის­თვის იხარ­ჯე­ბო­და. იმავდრო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც არ აქვს მი­ზა­ნი, რო­მელ­საც არ აქვს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ გეგ­მავს მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც არ ცდი­ლობს იყოს თავ­მოყ­ვა­რე, ღირ­სე­უ­ლი, მებ­რძო­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი.

ჩვენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მი­ვი­ღეთ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც არ იცის რა უნდა, გარ­და იმი­სა, რომ მე­დია თურ­მე უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბიზ­ნე­სი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეს არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვეყ­ნის ამო­ცა­ნა, ეს უთავ­მოყ­ვა­რეო, უმიზ­ნო, უსაგ­ნო პო­ლი­ტი­კის ამო­ცა­ნაა. პო­ლი­ტი­კა უნდა გვთა­ვა­ზობ­დეს, ჩვენ კი უნდა ვირ­ჩევ­დეთ ჩვენს მო­მა­ვალს, ისეთს, რო­გო­რიც მოგ­ვწონს. ამის­თვის ცხოვ­რობს პენ­სი­ო­ნე­რი, რომ შიმ­ში­ლი­თა და ავა­დო­ბით არ მოკ­ვდეს?! ეს არის ჩვე­ნი ოც­ნე­ბა, რომ მე­დია იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი? რომ სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნესს არ შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს? ამის­თვის გავჩნდით? ეს გაგ­ვხდის ჩვენ ბედ­ნი­ერს? არა! ჩვენ ამის­თვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბი­სათ­ვის, არა­მედ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნო­დეთ, რომ ჩვენ ზურგს სა­ხელ­მწი­ფო გვი­მაგ­რებს, ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო! ამას გრძნო­ბენ ებ­რა­ე­ლე­ბი ის­რა­ელ­ში, ამას გრძნო­ბენ ფრან­გე­ბი საფ­რან­გეთ­ში, ამას გრძნო­ბენ შვე­ი­ცა­რე­ლე­ბი შვე­ი­ცა­რი­ა­ში! ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა არ გვე­უბ­ნე­ბა, რო­გო­რი უნდა იყოს ქვე­ყა­ნა სტრა­ტე­გი­უ­ლად, რა როლი უნდა ითა­მა­შოს მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში, რას გვინ­და მი­ვაღ­წი­ოთ რო­გორც ევ­რო­პე­ლებ­მა ევ­რო­პულ ოჯახ­ში, რა როლი უნდა ვი­თა­მა­შოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პა­ტი­ვი ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა და სხვა ქვეყ­ნებ­მა. და ამი­ტომ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ ვხე­დავთ, რო­გო­რი სამ­შობ­ლო გვექ­ნე­ბა ხვალ.

ეს ეტყო­ბა ჩვე­ნი საქ­მე არ არის, ეტყო­ბა, ჩვენ ეს არ უნდა ვი­ცო­დეთ. და რა­ტომ გინ­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, რომ ხალ­ხმა კი­დევ 4 წელი გით­მი­ნოთ? რო­გორ მო­ა­ხერ­ხებთ იმის გა­კე­თე­ბას, რაც აქამ­დე ვერ შეს­ძე­ლით? რო­გორ გა­ა­კე­თებთ იმას, რაც არ გინ­დათ გა­ა­კე­თოთ? რაც არ შე­გიძ­ლი­ათ? ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ყვე­ლას, ვინც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რის შექ­მნას ცდი­ლობ­და და გვერ­დით ვე­დე­ქით; ჩვენ გვტკი­ო­და და გვი­ხა­რო­და და ბო­ლოს გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ არ შეგ­ვიძ­ლია გა­რე­დან ყვე­ლაფ­რის ამის ყუ­რე­ბა. ჩვენ მოვ­დი­ვართ პო­ლი­ტი­კა­ში! ჩვენ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან ჯგუ­ფებს ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად და თქვენ მათ იხი­ლავთ! ჩვენ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და დახ­მა­რე­ბას აღგ­ვით­ქვა­მენ და თქვენ იხი­ლავთ მათ! და ჩვენ ვე­ლით ყვე­ლას, ვინც პირ­ველ რიგ­ში არის პა­ტი­ო­სა­ნი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, რომ შე­მო­უ­ერ­თდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო და პა­ტი­ო­სა­ნო ადა­მი­ა­ნე­ბო, შე­მოგ­ვი­ერ­თდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვე­ყა­ნას ორ ნა­წი­ლად! ჩვენ სა­ერ­თოდ არ ვყოფთ ქვე­ყა­ნას ნა­წი­ლე­ბად! ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა, ვინც ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ­თვის არის ქარ­თვე­ლი, თუნ­დაც ის სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს.

ჩვენ ვამ­ბობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა სუფ­თა ხე­ლე­ბით! დიახ, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი არ არის ჩვენს გვერ­დით! დიახ, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერ­თია და ის იქ­ნე­ბა ერთი მდიდ­რი­სათ­ვის და ღა­რი­ბის­თვის; ჩვენ ვამ­ბობთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს არ უნდა ჰქონ­დეთ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით; დიახ, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ჩვენ ვართ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, დიახ, ჩვენ ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენ ბევ­რნი ვართ. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ტრა­გე­დია სწო­რედ ისაა, რომ არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­მო­დან გვი­ყუ­რე­ბენ, სა­კუ­თა­რი თავი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ათ და და­ა­ვი­წყდათ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, და­ი­ბად­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, გა­ი­ზარ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში და ხში­რად ივი­წყე­ბენ ამას. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ უარი უთხრა ასეთ პო­ლი­ტი­კო­სებს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ემიჯ­ნე­ბა სიც­რუ­ეს სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებ­ში, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბას­თან კი არა, გა­ჭირ­ვე­ბას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

არ შე­მიძ­ლია ორი­ო­დე სი­ტყვა არ ვთქვა თბი­ლის­ზე, ჩემს ქა­ლაქ­ზე. ეს ლა­მა­ზად და­გეგ­მი­ლი, უნი­კა­ლუ­რი, მდი­და­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ქა­ლა­ქი იყო, სა­ნამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა არ მო­ვი­და ქა­ლაქ­ში. და აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ ნა­წილს ეს ქა­ლა­ქი გან­სა­კუთ­რე­ბით სძულ­და: პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ არის ვერა და ვაკე, სა­ბურ­თა­ლო სა­ცხოვ­რი­სად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გახ­და იქ არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო და ახლა მი­ვა­დე­ქით ქა­ლა­ქის ძველ უბ­ნებს და მისი სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი გვინ­და გარ­დავ­ქმნათ, გა­და­ვა­კე­თოთ, ძვე­ლი გა­ვა­ცუ­დოთ, ახა­ლი გა­ვა­ფე­ტი­შოთ. აღმშე­ნებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლია, მაგ­რამ არა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე. სო­ფე­ლი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის, თით­ქოს იქ ჩვენ არ ვცხოვ­რობ­დეთ, თით­ქოს სო­ფე­ლი სხვა ქვე­ყა­ნაა, სხვა სა­ხელ­მწი­ფო. სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია არ არის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტი, სო­ფე­ლი ტვირ­თია, სამ­წუ­ხა­რო აუ­ცი­ლებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კის­თვის, იმი­ტომ რომ არ­ჩევ­ნე­ბიც მოვა, იმი­ტომ რომ სოფ­ლის ხმე­ბი გვჭირ­დე­ბა და გვახ­სენ­დე­ბა სო­ფე­ლი პე­რი­ო­დუ­ლად...

სა­ქარ­თვე­ლო მთის ქვე­ყა­ნაა და ჩვენ მთას ვკარ­გავთ. ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­და მთის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბა და რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ, ის სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სია. მთა და­იც­ლე­ბა, მთის­გან მუ­ზე­უ­მიც აღარ დარ­ჩე­ბა, ასე თუ გაგ­რძელ­და. და ამ საქ­მეს გული სჭირ­დე­ბა, გო­ნე­ბა და გული, თუმ­ცა არ გვცა­ლია, არ გვა­დარ­დებს, არ გვა­ღო­ნებს, მთა ჩვენ­გან შორს არის . . . ამი­ტომ, ამო­ცა­ნა შემ­დე­გია: ჩვენ უნდა შევ­ცვა­ლოთ ხალ­ხი პო­ლი­ტი­კა­ში, ჩვენ უნდა შევ­ცვა­ლოთ თა­ვად პო­ლი­ტი­კა და გვექ­ნე­ბა შან­სი შევ­ცვა­ლოთ ქვე­ყა­ნა. ეპო­ქა დას­რულ­და! ჩვენ, უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ეს! აღარ არის პო­ლი­ტი­კა­ში არც უმეც­რე­ბის, არც უსინ­დი­სო­ე­ბის ად­გი­ლი, ისი­ნი მა­ინც იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დოთ, რომ ისი­ნი იყ­ვნენ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში. რას გპირ­დე­ბით? ბრძო­ლას! ჩვენ ვი­წყებთ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხი­სათ­ვის"! პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ერთ-ერთი თქვენ­თა­გა­ნი", - ნათ­ქვა­მია გან­ცახ­დე­ბა­ში.

111
0

ბატონო პაატა ისევ რომ იმღეროთ არა?თუ ეს უკვე აღარ შეგიძლიათ ასაკის გამო მაშინ სხვა რამე საქმით დაკავდით ოღონდ პოლიტიკის გარდა ნებისმიერით.ჩემი მოკრძალებული რჩევაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც!" - რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით

 "უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც!" - რა განცხადებას ავრცელებს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის".

ბურჭულაძის განცხადებას AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ: "ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ!

იხილეთ ვიდეო| პაატა ბურჭულაძის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ პოლიტიკაში მიდის - "რას გპირდებით? ბრძოლას!"

იმავდროულად, 25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას, პატრიოტებად და მოღალატებად; 25 წელი ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენს შორის; 25 წელი ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს; 25 წელი, მუდმივად, ჩვენს შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები. პატრიოტები მოდიან ხელისუფლებაში და იბრძვიან არა ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მტრების დასჯისთვის, მათზე უპირატესობის მოპოვებისათვის, მათზე გამარჯვებისათვის. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.

25 წელი - იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი - ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შეუძლებელია ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.

უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც! უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ, უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს. უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის.

ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანას მხოლოდ მავნე წარსული ჰქონდა, გვახსოვდეს, რომ საქართველო ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების სამშობლოა, თქვენი სამშობლო ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო. მეკითხებიან, კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ ან როგორ. მე გეტყვით, რომ როცა "იავნანას" ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას. და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები. გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, გვინდა რომ ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო. გვინდა რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით. არ გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში.

არ გვინდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, როდესაც სხვაგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ ყოველ დილით, გადიდებული თვალებით და მოლოდინში გასუსულები, რას იტყვიან ჩვენზე, შეგვიშვებენ თუ არა რომელიმე ქვეყანაში, დაგვეხმარებიან თუ არა ფულით, პოლიტიკური განცხადებებით თუ დემოკრატიის მშენებლობაში რჩევებით. გვინდა ვიყოთ ფრანგების, გერმანელების, ამერიკელების, ინგლისელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და ირლანდიელების, ნორვეგიელების, შვედებისა და დანიელების, ესპანელებისა და იტალიელების მეგობარი, ყველა ევროპელის მეგობარი, მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო. ჩვენ ვართ ქართველები! გვქვია საქართველო! ჩვენ, ყველანი, ყველა ერის წარმომადგენელი ვცხოვრობთ ერთ სახლში და ამ სახლს ჰქვია საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ღირსეული ერის ღირსეული ქვეყანა და ევროპელები და ამერიკელები იქნებიან ჩვენი ტოლი და სწორი, ჩვენი თანაბარუფლებიანი მეგობრები! როგორ? დასაწყისისთვის, დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება. 25 წელმა მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იხარჯებოდა. იმავდროულად, მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი.

ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი. 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს. ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილითა და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი? რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ჩვენ ბედნიერს? არა! ჩვენ ამისთვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხოლოდ მოთმინებისათვის, არამედ ბედნიერებისთვის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნოდეთ, რომ ჩვენ ზურგს სახელმწიფო გვიმაგრებს, ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო! ამას გრძნობენ ებრაელები ისრაელში, ამას გრძნობენ ფრანგები საფრანგეთში, ამას გრძნობენ შვეიცარელები შვეიცარიაში! ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაში, რას გვინდა მივაღწიოთ როგორც ევროპელებმა ევროპულ ოჯახში, რა როლი უნდა ვითამაშოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა. და ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ, როგორი სამშობლო გვექნება ხვალ.

ეს ეტყობა ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ. და რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ? როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შესძელით? როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფრის ამის ყურება. ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ! და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ორ ნაწილად! ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ ქვეყანას ნაწილებად! ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ჩვენთვის არის ქართველი, თუნდაც ის სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს.

ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანის ადგილი არ არის ჩვენს გვერდით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და ის იქნება ერთი მდიდრისათვის და ღარიბისთვის; ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ შეღავათიანი პირობები სხვა ადამიანებთან შედარებით; დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, დიახ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ჩვენ ბევრნი ვართ. ქართული პოლიტიკის ტრაგედია სწორედ ისაა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზემოდან გვიყურებენ, საკუთარი თავი პრივილეგირებული ჰგონიათ და დაავიწყდათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, დაიბადნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, გაიზარდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში და ხშირად ივიწყებენ ამას. მეამაყება, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უარი უთხრა ასეთ პოლიტიკოსებს, ძალიან ბევრი ადამიანი ემიჯნება სიცრუეს საარჩევნო დაპირებებში, ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ ქართული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წარმატებასთან კი არა, გაჭირვებასთანაა ასოცირებული.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა თბილისზე, ჩემს ქალაქზე. ეს ლამაზად დაგეგმილი, უნიკალური, მდიდარი არქიტექტურის ქალაქი იყო, სანამ თანამედროვე ქართული პოლიტიკა არ მოვიდა ქალაქში. და აღმოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკის ერთ ნაწილს ეს ქალაქი განსაკუთრებით სძულდა: პრაქტიკულად აღარ არის ვერა და ვაკე, საბურთალო საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდა იქ არსებული ეკოლოგიური პირობების გამო და ახლა მივადექით ქალაქის ძველ უბნებს და მისი საუკეთესო ნაწილი გვინდა გარდავქმნათ, გადავაკეთოთ, ძველი გავაცუდოთ, ახალი გავაფეტიშოთ. აღმშენებლობა აუცილებლია, მაგრამ არა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. სოფელი მეორეხარისხოვანია ქართული პოლიტიკისთვის, თითქოს იქ ჩვენ არ ვცხოვრობდეთ, თითქოს სოფელი სხვა ქვეყანაა, სხვა სახელმწიფო. სოფლის განვითარების კონცეფცია არ არის ქართული პოლიტიკის პრიორიტეტი, სოფელი ტვირთია, სამწუხარო აუცილებლობა პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ არჩევნებიც მოვა, იმიტომ რომ სოფლის ხმები გვჭირდება და გვახსენდება სოფელი პერიოდულად...

საქართველო მთის ქვეყანაა და ჩვენ მთას ვკარგავთ. ძალიან დაგვიანდა მთის შესახებ კანონმდებლობის მიღება და რასაც მივაღწიეთ, ის სრულიად არასაკმარისია. მთა დაიცლება, მთისგან მუზეუმიც აღარ დარჩება, ასე თუ გაგრძელდა. და ამ საქმეს გული სჭირდება, გონება და გული, თუმცა არ გვცალია, არ გვადარდებს, არ გვაღონებს, მთა ჩვენგან შორს არის . . . ამიტომ, ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის"! პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი თქვენთაგანი", - ნათქვამია განცახდებაში.