ინდოეთში ექიმებმა ეთიკური და ქალის ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, მას შემდეგ, რაც 70 წლის ქალმა "ინ ვიტრო" განაყოფიერების ორწლიანი კურსის შემდეგ იმშობიარა. დელჯინდერ კაურმა 79 წლის ქმრისგან ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. წყვილი 46 წლის წინ დაქორწინდა და მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც უამრავი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, შვილი შეეძინათ.
”ღვთის წყალობას ვგრძნობ, საკუთარი შვილი რომ მიჭირავს ხელში. იმედი მქონდა დაკარგული, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. თავს ცარიელად ვგრძნობდი, მარტოსული ვიყავი”, - ყვება კაური. განაყოფიერების ექსპერტმა სანილ ჯინდალმა მოხუცი მშობლების მიერ გაჩენილი ბავშვის მომავლის საკითხი დააყენა. ”ეს ეთიკური საკითხებია. ჩემი აზრით, არამართებულია 60 წელს ზევით ქალისთვის მსგავსი პროცედურის ჩატარება. შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გაზარდონ ასაკოვანმა მშობლებმა ბავშვი”, - ამბობს ჯინდალი.
ინდოეთში მსგავსი შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს. 2008 წელს 72 წლის ქალმა ტყუპი ბავშვი გააჩინა.
მომზადებულია yahoo.com-ს მიხედვით.