შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით გუშინ გვიან ღამით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
AMBEBI.GE-სთან საუბარში შორენა ბეგაშვილის მეგობარმა თამო ჩალაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელი გახდა მოზარდის ჰოსპიტალიზაცია: "ევას გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ამიტომ საჭირო გახდა მისი გადაყვანა იაშვილის კლინიკაში. მორფით უნდა გაუყუჩონ ტკივილები, რისი გაკეთებაც სახლში ვერ მოხერხდებოდა".
იაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა ფეისბუქის გვერდზე განათავსა ევას ფოტო, რომელსაც გადასხმის აპარატი აქვს დადგმული.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანის შვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997
მიმღები პირი: შორენა ბეგაშვილი
ვიდეო| ბოლო ინფორმაცია შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე