ევა ბარბაქაძის მდგომარეობა დამძიმდა - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

ევა ბარბაქაძის მდგომარეობა დამძიმდა - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ევა ბარბაქაძის მდგომარეობა დამძიმდა. გოგონა უახლოეს დღეებში თურქეთში უნდა გაემგზავროს და ოპერაცია თავიდან გაუკეთდეს. Ambebi.ge შორენას მეგობარს, თამუნა ჩალაძეს ესაუბრა.

- ევას მდგომარეობა მძიმეა. აქამდე თითქოს კარგად იყო ყველაფერი. თურქეთიდან გუშინ მივიღეთ პასუხი. აღნოჩნდა რომ ევას ერთ ფეხზე თავიდან სჭირდება ოპერაცია, ხერხემალშიც რაღაც აქვს ჩარჩენილი. მოკლედ ოპერაციები თავიდან არის გასაკეთებელი. სამი დღის წინ დაეწყო ტკივილები და ფეხიდან რკინები ამოუღეს. ექიმებმა თქვეს, რომ ორგანიზმა არ მიიღო უცხო სხეული.

- რა თანხაა საჭირო და რამდენი შეგროვდა?

- სულ რაღაც 17 ლარი შეგროვდა. 50 000 არის საჭირო. შორენამ დაურეკა მამუკა ხაზარაძეს და სხვა ბიზნესმენებს, მაგრამ პასუხიც არ დაუბრუნა არავინ. ახლა მანქანას ალომბარდებს და ყველაფერს ყიდის. საწყის ეტაპზე იქნებ რაღაც თანხა შეგროვდეს ბავში, რომ წაიყვანოს თურქეთში და თავიდან გაუკეთდეს ოპერაცია. ეს თანხა უახლოეს დღეებში მაქსიმუმ ზეგამდე უნდა შეგროვდეს.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანის შვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997

მიმღები პირი: შორენა ბეგაშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია