საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."
რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."

ახალ­გაზ­რდა არა­ბი ქა­ლის მო­ნა­თხრო­ბი მუს­ლი­მი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე სა­უ­დის არა­ბეთ­ში. რას ყვე­ბა კონ­სერ­ვა­ტი­ულ მუ­სულ­მა­ნურ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს და სრულ­წლო­ვა­ნი ასა­კი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს:

"გა­მი­მარ­თლა - ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო კერ­ძო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ჩემი ცხოვ­რე­ბა 8 წლი­დან გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მომ­დე ერთი და იმა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სკო­ლა­ში 48 მოს­წავ­ლე იყო, ინ­გლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლამ­დე სხვა თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. სკო­ლა­ში, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი სწავ­ლობ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნებს, ძი­რი­თა­დად რე­ლი­გი­ურ დის­ციპ­ლი­ნებ­სა და ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბას გვას­წავ­ლიდ­ნენ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი თით­ქმის ამო­ღე­ბუ­ლი იყო, რაც უც­ნა­უ­რია, ეს ხომ კარ­გი კერ­ძო სკო­ლაა! ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ცუ­დია რო­გორც ბი­ჭე­ბის­თვის, ასე­ვე გო­გო­ნე­ბის­თვი­საც. კერ­ძო სკო­ლებ­ში, ასეა თუ ისეა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე და­მა­ტე­ბით ცოდ­ნას მი­ი­ღებ, სა­ხელ­მწო­ფო სკო­ლებ­ში კი სი­ტუ­ა­ცია გა­ცი­ლე­ბის უა­რე­სია.

Twitter და Facebook ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ეს ჩემს სკო­ლა­შიც ნათ­ლად ჩან­და. გო­გო­ნებს, სხვა საქ­მე არ აქვთ, გარ­და იმი­სა, რომ მი­მო­წე­რით და­კავ­დნენ. რო­დე­საც Facebook ახა­ლი ხილი იყო, ქა­ლე­ბის­თვის არ იყო რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გან­თავ­სე­ბა. მახ­სოვს, ჩემი სკო­ლე­ლე­ბი ზურგს უკან რო­გორ ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ და "ბოზს" მი­წო­დებ­დნენ, რად­გან ჩემი ფო­ტო­ე­ბი ავ­ტვირ­თე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, და სწო­რედ ის გო­გო­ნე­ბი ინ­სტაგ­რამ­ში ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი სპა­მე­რე­ბი გახ­დნენ.

ასე ხდე­ბა არა­ბე­თის სა­მე­ფო­ში: თა­ვი­დან ყვე­ლას ეში­ნია სი­ახ­ლე­ე­ბის და ჭო­რა­ო­ბენ მათ­ზე, ვინც მას იყე­ნებს, შემ­დეგ კი თა­ვა­დაც უერ­თდე­ბი­ან. არა­სო­დეს მი­ტა­რე­ბია ნი­ქა­ბი (თავ­სა­ბუ­რა­ვი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ფა­რავს სა­ხეს), მაგ­რამ აბა­ი­ას (გრძე­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სხე­ულს ფა­რავს) ტა­რე­ბა მი­წევ­და, რად­გან ეს კა­ნონ­შია გა­წე­რი­ლი. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, აბა­ია შავი ფე­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ გავ­ხდი 12 წლის და ქა­ლებს სხვა­დას­ხვა ფე­რის სა­მო­სის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­გა­ტი­უ­რად მი­ი­ღო - ეს მო­დუ­რი ტენ­დენ­ცია ელი­ტი­დან წა­მო­ვი­და, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით მან მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. ვფიქ­რობ, ამ უბ­რა­ლო უფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დიდი როლი შე­ას­რუ­ლა. გაჩ­ნდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ტრენ­დე­ბი, ახა­ლი ფაბ­რი­კე­ბი.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ მა­მა­კა­ცე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ოჯა­ხის წევ­რი ქა­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. თუ შენი ძმა ან მამა გა­ი­გებს, რომ ეწე­ო­დი, ან დრო ბი­ჭთან ერ­თად გა­ა­ტა­რე, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი მოჰ­ყვე­ბა. ქა­ლიშ­ვი­ლი ან ცოლი უნდა და­იც­ვა ჭო­რე­ბის­გან, თუნ­დაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლის­გან, ამის ნი­ა­დაგ­ზე უამ­რა­ვი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხდე­ბა. ჩემი მა­მის ოჯა­ხი ძალ­ზედ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია, მათ ძა­ლი­ან ადარ­დებთ მით­ქმა-მოთ­ქმა, დე­დის ოჯა­ხი - გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად უყუ­რებს ასეთ სა­კი­თხებს. დღემ­დე, ზდ­რას­რულ ასაკ­შიც კი ვუ­მა­ლავ მათ ბევრ რა­მეს. სა­უ­დის არა­ბე­თის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლის­გან გე­ნი­ა­ლუ­რი ბო­როტ­მოქ­მე­დი გა­მო­ვი­დო­და: მათ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოდ ეხერ­ხე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა და ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა.

სა­უ­დის არა­ბე­თი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა დღემ­დე ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­გო­ნებს. თით­ქოს 18 წელი ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, უბ­რა­ლო გა­სე­ირ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე, ან მა­ღა­ზი­ა­ში სი­ა­რუ­ლი მა­მა­კა­ცის თან­ხლე­ბის გა­რე­შე, უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ჩემ­თვის. ახლა შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­სი ჩა­ვიც­ვა, ბი­ჭებ­თან ერ­თად სად­მე გა­ვერ­თო.

ნა­თე­სა­ვე­ბი მა­მის მხრი­დან სა­შინ­ლად გა­ნიც­დიდ­ნენ და ბოლო წა­მამ­დე ცდი­ლობ­დნენ, და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ მამა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­რე­ბა უდი­დე­სი შეც­დო­მაა. მათ ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ ქალს შე­უძ­ლია მარ­ტო იცხოვ­როს უცხო ქვე­ყა­ნა­ში. ნა­თე­სა­ვე­ბი დე­დის მხრი­დან კი პი­რი­ქით, მხარს მი­ჭერ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­უ­დის არა­ბეთ­ში ქა­ლებს უცხო ქვეყ­ნებ­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზა­რე­ბის ნება 2008 წლი­დან დარ­თეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ფაქტს ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ შე­ე­გუა. მაგ­რამ მა­მამ თა­ვად უცხო ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სურ­და, რომ მეც მე­ცა­და. უამ­რა­ვი სა­ბუ­თის­თვის მო­უ­წია ხე­ლის მო­წე­რა, რომ ნე­ბას მრთავს ვის­წავ­ლო სა­ზღვარ­გა­რეთ და ა.შ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­ლი­გი­უ­რი ოჯა­ხე­ბის­თვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სი - 600 ფუნტ სტერ­ლინ­გად და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქი­რა­ობ სტუ­დენ­ტის­თვის მე­ურ­ვეს. ეს ძალ­ზედ აბ­სურ­დუ­ლი რა­მაა!

შინ დაბ­რუ­ნე­ბა ჩემ­თვის დიდი დი­ლე­მაა. ერ­თის მხრივ, ინ­გლის­ში მო­ვა­ხერ­ხებ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას, მე­ო­რეს მხრივ - ჩემი ში­ნა­გა­ნი მე მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის გა­დი­ნე­ბის" ნა­წი­ლი ვხდე­ბი. არა­და, სა­უ­დის არა­ბეთ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სფე­რო­ში ქა­ლის­თვის მხო­ლოდ ორი გზა არ­სე­ბობს: მე­დი­ცი­ნა და პე­და­გო­გია. ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ძი­რი­თა­დად ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­საც და­სავ­ლუ­რი და ამე­რი­კუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია გა­აჩ­ნი­ათ. მათ­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს ქალი-ინ­ჟი­ნე­რის და­საქ­მე­ბა, მთა­ვა­რია, სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დეს. სა­ხელ­მწი­ფო­მაც რიგი რე­ფორ­მე­ბი მი­ი­ღო, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს უფ­ლე­ბას აძ­ლევს კერ­ძო სექ­ტორ­ში იმუ­შა­ონ. მაგ­რამ ქალი-მო­ლა­რე პირ­ვე­ლად მხო­ლოდ 2012 წელს ვნა­ხე.

ამ რე­ფორ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­მუ­შა­ვე ქალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც ცუდი თვა­ლით უყუ­რებს. რე­ლი­გი­უ­რი მამა არა­სო­დეს და­უშ­ვებს, რომ მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა იმუ­შა­ოს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც არ არის სქე­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცია და­ცუ­ლი: "შე­გიძ­ლია იმუ­შაო, მაგ­რამ კე­თი­ლი ინე­ბე და გა­ა­კე­თე ეს სკო­ლა­ში, სა­დაც გენ­დერულ და­ყო­ფას იცა­ვენ, ან ქალ­თა მა­ღა­ზი­ა­ში". შე­სა­ბა­მი­სად, ეს უამ­რავ ქალს ხელს უშ­ლის კა­რი­ე­რულ ზრდა­ში, ვი­ნა­ი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სავ­ლე­თის სტან­დარ­ტებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამას­თან, მო­მუ­შა­ვე ქალს უყუ­რე­ბენ, რო­გორც გან­დე­გილს: "ერთი შე­ხე­დე, ის არა­ვის სჭირ­დე­ბა და მარ­ტო­ო­ბა­ში ამოხ­დე­ბა სული!".

რო­გორც წესი, გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბის სა­უ­დის არა­ბეთს ტო­ვე­ბენ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ინც არა­ბებ­თან იწყე­ბენ. ეს მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, არ გი­წევს და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის გა­თა­ვი­სე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი მა­ინც ხვდე­ბი­ან, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ზე კონ­სერ­ვა­ტი­ულ გო­გო­ნებ­საც კი უჭირთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ბრუნ­დე­ბა და სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, და­კავ­დეს ფე­მი­ნის­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

სქეს­თა თა­ნას­წო­რო­ბის მო­თხოვ­ნა მა­სობ­რივ პა­რა­ნო­ი­ას იწ­ვევს და სექ­სუ­ა­ლურ რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა. უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­მაა, მაგ­რამ სა­უ­დის არა­ბეთ­ში არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ღიად და­არ­სე­ბა იოლი არ გახ­ლავთ - უამ­რა­ვი სა­ბუ­თია სა­ჭი­რო, ამი­ტო­მაც ამით კერ­ძო კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი დიდი კომ­პა­ნი­ის ბა­ზა­ში არ­სე­ბობს არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მით: უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბით, ქალ­თა და­საქ­მე­ბით, მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბით. ჩემი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს მსგავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და სა­სი­ხა­რუ­ლოა იმის ხილ­ვა, რომ მისი შრო­მა უკ­ვა­ლოდ არ გა­დის. თუკი მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გა­დავ­წყვეტ, აუ­ცი­ლებ­ლად ვეც­დე­ბი ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბას".

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."

რას ყვება არაბი გოგონა მუსლიმი ქალების ცხოვრების წესზე: "თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე..."

ახალგაზრდა არაბი ქალის მონათხრობი მუსლიმი ქალების ცხოვრების წესსა და ჩვეულებებზე საუდის არაბეთში. რას ყვება კონსერვატიულ მუსულმანურ ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელსაც ევროპული განათლება აქვს და სრულწლოვანი ასაკიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს:

"გამიმართლა - ქვეყნის საუკეთესო კერძო სკოლაში დავდიოდი. ჩემი ცხოვრება 8 წლიდან გამოსაშვებ საღამომდე ერთი და იმავე ადამიანების გარემოცვაში მიმდინარეობდა. სკოლაში 48 მოსწავლე იყო, ინგლისში საცხოვრებლად გადასვლამდე სხვა თანატოლებთან ურთიერთობა არ მქონია. სკოლაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ.

რაც შეეხება საგნებს, ძირითადად რელიგიურ დისციპლინებსა და ზუსტ მეცნიერებას გვასწავლიდნენ, ჰუმანიტარული საგნები თითქმის ამოღებული იყო, რაც უცნაურია, ეს ხომ კარგი კერძო სკოლაა! ქვეყანაში განათლება საკმაოდ ცუდია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. კერძო სკოლებში, ასეა თუ ისეა, არაოფიციალურ დონეზე დამატებით ცოდნას მიიღებ, სახელმწოფო სკოლებში კი სიტუაცია გაცილების უარესია.

Twitter და Facebook ძალიან პოპულარულია საუდის არაბეთში, ეს ჩემს სკოლაშიც ნათლად ჩანდა. გოგონებს, სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მიმოწერით დაკავდნენ. როდესაც Facebook ახალი ხილი იყო, ქალებისთვის არ იყო რეკომენდებული ფოტოების განთავსება. მახსოვს, ჩემი სკოლელები ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდნენ და "ბოზს" მიწოდებდნენ, რადგან ჩემი ფოტოები ავტვირთე სოციალურ ქსელში. ახლა ყველაფერი შეიცვალა, და სწორედ ის გოგონები ინსტაგრამში ყველაზე აუტანელი სპამერები გახდნენ.

ასე ხდება არაბეთის სამეფოში: თავიდან ყველას ეშინია სიახლეების და ჭორაობენ მათზე, ვინც მას იყენებს, შემდეგ კი თავადაც უერთდებიან. არასოდეს მიტარებია ნიქაბი (თავსაბურავი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს), მაგრამ აბაიას (გრძელი სამოსი, რომელიც მხოლოდ სხეულს ფარავს) ტარება მიწევდა, რადგან ეს კანონშია გაწერილი. როდესაც პატარა ვიყავი, აბაია შავი ფერის უნდა ყოფილიყო. მაგრამ გავხდი 12 წლის და ქალებს სხვადასხვა ფერის სამოსის ტარების უფლება მისცეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავდაპირველად ნეგატიურად მიიღო - ეს მოდური ტენდენცია ელიტიდან წამოვიდა, მაგრამ თანდათანობით მან მთელი ქვეყანა მოიცვა. ვფიქრობ, ამ უბრალო უფლებამ საზოგადოებისთვის დიდი როლი შეასრულა. გაჩნდა დიზაინერები, ტრენდები, ახალი ფაბრიკები.

საუდის არაბეთში მიღებულია, რომ მამაკაცები პასუხისმგებლები არიან ოჯახის წევრი ქალების რეპუტაციაზე. თუ შენი ძმა ან მამა გაიგებს, რომ ეწეოდი, ან დრო ბიჭთან ერთად გაატარე, ამას სერიოზული სკანდალი მოჰყვება. ქალიშვილი ან ცოლი უნდა დაიცვა ჭორებისგან, თუნდაც გაუმართლებელისგან, ამის ნიადაგზე უამრავი უსიამოვნება ხდება. ჩემი მამის ოჯახი ძალზედ კონსერვატიულია, მათ ძალიან ადარდებთ მითქმა-მოთქმა, დედის ოჯახი - გაცილებით მარტივად უყურებს ასეთ საკითხებს. დღემდე, ზდრასრულ ასაკშიც კი ვუმალავ მათ ბევრ რამეს. საუდის არაბეთის თითქმის ყველა ქალისგან გენიალური ბოროტმოქმედი გამოვიდოდა: მათ მსოფლიოში საუკეთესოდ ეხერხებათ საკუთარ თავზე ინფორმაციის დამალვა და ზედმეტი ყურადღებისგან თავის არიდება.

საუდის არაბეთიდან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა დღემდე ციხიდან გათავისუფლებას მაგონებს. თითქოს 18 წელი ციხეში გავატარე. დიდი ხნის განმავლობაში, უბრალო გასეირნება უნივერსიტეტამდე, ან მაღაზიაში სიარული მამაკაცის თანხლების გარეშე, უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის. ახლა შემიძლია ნებისმიერი სამოსი ჩავიცვა, ბიჭებთან ერთად სადმე გავერთო.

ნათესავები მამის მხრიდან საშინლად განიცდიდნენ და ბოლო წამამდე ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მამა, რომ ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გამგზავრება უდიდესი შეცდომაა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ქალს შეუძლია მარტო იცხოვროს უცხო ქვეყანაში. ნათესავები დედის მხრიდან კი პირიქით, მხარს მიჭერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ქალებს უცხო ქვეყნებში სასწავლებლად გამგზარების ნება 2008 წლიდან დართეს, საზოგადოება ამ ფაქტს ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა. მაგრამ მამამ თავად უცხო ქვეყანაში დაამთავრა უნივერსიტეტი და სურდა, რომ მეც მეცადა. უამრავი საბუთისთვის მოუწია ხელის მოწერა, რომ ნებას მრთავს ვისწავლო საზღვარგარეთ და ა.შ. განსაკუთრებულად რელიგიური ოჯახებისთვის არსებობს სპეციალური სერვისი - 600 ფუნტ სტერლინგად და საცხოვრებელი ხარჯების გათვალისწინებით, ქირაობ სტუდენტისთვის მეურვეს. ეს ძალზედ აბსურდული რამაა!

შინ დაბრუნება ჩემთვის დიდი დილემაა. ერთის მხრივ, ინგლისში მოვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას, მეორეს მხრივ - ჩემი შინაგანი მე მეუბნება, რომ საკუთარი ქვეყნიდან "ინტელექტუალური რესურსის გადინების" ნაწილი ვხდები. არადა, საუდის არაბეთში პროფესიონალურ სფეროში ქალისთვის მხოლოდ ორი გზა არსებობს: მედიცინა და პედაგოგია. ამჟამად სიტუაცია უმჯობესდება, ძირითადად ნავთობის კომპანიების წყალობით, რომლებსაც დასავლური და ამერიკული ორიენტაცია გააჩნიათ. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ქალი-ინჟინერის დასაქმება, მთავარია, სათანადო განათლება ჰქონდეს. სახელმწიფომაც რიგი რეფორმები მიიღო, რომლებიც ქალებს უფლებას აძლევს კერძო სექტორში იმუშაონ. მაგრამ ქალი-მოლარე პირველად მხოლოდ 2012 წელს ვნახე.

ამ რეფორმების მიუხედავად, მომუშავე ქალს საზოგადოება მაინც ცუდი თვალით უყურებს. რელიგიური მამა არასოდეს დაუშვებს, რომ მისმა ქალიშვილმა იმუშაოს ისეთ ადგილას, სადაც არ არის სქესობრივი სეგრეგაცია დაცული: "შეგიძლია იმუშაო, მაგრამ კეთილი ინებე და გააკეთე ეს სკოლაში, სადაც გენდერულ დაყოფას იცავენ, ან ქალთა მაღაზიაში". შესაბამისად, ეს უამრავ ქალს ხელს უშლის კარიერულ ზრდაში, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციები ურთიერთობის დასავლეთის სტანდარტებზე არიან ორიენტირებული. ამასთან, მომუშავე ქალს უყურებენ, როგორც განდეგილს: "ერთი შეხედე, ის არავის სჭირდება და მარტოობაში ამოხდება სული!".

როგორც წესი, გოგონები, რომლების საუდის არაბეთს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან, ურთიერთობას მაინც არაბებთან იწყებენ. ეს მათთვის გაცილებით იოლია, არ გიწევს დასავლური კულტურის გათავისება. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ხვდებიან, რომ თავისუფლები არიან, ამიტომაც ყველაზე კონსერვატიულ გოგონებსაც კი უჭირთ სამშობლოში დაბრუნება. ზოგიერთი მათგანი ბრუნდება და სურვილი უჩნდება, დაკავდეს ფემინისტური აქტივობით.

სქესთა თანასწორობის მოთხოვნა მასობრივ პარანოიას იწვევს და სექსუალურ რევოლუციასთან ასოცირდება. უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი რამაა, მაგრამ საუდის არაბეთში არაკომერციული ორგანიზაციის ღიად დაარსება იოლი არ გახლავთ - უამრავი საბუთია საჭირო, ამიტომაც ამით კერძო კორპორაციები არიან დაკავებული. უამრავი დიდი კომპანიის ბაზაში არსებობს არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმით: უმუშევრობის პრობლემებით, ქალთა დასაქმებით, მოზარდი გოგონების განათლების საკითხებით. ჩემი მეგობარი მუშაობს მსგავს ორგანიზაციაში და სასიხარულოა იმის ხილვა, რომ მისი შრომა უკვალოდ არ გადის. თუკი მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას გადავწყვეტ, აუცილებლად ვეცდები ამ სფეროში მუშაობას".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი