პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება
 თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება

ახალ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს "მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "შე­მო­სე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ფორმ­და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რებს - ააიპ "სტუ­დენ­ტურ ერ­თი­ა­ნო­ბას", სს "ფრე­გოს", სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ანნ­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას შო­რის.

მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სტუ­დენ­ტუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ბექა ღა­ჟო­ნი­ამ, კომ­პა­ნია "ფრე­გოს" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რუ­სუ­დან რა­მა­ზაშ­ვილ­მა, "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის"გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ან­ნის" ლი­დერ­მა კონ­სტან­ტი­ნე სვა­ნა­ძემ.

2016 წლის მა­ი­სი­დან 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის "მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ახალ პრო­ექტს "შე­მო­სე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე".

ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის შე­საგ­რო­ვებ­ლად თბი­ლი­სის მას­შტა­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გან­თავ­სდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თე­ბი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის შეგ­როვ­დე­ბა ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, რომ­ლე­ბიც უსას­ყიდ­ლოდ გა­ნა­წილ­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

"შე­მო­სე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე" საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტია და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი უკვე შერ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე მი­ი­ტა­ნოს. ესე­ნია: სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე, რუს­თა­ვის გზატ­კე­ცი­ლი 247, აწყუ­რის ქუ­ჩა­სა და რკი­ნიგ­ზის ხიდს შო­რის, მოს­კო­ვის გამ­ზი­რი/ წის­ქვილ­კომ­ბი­ნატ­თან, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი 12 კმ, გია გუ­ლუ­ას ქუჩა, გმირ­თა მო­ე­და­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი.

თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება

 თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება

ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პროექტის "შემოსე თანამოქალაქეს" პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს - ააიპ "სტუდენტურ ერთიანობას", სს "ფრეგოს", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნსა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობის" თავმჯდომარემ ბექა ღაჟონიამ, კომპანია "ფრეგოს" გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა, "საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის''გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ლიდერმა კონსტანტინე სვანაძემ.

2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო "ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების "მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განახორციელებს ახალ პროექტს "შემოსე თანამოქალაქე".

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

"შემოსე თანამოქალაქე" საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე შერჩეულ ადგილებზე მიიტანოს. ესენია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკეცილი 247, აწყურის ქუჩასა და რკინიგზის ხიდს შორის, მოსკოვის გამზირი/ წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სამების საკათედრო ტაძარი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია