საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალმა "ფორბსმა" 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა
ჟურნალმა "ფორბსმა" 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა

5-9 მა­ისს თბი­ლის­ში Mercedes-Benz Fashion Week გა­ი­მარ­თა. მო­დის კვი­რე­ულს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით სტუმ­რობ­დნენ ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი Herve Leger, ჰელ­მუტ ნი­უ­ტო­ნის მუ­ზად ქცე­უ­ლი მო­დე­ლი Sylvia Gobbel და მსოფ­ლი­ოს სამი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მო­დის ბლო­გერ­თა შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი Diane Pernet.

მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი გა­შუქ­და Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვიდ­ნენ მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი და წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც დე­ტა­ლუ­რად გა­ა­შუ­ქეს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი. ჟურ­ნალ­მა Forbes-მა კი Mercedes-Benz Fashion Week-ის 5 სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­ა­სა­ხე­ლა. აი რას ვკი­თხუ­ლობთ მათ შე­სა­ხებ სტე­ფან რა­ბი­მო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში:

თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვა

ინ­გო­როყ­ვა ქარ­თუ­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი სა­ხე­ლია. 2002 წლი­დან აწარ­მო­ებს ტან­საც­მელს და კლი­ენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ბაზა გა­აჩ­ნია. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ნი­მა­ლის­ტი ნინა რი­ჩის­თან მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში. მისი შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის კო­ლექ­ცია ას­ხი­ვებს იმ ელე­გან­ტუ­რო­ბას, რომ­ლის მიღ­წე­ვა­საც სხვა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ. მისი ტყა­ვის მა­სა­ლა ძა­ლი­ან ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლია და ადას­ტუ­რებს, რომ მას რთულ მა­სა­ლას­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლია.

გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ია

ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას შეგ­ვიძ­ლია მო­დის ვე­ტე­რა­ნიც ვუ­წო­დოთ. ის აწარ­მო­ებ­და ტან­საც­მელს თურ­ქუ­ლი ბრენ­დე­ბის­თვის 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი შე­ნე­ბის ტექ­ნი­კა, ეს კი შე­დე­გად ქმნის სა­მო­სის რთულ ფორ­მებს, რაც მას გა­მო­არ­ჩევს მო­დის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

ლალო დო­ლი­ძე

ლალო დო­ლი­ძე ნაქ­სოვ სა­მოსს ქმნის და ამით თით­ქმის მო­ნო­პო­ლი­ა­საც ამ­ყა­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჭკვი­ა­ნუ­რი ბიზ­ნესსვლა ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც სავ­სეა ნაპ­რა­ლე­ბით. ლა­ლოს უახ­ლე­სი კო­ლექ­ცია მი­ლან­სა და ნიუ იორკში კარ­გად იგ­რძნობ­და თავს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით აფა­სე­ბენ ნაქ­სოვ მა­სა­ლას­თან მო­მუ­შა­ვე დი­ზა­ი­ნე­რებს. ყვე­ლა მისი პრო­დუქ­ტი ხელ­ნა­კე­თია და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ გა­მო­დის.

ბეს­სა­რი­ო­ნი

ბე­სა­რი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის შვი­ლია. ის იმ მცი­რე ჯგუფს ეკუთ­ვნის, რომ­ლე­ბიც ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვართ მო­დის პრე­სა­საც და მყიდ­ვე­ლებ­საც. დი­ზა­ი­ნე­რი და დი­ჯეი ორი­ვე ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ერ­თგვა­რი ხუ­ლიგ­ნუ­რი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს. მის უახ­ლეს კო­ლექ­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ მსგავ­სე­ბე­ბი Vetemens-თან, თუმ­ცა ბე­სა­რი­ო­ნი მყა­რად დგას მი­წა­ზე, პა­ტივს მი­ა­გებს გლო­ბა­ლურ ტრენ­დებს და უხა­მებს მათ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს.

ალექ­სან­დერ არ­თი­უ­ნო­ვი

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და რუ­სეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მოს­კოვ­ში მუ­შა­ობს. თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე მისი კო­ლექ­ცია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა იყო, სა­დაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლებ­თან იყო შერ­წყმუ­ლი. შე­დე­გად მისი კო­ლექ­ცია სა­ო­ცარ ეფექტს ქმნი­და. მან სა­მო­სი ნა­ქარ­გით, ყვა­ვი­ლე­ბით, ჩი­ტე­ბით და სხვა მო­ტი­ვე­ბით დატ­ვირ­თა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია forbes.com-ს მი­ხედ­ვით

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: 5 ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი Vogue-ის ონ­ლა­ინ-გა­მო­ცე­მა­ში მოხ­ვდა

ჟურნალმა "ფორბსმა" 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა

ჟურნალმა "ფორბსმა" 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა

5-9 მაისს თბილისში Mercedes-Benz Fashion Week გაიმართა. მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდა Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებმაც დეტალურად გააშუქეს თბილისში გამართული ჩვენებები. ჟურნალმა Forbes-მა კი Mercedes-Benz Fashion Week-ის 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა. აი რას ვკითხულობთ მათ შესახებ სტეფან რაბიმოვის მიერ მომზადებულ სტატიაში:

თამუნა ინგოროყვა

ინგოროყვა ქართული მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია. 2002 წლიდან აწარმოებს ტანსაცმელს და კლიენტების საკმაოდ სოლიდური ბაზა გააჩნია. თვითგამოცხადებული მინიმალისტი ნინა რიჩისთან მუშაობდა პარიზში. მისი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ასხივებს იმ ელეგანტურობას, რომლის მიღწევასაც სხვა ქართველი დიზაინერები ცდილობენ. მისი ტყავის მასალა ძალიან ექსტრავაგანტულია და ადასტურებს, რომ მას რთულ მასალასთან გამკლავება შეუძლია.

გიორგი ფანცულაია

ახალგაზრდა გიორგი ფანცულაიას შეგვიძლია მოდის ვეტერანიც ვუწოდოთ. ის აწარმოებდა ტანსაცმელს თურქული ბრენდებისთვის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ გამოცდილებამ საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინა სამგანზომილებიანი შენების ტექნიკა, ეს კი შედეგად ქმნის სამოსის რთულ ფორმებს, რაც მას გამოარჩევს მოდის სხვა წარმომადგენლებისგან.

ლალო დოლიძე

ლალო დოლიძე ნაქსოვ სამოსს ქმნის და ამით თითქმის მონოპოლიასაც ამყარებს საქართველოში. ჭკვიანური ბიზნესსვლა ბაზარზე, რომელიც სავსეა ნაპრალებით. ლალოს უახლესი კოლექცია მილანსა და ნიუ იორკში კარგად იგრძნობდა თავს, სადაც განსაკუთრებით აფასებენ ნაქსოვ მასალასთან მომუშავე დიზაინერებს. ყველა მისი პროდუქტი ხელნაკეთია და დიდი რაოდენობით არ გამოდის.

ბესსარიონი

ბესარიონი საქართველოს და რუსეთის შვილია. ის იმ მცირე ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ორივე ქვეყანაში უყვართ მოდის პრესასაც და მყიდველებსაც. დიზაინერი და დიჯეი ორივე ქვეყნის დედაქალაქში ერთგვარი ხულიგნური რეპუტაციით სარგებლობს. მის უახლეს კოლექციაში შეიძლება ნახოთ მსგავსებები Vetemens-თან, თუმცა ბესარიონი მყარად დგას მიწაზე, პატივს მიაგებს გლობალურ ტრენდებს და უხამებს მათ ქართულ ტრადიციებს.

ალექსანდერ ართიუნოვი

საქართველოში დაბადებული და რუსეთში განათლებამიღებული დიზაინერი მოსკოვში მუშაობს. თბილისის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენება იყო, სადაც ქართული კულტურული ტრადიციები თანამედროვე მასალებთან იყო შერწყმული. შედეგად მისი კოლექცია საოცარ ეფექტს ქმნიდა. მან სამოსი ნაქარგით, ყვავილებით, ჩიტებით და სხვა მოტივებით დატვირთა.

მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: 5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება