ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის სასიამოვნო ადამიანები არ არიან. ზოგი ჭირვეული და სკანდალების მოყვარულია. წარმოგიდგენთ იმ ცნობილი მსახიობების ჩამონათვალს, რომლებთანაც მუშაობა ნამდვილი ჯოჯოხეთია.
ლინდსი ლოჰანი
ჰოლივუდის სტილისტების ტრაგედია. მსახიობს არაერთხელ მოუპარავს ნივთები და სამკაულები გადასაღები მოედნიდან და ჩაუშლია გადაღება მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობა ეზარებოდა.
ჯულია რობერთსი
პოპულარობის პირველი ტალღა ლამაზმანს არა სამსახიობო ნიჭმა, არამედ რთულმა ხასიათმა და სკანდალებმა მოუტანეს. ჯულია ჩხუბობდა ყველასთან, ასისტენტებთან, რეჟისორებთან, სტუდიების წარმომადგენლებთან.
კრისტიან ბეილი
”ტერმინატორის” მეოთხე სერიის გადამღებ ჯგუფს კვლავ ახსოვს ბეილის გამოხტომა, როდესაც მან ფილმის ოპერატორს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ოპერატორმა მსახიობს უნებურად ხელი შეუშალა სცენის გათამაშებაში, რის გამოც ხანგრძლივი წყევლა-კრულვა დაიმსახურა.
ედვარდ ნორტონი
ნორტონი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ იციან. ეს ეხება არა მხოლოდ სამსახიობო შესრულებას, არამედ რეჟისურასაც კი. ნორტონი ცდილობს სცენარი თავისებურად გადააკეთოს. ის ცდილობს მთელი გადასაღები მოედანი გააკონტროლოს.
მაიკ მაიერსი
ოსტინ პაუერსის და ედვარდ ნორტონის აგენტს სერიოზული დუეტი გამოუვიდოდათ, სახელწოდებით - "კონტროლის გიჟები". კომიკოსი ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი: პირადი მოთხოვნების შესრულების საკითხიც და გადასაღებ მოედანზე მიმდინარე პროცესებიც.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.