მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება
ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება

პრო­კუ­რა­ტუ­რის შემ­ხედ­ვა­რე 1937 წელი მახ­სენ­დე­ბა, ოღონ­დაც გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნონ და ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი, ეს ალ­ბათ ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო საქ­მე იქ­ნე­ბა უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტით, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ში ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გიზო ღლონტმა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ნა­ცხა­და.

გიზო ღლონ­ტის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის დას­კვნი­თი სი­ტყვის თქმის შემ­დეგ სათ­ქმე­ლი მას ფაქ­ტობ­რი­ვად აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, რად­გან ბრალ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს. გიზო ღლონტმა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ.

"ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ერთ-ერთ არხს და თქვა, რომ "დელ­ტა­კო­მი" სრუ­ლი­ად უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს, მა­შინ რო­დე­საც 3 მი­ლი­ო­ნი უკვე გა­დახ­დი­ლი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას "დელ­ტა­კო­მის­თვის". მან ისიც თქვა, რა ეჩ­ქა­რე­ბო­და კა­ბე­ლე­ბის საქ­მის მო­ნა­წი­ლე პი­რებს ფუ­ლის გა­დახ­და, თუმ­ცა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ის კი არ უთხრეს, რომ ფული მთავ­რო­ბამ გა­და­რი­ცხა და ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში არ ვყო­ფილ­ვართ", - გა­ნა­ცხა­და ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გიზო ღლონტმა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ 2013 წლის შემ­დეგ უწყე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ცდი­ლობ­და სა­ჯა­რო­ო­ბა შე­ე­ტა­ნა ყვე­ლა პრო­ცეს­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ეს მომ­ხდა­რი­ყო შეს­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით. იმის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შეს­ყიდ­ვე­ბი გამჭვირ­ვა­ლედ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, გიზო ღლონტმა მა­გა­ლი­თად ნატო-ს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დას­კვნაც მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ჯგუ­ფის დას­კვნა­ში სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნად და­სა­ხელ­და შეს­ყიდ­ვე­ბის მხრივ.

გიზო ღლონტმა კი­თხვე­ბი­თაც მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას. კონ­კრე­ტუ­ლად, ბრალ­დე­ბუ­ლი იმით და­ინ­ტე­რეს­და იღებ­და თუ არა 2013 წლის 21 დე­კემ­ბრამ­დე რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის­გან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას და რა­ტომ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს 2013 წლის შემ­დეგ.

"2013 წლის 21 დე­კემ­ბრამ­დე, რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის წი­ნა­და­დე­ბა, ვინც მომ­სა­ხუ­რე­ბას უფა­სოდ უკე­თებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, შე­თა­ვა­ზე­ბა მსგავ­სი სა­ხით არც ერთხელ არ ყო­ფი­ლა და რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ჩვენს პე­რი­ოდ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­უ­რი და მი­სა­ღე­ბი პრო­ექ­ტი მი­ი­ღო. ამას­თან, უწყე­ბა ამ პრო­ექ­ტის თვი­თონ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და და მას სჭირ­დე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა", - გა­ნა­ცხა­და გიზო ღლონტმა.

გიზო ღლონ­ტის გარ­და დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვეს სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა: ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურ­მა, და­ვით წი­ფუ­რი­ამ, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ და არ­ჩილ ალა­ვი­ძემ. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა ისა­უბ­რა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე და ამ რე­ფორ­მე­ბის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა­ზე.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ვი­და.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება

ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება

პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება, ოღონდაც განაჩენი გამოიტანონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს ალბათ ერთ-ერთი სამაგალითო საქმე იქნება უარყოფით კონტექსტით, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიზო ღლონტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

გიზო ღლონტის თქმით, პროკურატურის დასკვნითი სიტყვის თქმის შემდეგ სათქმელი მას ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა, რადგან ბრალდება ფაქტობრივად არ არსებობს. გიზო ღლონტმა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

"ყოფილმა პრემიერმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ არხს და თქვა, რომ "დელტაკომი" სრულიად უფასოდ ემსახურება შს სამინისტროს, მაშინ როდესაც 3 მილიონი უკვე გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებას "დელტაკომისთვის". მან ისიც თქვა, რა ეჩქარებოდა კაბელების საქმის მონაწილე პირებს ფულის გადახდა, თუმცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ის კი არ უთხრეს, რომ ფული მთავრობამ გადარიცხა და ჩვენ არაფერ შუაში არ ვყოფილვართ", - განაცხადა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულმა გიზო ღლონტმა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა თავადაცვის სამინისტროს გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2013 წლის შემდეგ უწყების ყველა თანამდებობის პირი ცდილობდა საჯაროობა შეეტანა ყველა პროცესში და განსაკუთრებით ეს მომხდარიყო შესყიდვების კუთხით. იმის დამადასტურებლად, რომ თავდაცვის სამინისტროში შესყიდვები გამჭვირვალედ ხორციელდებოდა, გიზო ღლონტმა მაგალითად ნატო-ს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის დასკვნაში საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დასახელდა შესყიდვების მხრივ.

გიზო ღლონტმა კითხვებითაც მიმართა პროკურატურას. კონკრეტულად, ბრალდებული იმით დაინტერესდა იღებდა თუ არა 2013 წლის 21 დეკემბრამდე რომელიმე კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრო უფასო მომსახურებას და რატომ უნდა განხორციელებულიყო ეს 2013 წლის შემდეგ.

"2013 წლის 21 დეკემბრამდე, რომელიმე კომპანიის წინადადება, ვინც მომსახურებას უფასოდ უკეთებდა თავდაცვის სამინისტროს, შეთავაზება მსგავსი სახით არც ერთხელ არ ყოფილა და რატომ უნდა ყოფილიყო ეს ჩვენს პერიოდში. თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე ეკონომიური და მისაღები პროექტი მიიღო. ამასთან, უწყება ამ პროექტის თვითონ განხორციელებას ვერ მოახერხებდა და მას სჭირდებოდა კონკრეტული მომსახურების შესყიდვა", - განაცხადა გიზო ღლონტმა.

გიზო ღლონტის გარდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს სხვა ბრალდებულებმა: ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე და ამ რეფორმების გამჭვირვალეობაზე.

ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ