სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანოთ" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით
"ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანოთ" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სე­ზო­ნურ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე და ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა საფრ­თხე­ებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, დას­რულ­და ზამ­თრის სე­ზო­ნის ვირუ­სე­ბი და და­ი­წყე­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ლე­იშ­მა­ნი­ოზ­სა და მა­ლა­რი­ა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ლა­რი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ლე­იშ­მა­ნი­ოზს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ცნო­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა.

ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის გა­მომ­წვე­ვი მწე­რი შე­ბინ­დე­ბი­სას დაფ­რი­ნავს, შე­სა­ბა­მი­სად პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მშობ­ლებს ურ­ჩევს წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი შე­ბინ­დე­ბი­სას სა­სე­ირ­ნოდ არ გა­იყ­ვა­ნონ. წლის ზე­მოთ ბავ­შვებს კი მწე­რე­ბის და­მაფრ­თხო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა წა­უს­ვან და ღია და­უც­ვე­ლი კა­ნით არ გა­ა­სე­ირ­ნონ. ასე­ვე ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცია ფან­ჯრებ­ზე მწე­რე­ბის­გან დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბაა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის ცნო­ბით, ლე­იშ­მა­ნი­ოზ­ზე ნაკ­ბე­ნის შემ­ჩნე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მისი თქმით, კბე­ნის სე­ზო­ნი ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იწყე­ბა. გა­მოვ­ლე­ნა კი შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს ხდე­ბა.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ასე­ვე ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნებს ურ­ჩევს ვე­ტე­რი­ნა­რებ­თან გა­მო­იკ­ვლი­ონ აქვთ თუ არა მათ ძაღ­ლებს ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ღო­ებს. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის­პი­რეთ­ში ჯან­დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს გეგ­მა­ვენ.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე არ ელო­დე­ბა ზი­კას, დენ­გეს და ჩი­კუნ­გუ­ნი­ას ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­დევ ერთ საფრ­თხეს, ბო­ტუ­ლიზმს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, ნუ და­ამ­ზა­დე­ბენ ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­სერვს, რისი თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბაც გახ­სნის შემ­დეგ აღარ შე­იძ­ლე­ბა.

ბუ­ნე­ბა­ში ხში­რად გას­ვლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას ახ­სე­ნებს, რომ თუკი წყა­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რად სუფ­თაა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ წყა­რო არ შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არ იყოს. მან მო­სახ­ლე­ო­ბას ბუ­ნე­ბა­ში წყლის ბოთ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ, ან გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და.

კი­დევ ერთი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას აძ­ლევს, მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა. პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბი მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხონ. სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ფე­ბი უმი და თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის­თვის ცალ­ცალ­კე იქო­ნი­ონ და ქუ­ჩა­ში ას­ფალტზე დაგ­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი არ შე­ი­ძი­ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანოთ" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით

"ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანოთ" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე და ზაფხულთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. პაატა იმნაძემ ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აღნიშნა, რომ საბედნიეროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება. რაც შეეხება ლეიშმანიოზს, პაატა იმნაძის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება.

ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას დაფრინავს, შესაბამისად პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ცნობით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. მისი თქმით, კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება. გამოვლენა კი შემოდგომის ბოლოს ხდება.

პაატა იმნაძე ასევე ძაღლების პატრონებს ურჩევს ვეტერინარებთან გამოიკვლიონ აქვთ თუ არა მათ ძაღლებს ლეიშმანიოზი.

რაც შეეხება კოღოებს. პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინსექციო სამუშაოებს გეგმავენ.

პაატა იმნაძე არ ელოდება ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას.

რაც შეეხება ზაფხულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხეს, ბოტულიზმს, პაატა იმნაძე ბოტულიზმის საფრთხიდან გამომდინარე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება.

ბუნებაში ხშირად გასვლიდან გამომდინარე კი პაატა იმნაძე მოსახლეობას ახსენებს, რომ თუკი წყარო ვიზუალურად სუფთაა, ეს არ ნიშნავს, რომ წყარო არ შეიძლება ბაქტერიებით დაბინძურებული არ იყოს. მან მოსახლეობას ბუნებაში წყლის ბოთლის გამოყენებისკენ, ან გადადუღებული წყლის დალევისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს, მალფუჭებად პროდუქტებს უკავშირდება. პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ. სამზარეულოს დაფები უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტებისთვის ცალცალკე იქონიონ და ქუჩაში ასფალტზე დაგდებული საკვები პროდუქტი არ შეიძინონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია