თბილსერვის ჯგუფი "ფეისბუქზე" 30 წლის მეეზოვის, გიგა ფალავანდიშვილის ჩანაწერს ავრცელებს, რომლითაც ის ქართველ მძღოლებს მიმართავს. ფალავანდიშვილი "თბილსერვის ჯგუფის" კრწანისის რაიონის თანამშრომელია. ის უკვე ოთხი წელია, რაც დასუფთავების მანქანაზე მძღოლად მუშაობს.
"ჩვენი სამსახური დილით ადრე 7:00 საათზე იწყება, ყველას თავისი მოძრაობის განრიგი და მარშრუტი გვაქვს. დასაცლელია ურნები. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა მანქანას ურნებთან აჩერებს, რაც ხელს გვიშლის მუშაობაში, რადგან რთულდება კონტეინერების გამოტანა და შესაბამისად დაცლაც.
ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გააჩერებთ მანქანებს ურნებთან და ნუ შეგვიშლით ხელს მუშაობაში!"
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!", - ვკითხულობთ ფალავანდიშვილის ჩანაწერში.